რეგისტრირებული ფაქტები87112
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 თებერვლის „ერთობის“ ცნობით, ქართული უნივერსიტეტის დეკანს, ივანე ჯავახიშვილს დაჰპირდნენ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს სამხედრო სამსახურის შესრულებასთან ერთად საღამოობით ლექციების მოსმენის საშუალება მიეცემოდათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს დარბაზში (ფრეილინის ქ. N11-ში) საქართველოს ისტორიული და ეთნოგრაფიული საზოგადოების სხდომაზე პავლე ინგოროყვა წაიკითხავს მოხსენებას ტერიტორიული გამიჯვნის შესახებ, იუწყება „ერთობა“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რ. ს. დ. პ. ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა, აირჩიეს: ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი, კარლო ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი, არშაკ ზურაბოვი, ნოე რამიშვილი, ისიდორე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი, მათე სკობელევი, ვლადიმერ ჯიბლაძე, გრიგოლ გიორგაძე, მ. სმირნოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რ. ს.-დ. პ. ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა, აირჩიეს: ი. ბეკზადიანი, ალ. ლომთათიძე, გ. ტერ-გაზარიანი, გ. მახარაძე, რ. არსენიძე, ერ. ბერნშტეინი, ბ. თევზაია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე ხომერიკი, გ. ერაძე, კ. ანდრონიკაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ამიერკავკასიის წევრებმა სეიმის დეპუტატების არჩევნები გამართეს. კანდიდატებად აირჩიეს: დავით ონიაშვილი, ბ. ი. პირუმოვი, გიორგი ანჯაფარიძე, რაფიელ ჩიხლაძე, ვასილ გურჯუა, ჰაიდარ აბაშიძე და გიორგი გაგლოევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა, რომელზეც აირჩიეს: ლევან დადეშქელიანი, ვლადიმერ ახმეტელაშვილი, ვალერიან ჯუღელი, ვლასა მგელაძე, კონსტანტინე ქარცივაძე და ალექსანდრე დგებუაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რ. ს.-დ. პ. ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა. კანდიდატებად აირჩიეს მინადორა ტოროშელიძე, სტრელკოვსკი, კ. გვარჯალაძე, ი.სალაყაია, ვლ. ემუხვარი, ცინცაძე, კიღურაძე, ილ. ფირცხალაიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რ. ს.-დ. პ. ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა. კანდიდატებად აირჩიეს: ლევაშკევიჩი, ს. ფარნიევი, ბერიშვილი, მოისეენკო, კ. კანდელაკი, გრ. ურატაძე, ა. ჩიკავა, კოვალიოვი, ბ. პირუმოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონი საობლო სასამართლოს გაუქმების შესახებ ერთხმად იქნა მიღებული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, სიკვდილით დასჯის კანონპროექტი შეიტანეს დღის წესრიგში განსახილველად.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 8 თებერვალს იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია დაბრუნდა თბილისში, სადაც პარტიულ კონფერენციაზე სოციალისტურ-რევოლუციური ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის საკითხი. სხდომის თავმჯდომარემ, აკაკი ჩხენკელმა წარმოადგინა დებულების პროექტი, რომლის თანახმადაც აფხაზეთის ტერიტორია შემოიფარგლება სოფელი ინგირიდან მდინარე ბზიფამდე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 თებერვალს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი. სხდომას ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე და აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენელი, ალექსანდრე შერვაშიძე, მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ მელიტონ ემუხვარი, ნიკოლოზ მარღანია და ბესარიონ ცაგურია.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 10 თებერვალს ალქსანდრეს ბაღში სროლის დროს მოკლეს თბილისის მე-11 კომისარიატის მილიციელი იოსებ გერსამია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 თებერვალს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიისა და ფილოსოფიის პედაგოგმა კონსტანტინე ნანეიშვილმა გიმნაზიის დირექტორთან კონფლიქტის გამო განათლების სამინისტროს თანამდებობიდან განთავისუფლება და ფულადი ანაზღაურება სთხოვა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის საეპარქიო დედათ სასწავლებლის კურსდამთავრებული ელენე ილიას ასული შანშიაშვილი სიღნაღის ორკომპლექტიანი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 11 თებერვალს სადგურ ქობულეთში ქუთაისიდან მომავალ მატარებელში წესრიგის დამცველმა ნ. მგალობლიშვილმა არაყი აღმოაჩინა, შელაპარაკების ნიადაგზე არყის კონტრაბანდისტმა ის ადგილზე მოკლა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს კონსტანტინე გვარჯალაძის პროექტი სოფლად გამეფებულ ანარქიასთან ბრძოლის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ წარმოადგინა რეზოლუციები სოფლად გამეფებული ანარქიის წინააღმდეგ: 1. მტკიცე და ძლიერი მთავრობის დაარსება; 2. მიწის საკითხის გადაწყვეტა რუსეთის დიდი რევოლუციის პრინციპების თანახმად; 3. მთავრობის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა ღონისძიებების დანერგვა ანარქიულ მოვლენებთან საბრძოლველად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კონსტანტინე გვარჯალაძემ წარმოადგინა რეზოლუციები სოფლად გამეფებული ანარქიის წინააღმდეგ: 1. სააგიტაციოდ ხალხის დაგზავნა სოფლებში; 2. ადგილობრივი შეიარაღებული ძალების შექმნა და სხვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ გამოთქვა აზრი სოფლად გამეფებული ანარქიის შესახებ. მისი აზრით, ეროვნული მთავრობისა და ეროვნული ფინანსების შექმნა პრობლემის მოგვარებას დააჩქარებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ ისაუბრა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის მდგომარეობის შესახებ.

