რეგისტრირებული ფაქტები92171
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს, პირველი ქართული მსროლელთა პოლკის შექმნის შემდეგ ტარას ვაშაკიძე მის მეთაურად დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის აბელ მაყაშვილი 1917 წელს წმინდა სტანისლავის I ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს დიმიტრი თოფურია რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ 27-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაურად დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დავით მაჭავარიანი 1917 წელს წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ივნისში კონსტანტინე აფხაზი საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ იოსებ გედევანიშვილი ამიერკავკასიის ნაციონალური არმიისა და ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლიდან იოსებ გედევანიშვილი პირველი ფორმაციის ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის აღმასკომის წევრი და სოციალისტ ფედერალისტთა ბათუმის ე.წ. „პარტიზანული რაზმის” მეთაური იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 იანვარს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მოსკოვიდან წერილი გაუგზავნა, რომელშიც დაგვიანებით მიულოცა ახალი წელი.
1917
ტიპი: მფლობელობა
1917 წლის 3 იანვარს დრამატურგიული საზოგადოების წლიურმა კრებამ გამგეობას ვასო აბაშიძის ბიბლიოთეკის შეძენა დაავალა. კრებაზე ითქვა, რომ ვასო აბაშიძე მზად იყო, მისი საკმაოდ მოზრდილი ბიბლიოთეკა, მათ შორის 160 მარტო ქართული პიესა და ასევე ბევრი რუსული, დრამატურგიულ საზოგადოებას 320 მანეთად დაუთმოს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 იანვარს დრამატურგიული საზოგადოების წლიურ კრებაზე ცნობილი გახდა, რომ მსახიობ ვალერიან შალიკაშვილისთვის ყოველთვიური 50 მანეთის მიცემა შეუწყვეტიათ. შალიკაშვილი ძალიან ავად ყოფილა და თან არავითარი სახსარი არ გააჩნდა. კრებამ დაავალა გამგეობას მისთვის დანაკლისის, 250 მანეთის ანაზღაურება და ყოველთვიური 50 მანეთის გადახდა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 3 იანვარს ეროვნული საბჭოს ქონებათა გამგემ, გიორგი გვაზავამ წერილი გაუგზავნა რევაზ გაბაშვილს, პეტრე ქავთარაძეს, კონსტანტინე მესხს, ფილიპე გოგიჩაიშვილს, გიორგი თუმანიშვილს, კონსტანტინე აფხაზს და დიმიტრი ჩოლოყაშვილს 5 იანვარს, 12 საათზე, ქონების სააქციო კრებაზე დასწრების შესახებ, რომელზეც უნდა განეხილათ კახეთის რკინიგზის საკითხი.
1917
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დავით ართმელაძე 1917 წლის 6 იანვარს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 იანვარს თბილისის ადგილობრივი არტილერიის პორუჩიკმა ივანე ვასილის ძე სვანაძემ თხოვნით მიმართა მთავარ გამგეობას, რომ ნება დაერთოთ ქუთაისის გუბერნიის სოფ. საყულიაში თავისი სახსრებით გაეხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელსაც უხელმძღვანელებდა ამავე სოფლის მასწავლებელი ნინა ანდრეას ასული სვანაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 იანვარს სამხედრო მუზეუმის შენობაში, გოლოვინის პროსპექტზე გაიხსნა გამოფენა ძველი ქართული საეკლესიო ფრესკებისა, რომლებიც ქართველმა მხატვრებმა გადმოიღეს სოფ. ნაბახტევის ძველი ეკლესიის ფრესკებიდან. გამოფენაზე ბრძანდებოდნენ თავად-აზნაურთა მარშალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი კოტე აფხაზი, ქალაქის მოურავი ალექსანდრე ხატისოვი და სხვ. ექვთიმე თაყაიშვილმა რეფერატი წაიკითხა ფრესკების მნიშვნელობის შესახებ.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 10 იანვარს ქ. განჯაში გარდაიცვალა თბილისის საოლქო სასამართლოს წევრი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ ტარსაიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ივლისში სამეცნიერო აკადემიის სიტყვა-კაზმული მწერლობის განყოფილებამ საპატიო წევრის კანდიდატად დაასახელა დრამატურგი ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა იასონ ბაქრაძემ გამგეობის დავალებით მთავარ გამგეობას წერილობით მიმართა, რომ 10 იანვრიდან რევიზიის ჩასატარებლად გამოეგზავნათ მათი რწმუნებული და სთხოვა, წინასწარ შეეტყობინებინათ მათი ჩამოსვლის თარიღი, რომ ხელახლა არ შექმნილიყო უხერხული მდგომარეობა მდივნის ან ბუღალტრის ქალაქში არყოფნის გამო.

