საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87145

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი ლაფანაშვილი სოფელ ძალისში შეხვდა გრიგოლ წიკლაურსა და ფედრო ფხაკაძეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ფედრო ფხაკაძე ძალისის კომისარი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი ლაფანაშვილი და მიხა პაპუნაშვილი იასონ კორინთელს მუხრანში ეწვივნენ.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს გიორგი ლაფანაშვილს და მიხა პაპუნაშვილს სოფელ მუხრანში ჰყავდათ თანამოაზრეები: გიგო გალუსტაშვილი, ვახო ჩოგუაშვილი, მიხა ჩოგუაშვილი, ვანო ბარუთაშვილი, ფიდო ბაქრაძე, ვასო მაყაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვასო ჩილინდრიშვილი სოფ. წილკანში კომისრად მუშაობდა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ნადია ჩილინდრიშვილის წილკანში მდებარე სახლში ბოლშევიკების შტაბი იყო.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წელს თედო შუშიაშვილთან თბილისში ბოლშევიკების საომარი მასალა და ტექნიკური ხელსაწყოები ინახებოდა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ბოლშევიკებმა მიხა პაპუნაშვილსა და ვიქტორ ცინცაძეს ახალგორის თემში პარტიული სამუშაოების განახლება დაავალეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის N50 ბრძანების მიხედვით, თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ძველი სამსახურის ჩათვლით სასწავლებლის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი.

1918

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ ბერძნიშვილი იყო მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლიდან აკაკი ჩხენკელი აქტიურად მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შექმნაზე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი იანვრიდან ოლღა ბოდისკო დაინიშნა თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლად. ხელს აწერს გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ ის, სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი რკინიგზის სასწავლებლის პედაგოგი, დაიბადა 1883 წლის 3 აპრილს. 23 აპრილს მონათლეს მართლმადიდებლურად. წლიური ჯამაგირი წლიური დამატებების გარეშე შეადგენს 3 060 მანეთს.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ მას არ ჰქონდა მისჯილი სასჯელი და არც დაკისრებული ჯარიმა, რომლითაც იზღუდება უპირატესობა სამსახურში. ასევე სასამართლო განაჩენით არ ყოფილა ეჭვქვეშდაყენებული დანაშაულისათვის, რომელიც ზღუდავს სამსახურს. ნამსახურებითი სიის პირის ნამდვილისაგან სისწორით გადმოწერას 1919 წლის 25 იანვარს ამოწმებს ქუთ. გუმ. 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს მიხა პაპუნაშვილმა და ვიქტორ ცინცაძემ სომხეთის ნაციონალური საბჭოს სამხედრო ბაზიდან წამოღებული იარაღი გაანაწილეს შემდეგ სოფლებში: წილკანში, მისაქციელში, ძალისში, მჭადიჯვარში, შუახევში, ბაზალეთსა და ახალგორში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს თედო შუშიაშვილის დახმარებით ბოლშევიკურმა პარტიამ სხვადასხვა საომარი სისტემის თოფები და საველე ტელეფონის აპარატები შეიძინა, რომელიც თბილისიდან დუშეთის მაზრაში გადაიტანეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სოფელ წილკანში გიორგი ლაფანაშვილს შეხვდნენ მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე, მჭადიჯვრის აღმასკომის თავმჯდომარე სანდრო კახუაშვილი, გრემისხევის აღმასკომის თავმჯდომარე ვლადიმერ ბუზალაძე, ძალისის სოფლის კომისარი ფედრო ფხაკაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს ბრძანებით კავკასიის მიწების უმცროსი დამკვირვებელი ვლადიმერ დავითაია ელიზავეტპოლის გუბერნიიდან ოზურგეთის რაიონში გადაიყვანეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს მთავრობის თავმჯდომარე ევ. გეგეჭკორისათვის გადასაცემად, რომელშიც აღნიშნავს, რომ ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარეს აცნობეს ამიერკავკასიის სამშვიდობო დელეგაციის მიერ ბრესტის ხელშეკრულების პირობების მიღება და მზადყოფნა განაგრძოს მოლაპარაკებები მის საფუძველზე. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

ტრაპიზონში 1918 წელს დარჩა რამოდენიმე რუსი ოფიცერი ოტომანთა ხელისუფლების სამსახურში, გეგმის მომზადება კი ბათუმის სიმაგრის ინჟინერს დენისენკოს დაევალა. ოფიცრებმა ბოგორშოვმა და სხვებმა შეაკეთეს დაზიანებული ქვემეხები და იარაღი. მუშათა დეპუტატების წარმომადგენელი ანჯაფარიძე გაიქცა თურქებთან, მისი მისამართით ორჯერ იქნა გასროლილი კომისარ გოგეიშვილის მიერ. კრამეი კრესტოლოსტჩაიმ კი გააგზავნა დეპუტატები თურქებთან მუშაობის დაწყების წინადადებით; ინიციატორები იყვნენ დრილი, ზავაროვი და სხვები. ბარონმა სტრომბერგმა წითელი ჯვრის ქონება გადასცა თურქეთს. ვისაც დარჩენა და მუშაობა უნდოდათ თურქებთან, შეეძლოთ დარჩენა, დანარჩენებს უფლებამოსილი ტემკინი გაამგზავრებდა.