საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88531

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას სხვადასხვა ქონების სახით 14 466 მანეთი და 97 კაპიკი ჰქონდა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის მასალების ანგარიში 31 876 მანეთსა და 50 კაპიკს შეადგენდა. საანგარიშო წლის განმავლობაში სტამბისთვის 15 601 მანეთისა და 35 კაპიკის მასალები შეიძინეს. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ინვენტარის ანგარიშზე 18 790 მანეთი და 94 კაპიკი იყო. შეიძინეს შრიფტები და სხვა საჭირო ნივთები 12 780 მანეთად. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას მოძრავი ქონების ანგარიშზე 848 მანეთი და 7 კაპიკი იყო, რომელსაც ჩამოეწერა 10%. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს იპატი გაიოზის ძე გაბესკირია, სოლომონ თევდორეს ძე ხოშტარია, ბათლომე თემურის ძე მზარელუა, ნესტარ საბას ძე ჟვანია, მელიტონ ანდრიას ძე ხვიჩია, სტეფანე დავითის ძე გოგინავა და იოსებ თევდორეს ძე დადიანი საზღვაო-სანაოსნო სააქციო საზოგადოება „ფაზისის“ დამფუძნებელი საბჭოს წევრები იყვნენ.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად დავით კარიჭაშვილისა და იპოლიტე ვართაგავას არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბარბარე ფარცხალაძე ხონის ქალთა გიმნაზიაში რუსული ენისა და მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვლადიმერ ბესარიონის ძე ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიაში გალობის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების საერთო კრების ოქმების მიხედვით, ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა გურიის სახალხო სკოლაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს პავლე ალექსანდრეს ძე პრავდივცევი სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში ფიზიკისა და მათემატიკის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს სტეფანე სტეფანეს ძე აფანასიევი სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში გეოგრაფიის, ისტორიისა და ლოგიკის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი იანვრიდან იოსებ ბერეჟიანი შინაგან საქმეთა კომისრის მდივნად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლ იანვარს პავლე ჩხენკელი გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა მინისტრის მდივნის თანამდებობიდან სამხარეო სამუშაო ცენტრში მდივნად დანიშვნის გამო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს კანცელარიის უფროსი ზედამხედველის დამხმარე ალექსანდრე გურგენოვი ამიერკავკასიის სააქციო სამმართველოს ბუღალტრად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში თბილისის სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარის ამხანაგად დაინიშნა ამავე სასამართლოს წევრი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჭავჭავაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ქუთაისის სამხარეო სასამართლოს პროკურორის ამხანაგი გიორგი კონსტანტინეს ძე ხარაზოვი და ამავე სასამართლოს უფროსი ნოტარიუსი ანტონ სტეფანეს ძე ხაბურძანია ქუთაისის სამხარეო სასამართლოს წევრებად დაინიშნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში თელავის სამხარეო სასამართლოს მომრიგებელი მოსამართლე ალექსანდრე სერგოს ძე დანიელბექოვი ერევნის სამხარეო სასამართლოს განყოფილებაში დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში თბილისის მე-3 განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე პეტრე ბესარიონის ძე კიზირია თბილისის სამხარეო სასამართლოს ადმინისტრაციულ განყოფილებაში დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს თბილისის კანცელარიის განცხადებით მეორე რაიონის სასმელის უფროსი კონტროლიორი დომენტი პოდუბნი მესამე რაიონის ბუღალტრად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომრიგებელ-მოსამართლის დამხმარე ნიკოლოზ კირიონის ძე რაზმაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ლეჩხუმის რაიონის მომრიგებელ-მოსამართლე ნოშრევან ბეჟანის ძე ხარაძე ქუთაისის სამხარეო სასამართლოში უფროს ნოტარიუსად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ქუთაისის სამხარეო სასამართლოს მომრიგებელ-მოსამართლის დამხმარე მიხეილ თომას ძე ნიკურაძე ქუთაისის სამხარეო სასამართლოს მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ქუთაისის სამხარეო მოსამართლის მდივანი ივანე ფილიპეს ძე ფხაკაძე ოზურგეთის რაიონის საგამოძიებო სამმართველოს მოსამართლის დამხმარედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ევგენი დავითის ძე ებრალიძე ლანჩხუთის რაიონის საგამოძიებო სამმართველოს მოსამართლის დამხმარედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელ იანვარს ექიმი მისნიკოვი დაინიშნა სახელმწიფო მზრუნველობის კომისრის ამხანაგად სამედიცინო მიმართულებით. დანიშვის დოკუმენტს ხელი მოაწერა ამიერკავკასიის კომისარმა ალექსი გეგეჭკორმა, დაამოწმა სახელმწიფო მზრუნველობის კომისარმა კორიუნ გაზაზიანცმა.