საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88778

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 1914 წელს ომის გამოცხადების გამო მოსახლეობამ ბათუმი დატოვა, სასწავლებელი დაიხურა და შეწყდა ყველანაირი კულტურული მუშაობა. ერთი წლის შემდეგ სიტუაციის ჩაწყნარებასთან ერთად ბათუმის საგანმანათლებლო დაწესებულებები ამუშავდა, მაგრამ უსახსროდ დარჩენილმა ბათუმის განყოფილებამ სკოლაში სწავლის განახლება ვერ შეძლო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ ბათუმის განყოფილების სკოლის მთავარ ნაკლად რჩებოდა მაჰმადიანი მოსწავლეების ნაკლებობა სკოლაში (76 მოსწავლიდან 13 იყო მაჰმადიანი).

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 აპრილის სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სთხოვა, ბათუმის განყოფილებისთვის ნიმუშის სახით გაეგზავნათ ორმაგი ბუღალტერიის წესით შედგენილი შემოსავალ-გასავლის დავთარი განმარტებებითურთ, რათა ბათუმშიც შესაბამისად ეწარმოებინათ ანგარიშები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის თებერვალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლაში დავით კარიჭაშვილს ასეთი მდგომარეობა დახვდა: ავადმყოფობის გამო მოსწავლეები ხშირად აცდენდნენ გაკვეთილებს, შეცდომით პასუხობდნენ კითხვებზე და ცუდადუ კითხულობდნენ ტექსტებს. II განყოფილების მოსწავლეებს ადრე ჰქონდათ გაკრული ხელით წერა დაწყებული და წარმატებით აეთვისებინათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 აპრილს თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოში პავლე ინგოროყვამ მოხსენება წაიკითხა თემაზე „რა საზღვრებში უნდა განხორციელდეს პოლიტიკურ-ტერიტორიალური ავტონომია საქართველოსი, მთიულ მაჰმადიანებისა, აზერბეიჯანისა და სომხეთისა".

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილებას გაუგზავნა დავით კარიჭაშვილის მოხსენების ასლი გამგეობის საქმეთა წარმოების რევიზიის შესახებ და შეუთვალა, გაეთვალისწინებინათ მოხსენებაში არსებული შენიშვნები: შემოსავალ-გასავლის ანგარიში უნდა იწარმოებოდეს მთავარი გამგეობის საქმეთა წარმოების წესის მიხედვით; განყოფილების თავისუფალი თანხა უნდა ინახებოდეს რომელიმე საკრედიტო დაწესებულებაში განყოფილების და არა კერძო პირის სახელზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას გაუგზავნა დავით კარიჭაშვილის სარევიზიო მოხსენება და სთხოვა მათ, რომ შემოსავალ-გასავლის ანგარიში ეწარმოებინათ დადგენილი წესების მიხედვით; გადაეხადათ საპროცენტო გადასახადი, რომელიც დაარსების დღიდან არ გადაუხდიათ და გაეუმჯობესებინათ ბიბლიოთეკა-სამკითხველოების საქმე. ხელს აწერს მთავარი გამგეობის მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 28 აპრილს თბილისის ვექილთა წრეში ჩაირიცხა სამოსამართლო პალატის რაიონში პირველი იურისტი ქალი – მარიამ ალ. ჩხეიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 28 აპრილს ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სამხედრო-სასანიტარო კომისიამ მოისმინა გამოძიება უფროსი ექიმის, არუთინოვის შესახებ და გადაწყვიტა საავადმყოფოს უფროსი ექიმის თანამდებობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს ზაქარია მარიამული, ვასილ კერესელიძე, იოსებ ჩხიკვაძე, ილია ლომჟანიძე, ილია ჯიბუტი და სიმონ მახარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პეტროვსკის (მაჰაჩყალა) განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 აპრილს გალაკტიონ ტაბიძემ მონაწილეობდა ვალერიან გუნიას სასცენო მოღვაწეობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოში.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 30 აპრილს დ. ხაშურში ჩატარდა ქალთა წრე „მანდილოსანის“ კრება, სადაც სიტყვით მიესალმა ქ. ყიფშიძე და ითხოვა აერჩიათ კრების თავმჯდომარე. თავმჯდომარედ აირჩიეს ქალ. ფ. ბახტაძე, მდივნად ქ. თავაძე. თავმჯდომარემ წაიკითხა ქალთა წრის წესდება, რომელიც მიიღეს შეუსწორებლად, ქ. ჩიქოვანმა კრებას წარუდგინა წარსული წლის ანგარიში. კრებამ აირჩია გამგეობის ახალი წევრები: ქ. ქ. ძნელაძისა, მანჯავიძისა, მარიამიძისა, კარბელაშვილისა, ბასიევა, ფრანჩუკისა, კლდიაშვილისა, კვალიევისა, ახალკაცი, ხოზბეროვისა, ყაჭეიშვილისა. მათ კანდიდატებად: ქ. ჩიქოვანი, ყიფშიძე, თავაძე, ბახტაძე, ჯიბლაძე. სარევიზიო კომისიაში: ქ. ქ. ჭუმბურიძისა, იოსელიანი, გვერწითელისა. მათ კანდიდატად ქ. მაჭავარიანი. კრებაზე გამოჩნდნენ მამაკაცები და მოითხოვდნენ დაშვებს, ქალებმა კენჭი უყარეს საკითხს და ერთხმად გადაწყვიტეს არ დაშვება. მამაკაცებმა დატოვეს დარბაზი გარდა ერთისა, ბ. მარიამიძე მოითხოვდა დაეშვათ როგორც კორესპონდენტი. მან კრებაზე შეიტანა პოლიტიკური განხეთქილება თავისი ცოლის მეშვეობით. ერთმა ქალმა ყველას მოუწოდა გონიერებისკენ და დაპირდა, რომ რეცენზია გაეგზავნებოდა უპარტიო გაზეთს, „ხმა ქართველი ქალისა“. ამის შემდეგ კრებამ განაახლა მუშაობა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 1-ლ მაისს (ახალი სტილით) ყვირილაში გამართულ მრავალრიცხოვან მიტინგზე სიტყვა წარმოთქვეს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა ყვირილის სოციალ-რევოლუციური კომიტეტიდან – ვალერიან ბაქრაძემ (ქართულად), იაზონ აბაშიძემ (რუსულად), კარლო ჩხეიძემ წაიკითხა ლექსი ქართულად.

