რეგისტრირებული ფაქტები88502
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს გიორგი მაზნიაშვილის თაოსნობით სამტრედიიდან ბათუმისაკენ მიმავალ სამ ეშელონს ნატანებში ჯავშნიანი მატარებელი შეუერთდა. მაზნიაშვილმა იქ შეიტყო, რომ მე-4 ქართული ლეგიონის უფროსი პოლკოვნიკი ს. წერეთელი ოზურგეთში აკავებდა თავისივე ლეგიონიდან გამოქცეულ ჯარისკაცებს და ხელახლა ადგენდა ლეგიონს, ხოლო მე-2 ქვეითი ლეგიონის უფროსი ფარნაოზ ყარალაშვილი ბათუმიდან წამოვიდა და ქობულეთში დაბანაკდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი აპრილიდან ივანე მასლოვი გზათა სამინისტროს შიკრიკად დაინიშნა. მისი დღიური ანაზღაურება 6 რუბლს შეადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ელისაბედ მამფორია 1909 წელს დაარსებული კულაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ათანასე ზურაბის ძე ლეჟავა 1915 წელს დაარსებული დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გაფრინდაშვილი 1915 წელს დაარსებული დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკოლოზ პავლეს ძე ღუდუშაური, საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული, თელავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს დიმიტრი ნიკოლოზის ძე დეკანოზიშვილი, სასულიერო სემინარიის განათლებით, თელავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართულის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ კახის ქალთა სკოლის მასწავლებელს სოფიო ყულოშვილს 1050 მანეთი უნდა მისცემოდა, ხოლო პირველი სექტემბრის შემდეგ 400 მანეთი.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ ალიბეგლოს ქალთა სკოლის მასწავლებელს სოფიო ჯაოშვილს 1050 მანეთი უნდა მისცემოდა, ხოლო პირველი სექტემბრიდან 400 მანეთი.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ ქოთუქლოს ქალთა სკოლის მასწავლებელს ქეთ. ბაჩალიაშვილს ხელფასის სახით 1050 მანეთი უნდა მისცემოდა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ მუშაბას ქალთა სკოლის მასწავლებელს პალადი ჯაოშვილს ხელფასის სახით 1050 მანეთი უნდა მისცემოდა, ხოლო პირველი სექტემბრიდან 400 მანეთი.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ ყორაღანის ქალთა სკოლის მასწავლებელს ნინო ყულუშვილს ხელფასის სახით 1050 მანეთი უნდა მისცემოდა, ხოლო პირველი სექტემბრიდან 400 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის აპრილში თბილისიდან ქუთაისში შემდეგი დეპეშა მოვიდა, რომ სეიმის და მთავრობის სხდომაზე, რომელიც 9 საათიდან ღამის 2 საათამდე გაგრძელდა, გამოცხადდა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა, დამარცხდა გეგეჭკორის მთავრობა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მთავრობა გადადგა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის აპრილში ბოლშევიკებმა პარტიული სამუშაოებისთვის თბილისიდან დუშეთში გაგზავნეს თომა ჩუბინიძე, მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე, დათიკო ხუბულური და ბუხაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს ბათუმიდან სამტრედიისკენ მიმავალი ეშელონის შემადგენლობა: არჩილ ფურცელაძის 90-კაციანი პარტიზანული რაზმი და 4 ტყვიამფრქვევი, ვასილ კარგარეთელის ბატარეა და 6 ზარბაზანი, შორაპნის მუშათა 84-კაციანი რაზმი ინჟინერ კუკური ხუნდაძის ხელმძღვანელობით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1918 წელს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო იუსტინე გერასიმეს ძე მგალობლიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრებაზე დაასახელეს გამგეობის წევრობის კანდიდატები: ნოე ჭანტურაია და იასონ გვაზავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრებაზე აირჩიეს გამგეობის ახალი წევრები: ელენე ნადარეიშვილი და კირილე პაჭკორია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრება, რომელსაც დაესწრო 110 კაცი. დოკუმენტს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ირაკლი ალექსი ძე მასხულია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს, 16:00 საათზე, დაბა გუდაუთაში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრება და შედგა კრების ოქმი. დოკუმენტს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ირაკლი ალექსის ძე მასხულია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ირაკლი ალექსის ძე მასხულია, მდივნად – იასონ გიორგის ძე გვაზავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა იმ დღის 4 საათზე ჩატარებული საერთო კრების ოქმი. დოკუმენტს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ირაკლი ალექსის ძე მასხულია.

