საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80080

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა მინდობილი ფულიდან 1000 მანეთი ბოტანიკური ბაღის სანერგის გასაკეთებლად და გასაუმჯობესებლად გამოყო.

1969

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 25 ივნისს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, 28 ივნისს ვარშავაში ოპერა „დაისს“ დასწრებოდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 27 ივნისს ქალაქის გამგეობის დარბაზში გამართულ ქალაქის სასწავლებელთა გამგე კომისიის სხდომაზე ქალაქის სასწავლებლის თავისუფალ ვაკანსიებზე შემდეგი მასწავლებლები შეარჩიეს: ოლგა წინამძღვრიშვილი, ბარბარე კაპანაკოვისა, მარცინკევიჩი, გროზმანი და აიხმანი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ ივლისს თბილისის დეპუტატთა საკრებულოს დარბაზში თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, გენერალ-მაიორ საგინაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა ამერ-იმერეთის თავად-აზნაურთა კომისიების სხდომა, რომელზეც საბოლოოდ შეიმუშავეს საიუბილეო დღესასწაულის პროგრამა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 28 დეკემბერს სახაზინო თეატრში წარმოდგენილ ჩაიკოვსკის „პიკის ქალში“ მონაწილეობდა ოლგა შულგინა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს კავკასიის სამთო სამმართველომ მარტსა და აპრილში ჭიათურის მარგანეცის მოპოვება-დამუშავების ნებართვა მისცა შემდეგ პირებს: დიმიტრი ივანეს ძე ღუღუნიშვილს, მიხეილ თომას ძე ფეიქრიშვილს, კონსტანტინე საბას ძე ხაზარაძეს, მაქსიმე პავლეს ძე დეისაძეს, შავი ქვის მრეწველ ნესტორ იოსების ძე ბეჟანიშვილს, გიორგი თეიმურაზის ძე გველესიანს, ლევან დავითაშვილსა და ალფეს გიორგის ძე ღუღუნიშვილს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მოქალაქეთა მოურავობის კანდიდატად დასახელდა ი. ს. ბუღდანოვი, ხოლო გადასახადების მოურავობის კანდიდატად – მ. ე. ჩიმიშკიანცი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს „ცნობის ფურცლის“ რედაქციამ მიიღო ნატალია გიგაურის მიერ გამოცემული ახალი წიგნი „ისტორია ბავშვის სულის მდგომარეობისა".

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წლის 6 მარტს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, სთხოვა, გაეგო, პოლკოვნიკმა ზენტარსკიმ მიიღო თუ არა მისი წერილი.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსი კონსტანტინე ალშიბაია სასამართლომ სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების გამო დამნაშავედ ცნო.

1970

ტიპი: გარდაცვალება

1970 წლის 7 ივლისს ივანე ტრიფონის ძე ბაქრაძე ლევილში დაკრძალეს.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წელს გამოქვეყნდა გიორგი მელიქიშვილის სტატია „საქართველოს კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის“.

1968

ტიპი: ღონისძიება

1968 წელს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს პოზნანში ქართული მუსიკის შესახებ მოხსენების გაკეთება სთხოვა.

1810

ტიპი: თანამდებობა

1810 წელს გრიგოლ მათეს ძე მებურიშვილი (მებურნიშვილი) სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1859

ტიპი: თანამდებობა

1859 წელს დავით ლოსაბერიძე სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1859

ტიპი: გარდაცვალება

1859 წლის 27 მარტს სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი დავით ლოსაბერიძე გარდაიცვალა.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852 წელს სიმონ ზაქარიას ძე ლაჭყეპიანი სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1808

ტიპი: თანამდებობა

1808 წელს სიმონ ზაქარიას ძე ლაჭყეპიანი სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-95 წლებში დავით ბეჟანის ძე აბაშიძე სოფ. ვარდიგორის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ლავრენტი ავქსენტის ძე რობაქიძე სოფ. ვარდიგორის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1872

ტიპი: თანამდებობა

1872-73 წლებში გიორგი ნიკოლოზის ძე ლუტიძე სოფ. ვარდიგორის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871 წელს სპირიდონ პეტრეს ძე მოდებაძე სოფ. ვარდიგორის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852-70 წლებში ბესარიონ თედორეს ძე შეყრილაძე სოფ. ვარდიგორის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-17 წლებში კაპიტონ ანტონის ძე სარალიძე სოფ. ვარდიგორის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1880

ტიპი: გარდაცვალება

1880 წლის 15 დეკემბერს სოფ. ვარდიგორის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი სვიმონ მათეს ძე ყიფშიძე გარდაიცვალა.