1917

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ ბერძნიშვილმა დაკარგა ატესტატი, რომელიც 1917 წლის მაისში ბათუმის გიმნაზიიდან მიიღო. ის სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიას ატესტატის ასლს სთხოვდა.

1917

ტიპი: განათლება

თბილისის პირველი საკომერციო სასწავლებელი 1917 წელს ხუთმა ქართველმა დაამთავრა: ვახტანგ ვაჩნაძემ, ზაქარია მჭედლიშვილმა, იოსებ ბროძელმა, ვლადიმერ პროკოფიევმა და დავით სვანიძემ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 3 მაისს ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტმა თანამდებობიდან გადააყენა გადმოხვეწილთა საქმეების ხელმძღვანელი, გენერალი თამამშევი და ამ საქმეების კომისრებად გაამწესა ხოსრო ფაშა ბეგი სულთანოვი და ს. ტიგრანიანი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 4 მაისს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ ნინო ნადირაძე აქვეყნებს სტატიას „ქალებო მთელი ქვეყნისა შეერთდით!“, რომელშიც მიმოიხილავს გაზეთ „შრომის“ ორ სტატიას. ის განსაკუთრებით აღნიშნავს ბ. ჯავახის პუბლიკაციას, რომელიც ამბობს, რომ როცა ყველა ერთი მიზნისკენ უნდა მიისწრაფვოდეს, დიდი და პატარა, ქალი და კაცი შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს, ამ დროს ქართველი ქალები ცალკე საზოგადოებას იარსებენ და ეთიშებიან მამაკაცებს. პასუხად ნინო ნადირაძე წერს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ქალთა ემანსიპაცია, ამის ირგვლივ უნდა შეერთდნენ ქალები განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, მიმართულებისა და სოციალური მდგომარეობისა და მთელი ძალ-ღონით ებრძოლონ დამამონებელ პირობებს.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 4 მაისს ქუთაისის ქალთა კლუბი და გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქცია სამძიმარს უცხადებს ოლღა სპირიდონის ასულ ლორთქიფანიძეს ძმის, ილიას გარდაცვალების გამო.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 4 მაისს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ გამოქვეყნდა თამარ ნადარეიშვილი-მოდებაძის ნოველა „ქუჩის ქალია...“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 4 მაისს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ გამოქვეყნდა ლექსი „A une femme” ფსევდონიმით „მარიჯანი“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 4 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N4 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა კრისტაბელ პანკჰერსტის პუბლიკაცია „საზარელი მტარვალობა (უბიწოება და მამაკაცების ტანმრთელობა)“, რომელიც ეხება მამაკაცთა თავშეკავებასა და სქესობრივ დაავადებებს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 5 მაისს ვანო იოსების ძე იოსებიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ინსტიტუტში სწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 5 მაისს ალექსანდრე დავითის ძე კინწურეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კიევის კომერციულ ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 5 მაისს ცხამის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ლავრენტი გრიგოლის ძე წერეთელი გარდაიცვალა.