რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ცნობით, თამარ გოგოლაშვილმა გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად შესწირა 10 მან., მარიამ პეტრეს ასულმა გვიჩიამ – 5 მან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ დაიბეჭდა დ. ხარაგაულის (სადგური ბელაგორი) ქალთა წრის გამგეობის თავმჯდომარე ანა ედილაშვილის გამოგზავნილი წერილი რედაქციის მიმართ. ის მადლობას უცხადებს იმ პირთ, რომელთაც დახმარება გაუწიეს ხარაგოულის ქალთა წრეს, რომლის მიზანია ღარიბ მოსწავლეთათვის მოაწყოს უფასო თავშესაფარი. შემომწირველთა სია: ტარასი კიკნაძე, ალექსანდრე კვარაცხელია, ნიკოლოზ კიკნაძე, ვანო დეკანოსიძე, პროკოფი ფანჩულიძე, ერმანოზ ბუაჩიძე, ნოე ავალიანი, გაბრიელ ყუბანეიშვილი, ვასილ ყიფიანი და ელენე ხარაძისა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 12 ოქტომბრიდან ამიერკავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარიატის განკარგულების თანახმად, ქსენია ბეჟანიშვილი დაინიშნა ქუთაისის ქალთა მთავრობის გიმნაზიის მოსამზადებლ კლასში მასწავლებლად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 12 ოქტომბრის სენაკის სასკოლო საბჭოს დადგენილების მიხედვით, კავკასიის სასწავლო კომისარიატმა ივლიანე გაბუნია ახალ-სენაკის ნორმალური ორკლასიანი სახაზინო სასწავლებლის გამგის თანამდებობაზე დაამტკიცა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, წმ. ნინოს უბანში, წმ. ნინოს სასაფლაოს საეკლესიო სკოლის შენობაში, გაიმართა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრ-თანამგრძნობთა კრება. დამფუძნებელი კრების შესახებ სიტყვა წარმოთქვა სიმონ ყაუხჩიშვილმა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ წერილში „ორი უნივერსიტეტი“ აკაკი შანიძე აღნიშნავდა, რომ ორი უნივერსიტეტიდან, რომლებიც იანვარში თბილისში დაარსდებოდა, ერთი რუსების და რუსულად მოაზროვნე სომხების, ქართველების, ოსებისა და სხვ. სასწავლო ადგილი იქნებოდა, ხოლო მეორე – ქართველების და ქართულად მოსაუბრეების ცოდნის წყარო.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ წერილში „ორი უნივერსიტეტი“ აკაკი შანიძე აღნიშნავდა, რომ ორი უნივერსიტეტიდან, რომლებიც იანვარში თბილისში დაარსდებოდა, ერთი იქნებოდა რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების მსახური, რუსული მეცნიერების სანერგე და კულტურის დარაჯი ამიერკავკასიაში, ხოლო მეორე – ქართველთა ეროვნული ტკივილის დამაიმედებელი, კულტურის დაცვის, შენახვისა და განვითარების ფარ-ხმალი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ წერილში „ორი უნივერსიტეტი“ აკაკი შანიძე აღნიშნავდა, რომ ორი უნივერსიტეტიდან, რომლებიც იანვარში თბილისში დაარსებოდა, ერთს, რუსულს, შეინახავდა ხაზინა და ქონებრივად უზრუნველყოფილი იქნებოდა, ხოლო მეორეს, ქართულ უნივერსიტეტს – კერძო პირები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე დაბრუნდა ფოთიდან, სადაც იმყოფებოდა სამწყსოსთან გამოსათხოვებლად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძე და მდივანი ალექსანდრე ხახანაშვილი პროვინციაში გაემგზავრნენ საარჩევნო საქმის საწარმოებლად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917
წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ საცხოვრებლად აირჩია დარიის მონასტერი ავლაბარში,
სადაც დასახლდა და მთხოვნელებს იღებდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, ადელხანოვის ქარხნიდან დაუმუშავებელი ტყავის უქონლობის გამო 400-მდე მუშა დაითხოვეს.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, ნაციონალურ-დემოკრატების პარტიამ დამფუძნებელი კრების სიაში შეიყვანა 18 კაცი, მათ შორის პირველებად – გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, სპირიდონ კეიდია, შალვა ქარუმიძე, იოსებ მაჭავარიანი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, კადეტების პარტიამ დამფუძნებელი კრების სიაში შეიყვანა 32 კაცი, მათ შორის პირველებად – ფ. ფ. კოკოშკინი, მ. ს. აჯემოვი, ვ. ა. ხარლამოვი, მ. ფ. პოდშიბიაკინი.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 15 ოქტომბრიდან 1919 წლის პირველ ოქტომბრამდე ეკატერინე ბაქრაძე წეროვანისა და ონის სასწავლებლებში მუშაობდა.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 16 ოქტომბერს ქვემო კრიხის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იაკობ გრიგოლის ძე სხირტლაძე გარდაიცვალა.

