საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88778

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 სექტემბერს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქტორი კატო მიქელაძე მიიწვიეს დაბა სუჯუნაში, სადაც მან წაიკითხა ლექცია ქალთა კავშირების საჭიროებაზე. ლექციის შემდეგ გამოთქვეს კავშირის დაარსების სურვილი, აირჩიეს გამგეობა, კავშირის წევრებად მამაკაცებიც ჩაეწერნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, საქართველოს კათალიკოსობის კანდიდატად დასახელდა პეტერბურგის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, ალექსანდრე ცაგარელი, რომელიც საეკლესიო საკითხების კარგ მცოდნედ ითვლებოდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ალექსანდრე ხატისოვი ალექსანდროპოლის საბჭომ ქალაქისთავად დაასახელა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, კავკასიის ოლქის მთავარ სამხედრო კომისრად დაინიშნა ჩრდილო-დასავლეთ ფრონტის ყოფილი კომისარი, ვლადიმერ გობეჩია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 სექტემბერს პეტერბურგში მოწვეულ დემოკრატიული ორგანიზაციების წარმომადგენლების ყრილობაზე პარტიათა შეთახმებით გაიგზავნა ქართულ პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლობა, რომლის შემადგენლობაშიც შალვა ამირეჯიბი, აკაკი ჩხენკელი და სიმონ მდივანი იყვნენ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N27) გამოქვეყნდა „სიტყვა თქმული მარიამ ანჩაბაძის მიერ ქ. თბილისში საკათალიკოსო კრებაზე 15 სექტემბერს 1917 წ.“, რომელშიც საუბარია ქალის დანიშნულებაზე. საეკლესიო კრებულმა ეს სიტყვა მოისმინა და დაადასტურა. ამავე საკითხზე ილაპარაკა ალავერდის ეპარქიის ქალთა წარმომადგენელმა ალ. გიურჯიძე-ციციშვილისამ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N23 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „14 სეკტემბერი“ ქალთა მძიმე მდგომარეობისა და უთანასწორობის საკითხების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N23 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავს ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისათვის ბრძოლის მნიშვნელობას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N23 გამოქვეყნდა კირილე წუთისოფლელის პუბლიკაცია „დედაკაცის ბედი“, რომელშიც განხილულია ქალისა და მამაკაცის როლი, მათი თანასწორობის საკითხები.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N23 (რედაქტორი კატო მიქელაძე) ცნობით, ქაღალდისა და საფოსტო გადასახადის ფასის მატების გამო იძულებულნი გახდნენ, გაზეთის ფასიც აეწიათ. ნომერი ეღირებოდა 15 კაპიკი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N23 დაიბეჭდა ეკატერინე ბრეშკო-ბრეშკოვსკაიას ბიოგრაფია, ნაწილი III.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 23 დაიბეჭდა ექიმი მ. ი. პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (როგორ ვებრძოლოთ პროსტიტუციას), რომელშიც განხილულია პროსტიტუციის გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის მეთოდები.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 16 სექტემბერს კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარიატის N26133 განკარგულებით 1917 წლის 1-ელ სექტემბერს გიორგი მინას ძე აბაშიძე დაინიშნა ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობამ ზესტაფონის განყოფილების გამგეობას მისწერა, რომ ქუთაისის საადგილმამულო ბანკისაგან მიუვიდა შეტყობინება დაგირავებული მამულის დავალიანების გადაუხდელობის შესახებ. მთავარგამგეობამ განყოფილებას სთხოვა დაეფარა ბანკის დავალიანება 161 მანეთი და 27 კაპიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მამულს გაყიდდა. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 სექტემბერს თბილისში აირჩიეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოსი კირიონი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 17 სექტემბერს საკათალიკოსო საბჭოს წევრებად აირჩიეს დეკანოზი ნიკოლოზ თალაკვაძე, მიხეილ მაჩაბელი, პ. მახათაშვილი, პავლე ინგოროყვა, რაფიელ ივანიცკი, თედო სახოკია და ქრისტეფორე კაპანაძე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 სექტემბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს ხმოსნებად აირჩიეს 14, 2 სოციალ-დემოკრატი, 2 ნაციონალ-დემოკრატი, 2 სოციალისტ-ფედერალისტი და 8 სოციალისტ-რევოლუციონერი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ თბილისის მიტროპოლიტად აირჩია ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ჭყონდიდელ მიტროპოლიტად აირჩია არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ქუთაისის მიტროპოლიტად აირჩია ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ალავერდელ ეპისკოპოსად აირჩია პიროსი ოქროპირიძე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ დავით კაჭახიძე აირჩია ურბნელ ეპისკოპოსად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის კომისარმა გრიგოლ გიორგაძემ სამხედრო მინისტრ კერენსკისგან მიიღო დეპეშა, რომ ნებადართული იყო პოლკების ნაციონალიზაცია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ფრონტზე მიიღეს ბრძანება, რომ ვისაც სურდა, შეეძლო სამშობლოში დაბრუნება ეროვნული სამხედრო ნაწილების შესაქმნელად, გიორგი მაზნიაშვილი 60-მდე ქართველ ოფიცერთან ერთად დასავლეთის ფრონტიდან თბილისში დაბრუნდა.