რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოისმინეს საქმისმწარმოებლის ინფორმაცია ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების წიგნებითა და სასკოლო ნივთებით მომარაგების შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 16 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, იწყებოდა იმ 8 პირის სასამართლო, რომელთაც ფოთში მდებარე გაიდებუროვისა და მიხეილოვის ნავსადგურის გაძარცვა ბრალდებოდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 თებერვალს თბილისის სასამართლო პალატამ გამოიტანა დადგენილება ილია ჭავჭავაძისა და იაგორ გურგენიძის საგურამოში მდებარე მამულების გაყოფის დამტკიცების შესახებ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო კოტე მესხის რეჟისორობით ქართული დრამატული დასის სცენაზე წარმოდგენილ სპექტაკლებს: ნატალია დონდაროვას კომედიას „ინჯილერი ან დოხტური“ და აქვსენტი ცაგარლის ფარსს „მშვენიერი ელენეს მაძიებელნი“.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს მედიცინის დოქტორი ალექსანდრე ანდრიას ძე პავლოვსკი თბილისის მიხაილოვის საავადმყოფოს მთავარ ექიმად მუშაობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ლიტერატურულ საღამოზე ია კარგარეთელმა შეასრულა ნიკოლოზ კლენოვსკის მიერ ილიას ლექსებზე დაწერილი რომანსები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ლიტერატურულ საღამოზე ვასილი ველიჩკომ წაიკითხა ილია ჭავჭავაძის ლექსების მისეული რუსული თარგმანები.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 27 ივნისს ილია ჭავჭავაძე ბერლინში პროფესორ ერნსტ ლეიდენთან სამკურნალოდ ჩავიდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 20 ივნისს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად მატარებლით ბათუმში გაემგზავრა, საიდანაც ბერლინში წავიდოდა სამკურნალოდ, შემდეგ კი ვისბადენში წყლებზე.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წელს გიორგი შატბერაშვილი გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირში.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს პეტერბურგის საექიმო კურსების ერთ-ერთი დამაარსებელი იყო ეკატერინე გაბაშვილის ნათესავი, ფიზიოლოგი ივანე რამაზის ძე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი).
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის შემდეგ ნოე რამიშვილის ხელმძღვანელობით მომზადდა ბათუმელ მუშათა არაერთი გამოსვლა.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წელს ნოე რამიშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ძირითადად ბათუმის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიულ ორგანიზაციაში მუშაობდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის ნოემბრიდან ნოე რამიშვილი ეროვნულ საბჭოში სამხედრო კომისიას ხელმძღვანელობდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ნოემბერში მოწვეულ საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე ნოე რამიშვილი ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ნოე რამიშვილი ქართველი სოციალ-დემოკრატების მთავარ გაზეთ „ერთობას“ რედაქტორობდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ნოე რამიშვილი პეტერბურგში სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის ცენტრალურ ორგანიზაციას შეუერთდა და სხვა ქართველ სოციალ-დემოკრატ ლიდერებთან ერთად განაგრძო მუშაობა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლიდან ნოე რამიშვილი გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა და პოლიტიკური საქმიანობა სამშობლოში გააგრძელა.

