საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89499

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „წერ. რედაქციის მიმართ“, რომელშიც კონსტანტინე ანდრონიკაშვილი და ვეჩე ჯიქია მადლობას უცხადებდნენ შემდეგ დაწესებულებებს და კერძო პირებს: ამიერკავკასიის ბანკს, იტალო-კავკასიის ბანკს, თბილისის ქალაქის გამგეობას, სამეურნეო ბანკს, ფარმაცევტთა კავშირს, თათრულ დრამატულ საზოგადოებას, ქალაქთა კავშირს, ერობათა კავშირს, გვარდიის ტყვიის მფრქვეველ რაზმს, ძმებ ძეგველოვებს, ივ. პურადაშვილს, მ. საფაროვ-აბაშიძისას და სხვებს, რომელთაც ქართველ მსახიობთა კავშირთან არსებულ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის დამკრძალავ კომისიას შესწირეს თანხა არტისტის დაკრძალვის ხარჯების დასაფარად და მისივე სახელობის მსახიობთა კავშირთან არსებული ფონდის გასაძლიერებლად.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 4 აპრილის „დროებაში“ დაიბეჭდა ქვრივი ღუდიევისას წერილი, რომლითაც ის შემწეობას ითხოვდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 4 აპრილის „დროების“ ცნობით, ფინანსთა მინისტრმა შუმახერი ბაქოში ახლად გახსნილი ბაზრობის შესახებ ცნობების შესაგროვებლად გაგზავნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მეთვალყურეს ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „საზოგადო მეურნეობაში“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მოხუცის ფსევდონიმით წერილი „მწარე ფიქრები“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) უმადურას ფსევდონიმით კორესპონდენცია „სოფელი დაბლა-საქარა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) წერილი „სახალხო მეურნეობა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ვასილ კირვალიძის „წერილი რედაქციის მიმართ“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1885 წლის თებერვალში მოხისის მცხოვრებმა ტურაშვილმა მშობლები სასიკვდილოდ გაიმეტა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მეთვალყურის ფსევდონიმით გამოვეყნდა წერილი „საზოგადო მეურნეობაში“.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს კავკასიაში რუსული სოციალ-დემოკრატების ბოლშევიკური და მენშევიკური ფრაქციების დაპირისპირებისას ბათუმში ნოე რამიშვილს ორატორული პაექრობა მოუხდა იოსებ ჯუღაშვილთან.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) სტენოგრაფია „დამფუძნებელ კრებაში“ გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 4 დეკემბერს ქალაქის გამგეობის სხდომაზე განიხილეს ევგრაფ იაგორის ძე ხოსროევის მოხსენება იმის შესახებ, რა შემოსავალი ჰქონდა ნ. ი. თამამშევის მიერ დაარსებულ შრომის ბიუროს.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1845

ტიპი: თანამდებობა

1845 წელს დავით ბესარიონის ძე გამრეკლიძე სოფ. ინაშაურის წმ. სიმონ ღმრთისმიმრქმელის ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წელს გერასიმე მინდელი სოფ. ინაშაურის წმ. სიმონ ღმრთისმიმრქმელის ეკლესიის მღვდელი იყო.

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდია საქართველოს სსრ აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1911 წლებში იერეთეოზ ანდრიას ძე ნიკოლაძე სოფ. ინაშაურის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სოფელ სნოს ახლად დაარსებულ უფასო სახალხო სამკითხველო-ბიბლიოთეკას თანხა და წიგნები შესწირეს ილია ზარაფიშვილმა, შაქრო კიკნაძემ, მალუცა სირბილაძემ, კატო ახმეტელაშვილმა, ალექსანდრე შიუკაშვილმა, მარიამ ჩხიკვაძემ, სონა მეტრეველმა, კ. სიდამონიძემ.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წელს ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 დეკემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ალექსანდრე ბეკზადიანმა ერევნიდან რადიოთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს ნოტა გამოუგზავნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კიღურაძე მილიციის უფროსის პირადი მდივანი იყო.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძე პოლკოვნიკი იყო.