რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N18 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ ყოფილი იმპერატორი, ნიკოლოზ I მთელი მისი სახლობით ქ. ტობოლსკში გადაიყვანეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N18 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შრომის მინისტრი სკობელევი ბაქოში ჩამოვიდა, სადგურზე მინისტრმა ყველას, განურჩევლად კლასისა მოუწოდა თავისუფლების დასაცავად მსხვერპლის გაღებისკენ. 7 აგვისტოს თბილისში ჩამოსულ სკობელევს ყვავილებით დახვდნენ და სადგურიდან სახლამდე ჯარი ედგა.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N18 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცნობილი ავსტრიელი სოციალისტი კრ. ადლერი ფილტვების ანთებით მძიმედ ავად გახდა.
1917
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, გუბერნიას შეატყობინეს, რომ სვირის სადგურის უფროსს, ყიფიანს ბინაზე მიუვარდა უბნის კომისარი ბუიღლიშვილი და სრულიად უმიზეზოდ შეურაცხყოფა მიაყენა, თან მთელი ოჯახის დატუსაღებით დაემუქრა.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, 9 აგვისტოს მიწას მიაბარეს დიდი მოღვაწის, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის ცხედარი. გასვენებას დაესწრო საქართველოს ყველა კუთხისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი თბილისის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.