რეგისტრირებული ფაქტები87198
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წელს საქართველოს ეგზარქოს ევსევის განკარგულებით სამრევლოს უმიზეზოდ ჩამორთმევამ იოსებ ლომოურის მრავალშვილიანი ოჯახი მეტად აზარალა და სიღარიბეში ჩააგდო.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წელს საქართველოს ეგზარქოსის, ევსევის, განკარგულებით უმიზეზოდ ჩამორთმეული სამრევლო, ნიკო ლომოურის მამამ, იოსებმა, მხოლოდ რამდენიმე წელიწადში დაიბრუნა.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წელს ნიკო ლომოურის მამამ, იოსებმა, სინოდში უჩივლა საქართველოს ეგზარქოს ევსევის სამრევლოს უსაფუძვლოდ ჩამორთმევის გამო.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წელს ნიკო ლომოურის მამას, იოსებს, საქართველოს ეგზარქოს ევსევის განკარგულებით სამრევლო ჩამოართვეს.
1874
ტიპი: ნასამართლეობა
1874 წელს გორის საიდუმლო რევოლუციური წრეში გაწევრიანებული სოფრომ მგალობლიშვილი ამ საქმიანობისათვის მოგვიანებით დააპატიმრეს.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს გორის საიდუმლო რევოლუციური წრის ერთ-ერთი წევრი, სოფრომ მგალობლიშვილი, თანამოაზრეებთან ერთად თარგმნიდა რევოლუციური ხასიათის წიგნებსა და ხელნაწერებს ხალხში ავრცელებდა.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წლის 16 იანვარს გორის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცებული სოფრომ მგალობლიშვილი უმეტესად ქართულ ენას ასწავლიდა სასწავლებელში.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867-1873 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში დადგმულ ქართულ თეატრალურ წარმოდგენებში მონაწილეობდნენ: იოსებ ზოსიმეს ძე ბაქრაძე, შიო ისაკის ძე შიუკაშვილი და იასონ ნათაძე.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867-1873 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს, სოფრომ მგალობლიშვილი მონაწილეობდა სემინარიაში დადგმულ ქართულ თეატრალურ წარმოდგენებში.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867-1873 წლებში, სოფრომ მგალობლიშვილის თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, სემინარიის მზრუნველი ზაქარია სარაჯიშვილი მას ერთი წლის განმავლობაში თვეში ექვსი მანეთით ეხმარებოდა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867-1873 წლებში სოფრომ მგალობლიშვილის თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, სემინარიის მზრუნველი იყო დავით სარაჯიშვილის მამა, ზაქარია დავითის ძე სარაჯიშვილი.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867-1873 წლებში სოფრომ მგალობლიშვილის მასწავლებელი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს იყო გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი (წყალტუბელი).
1867
ტიპი: ღონისძიება
1867-1873 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს, სოფრომ მგალობლიშვილის მიერ დაწერილი მოთხრობა „რა მიზეზია“ სემინარიის მასწავლებელ გიორგი იოსელიანს მოსწონებია და მას ახალგაზრდა მწერლისთვის მოთხრობის დამუშავება ურჩევია.

