რეგისტრირებული ფაქტები87109
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მარგანეცის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩი მონაწილეობდა პეტერბურგში გამართულ სატარიფო კომიტეტის სხდომებში. მათზე განიხილავდენენ მარგანეცის მრეწველთა კრების თხოვნას ტარიფის შემცირების შესახებ, რადგან მარგანეცის მწარმოებელთათვის ძნელი იყო მაშინდელი ტარიფის (ფუთი 7 კაპიკი) გადახდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის მარტში კონსტანტინე დავითის ძე ნიჟარაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ნიკოლოზ დადიანის მიერ შეწირული ბიბლიოთეკა უნდა ჩაეტანა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ დადიანმა თავისი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა. მან ეს გადაწყვეტილება ვასილ მაჩაბელს წერილობით გააცნო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 17 მარტის „დროების“ ცნობით, ს. უტურაშვილი მეტეხის სკოლის პედაგოგი იყო.
1989
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 18 მარტს ქუთაისის საოლქო სასამართლომ სარდიონ მაღრაძე პართენ, ნინო და ბარბარე მაღრაძეების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ბრალდებულს სამუდამო კატორღა მიესაჯა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 მარტის „დროების“ ცნობით, ტერ-ახპეტელიანცის რედაქტორობითა და ზაქარია ჭიჭინაძის წინასიტყვაობით მოთხრობა „ვარშაყიანი“ დაიბეჭდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს, თბილისის მოქალაქეთა მოურავ ედიგარ ედიგაროვის გადაყენების შემდეგ, თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებელმა საჭიროდ ცნო, აერჩიათ თბილისის მოქალაქეთა გამგეობის მოხელეები.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები ქვემო მაჩხაანიდან იყვნენ: ვასილ მიხეილის ძე ნადირაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მიხეილ წყალობას ძე ჯანყარაშვილი, მოსე ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, ვასილ ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი, რაჟდენ ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, ზაქარია ილიას ძე ფაშალიშვილი, ნიკო ნოდარის ძე კორაშვილი და სხვ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში კადინს ოზურგეთის სასწავლებლის მოსწავლეებისთვის აბრეშუმის მოყვანა უნდა ესწავლებინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი მარტში თბილისში ვიზიტს აპირებდა.
1885
ტიპი: მფლობელობა
1885 წლის თებერვლის „დროების“ მეშვეობით დ. ფაღავას შეატყობინეს, რომ მის სტატიას „მასწავლებლის ქცევაზე“, დამადასტურებელი ფაქტების გარეშე ვერ დაბეჭდავდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი იყო.
1983
ტიპი: ღონისძიება
1983 წლის 10 აპრილს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში გაუგზავნა „ვეფხისტყაოსანი“, რაფიელ ერისთავის თხზულებები, „არსენა მარაბდელი“ და გიორგი ლეონიძის ლექსები.
1983
ტიპი: ავტორობა
1983 წლის 10 აპრილს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ გრიგოლ ფერაძის ბიბლიოთეკა, ათონის ქართული მონასტრიდან ჩამოტანილი ხელნაწერი წიგნები, სამღვდელო მოსასხამი, საბეჭდი მანქანა ქართული, რუსული და ინგლისური ანბანით და მისი სხვა ნივთები რუსულმა ეკლესიამ წაიღო.

