რეგისტრირებული ფაქტები88502
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-6 საკომისარიატოს ხელმძღვანელი სალაძე, კონტროლიორები – ანთაძე და ჯოგლიძე. ბიურო მდებარეობდა ნადეჟინის თავშესაფარში, რეიტერის ქუჩაზე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-5 საკომისარიატოს ხელმძღვანელი ყურაშვილი, კონტროლიორები – ნიკოლოზ ბარნაბიშვილი და ალექსანდრე ჩიჩუა, ბიურო მდებარეობდა ქალაქის სამკურნალოში, ვორონცოვის ქუჩაზე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-4 საკომისარიატოს ხელმძღვანელი კარბელაშვილი, კონტროლიორები – კვერიხაძე და მეხუზლა. ბიურო მდებარეობდა სახელოსნო სასწავლებლის შენობაში, ეგზარქოსის მოედანზე.
1976
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1976 წელს მერი შალვას ასულ დავითაშვილს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს თენგიზ თათარყან დადეშქელიანი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1959
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1959 წელს იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილს საქართველოს სახალხო პოეტის წოდება მიენიჭა.
1961
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1961 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე გუდიაშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1945
ტიპი: ღონისძიება
1945 წელს იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილს სომხეთის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს ვალოდია საბას ძე გოგუაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1969
ტიპი: ღონისძიება
1969 წელს ივანე რაფიელის ძე გოკიელს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1969
ტიპი: ღონისძიება
1969 წელს ოთარ მიხეილის ძე გორდელს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში დიმიტრი გოცირიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის კანცელარიის უფროსის თანაშემწე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920-იან წლებში ლევან პართენის ძე გოთუა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე დადიანი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1947
ტიპი: თანამდებობა
1947 წელს იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.
1990
ტიპი: ღონისძიება
1990 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე გუდიაშვილს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წელს ევგენი ნიკოლოზის ძე დვალი ჟურნალების – „სუსხი“, „სეტყვა“ და „შოლტი“ – რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლისთვის მიიღებოდა ხელმოწერები დასურათებულ საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილსა“ და „ნაკადულზე“. ჟურნალების შეერთება და გაფართოებული პროგრამით გამოცემა ერობათა კავშირმა გადაწყვიტა. მოზრდილთათვის ჟურნალი „ჯეჯილი“ თვეში ერთხელ გამოვიდოდა, ყმაწვილთათვის ჟურნალი „ნაკადული“ - თვეში ორჯერ. მისამართი: ერობათა კავშირი, რუსთაველის პროსპექტი N24, „ჯეჯილის“ და „ნაკადულის“ რედაქცია, სარედაქციო კოლეგია: ანასტასია წერეთლისა, ნინო ნაკაშიძისა და პავლე საყვარელიძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 23 იანვარს, დილის 11 საათზე საზაფხული წრის ბინაზე (ვერის ხიდთან) სახლის მეპატრონთა საერთო კრება გაიმართებოდა შემდეგი დღის წესრიგით: 1. ნაფიცი ვექილის, ნ. ე. მზარეულოვის მოხსენება საქართველოს ქვეშევრდომობის საკითხთან დაკავშირებით და ქალაქის საბჭოს არჩევნები, 2. საარჩევნო კომისიის არჩევა და 3. მიმდინარე საქმეები.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სარგის კაკაბაძე გარეშეს წერილის „კიდევ ნაციონალიზაცია“ შესახებ წერს, რომ სახელმწიფოებრიობის და სწორად გაგებული ნაციონალიზმის ინტერესი მოითხოვდა, რომ მცოდნე და გამოცდილი არაქართველი იურისტები, რომლებიც შეისწავლიდნენ ქართულ ენას, დარჩენილიყვნენ საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. ეს მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ სასამართლო უწყებაში გამოცდილი იურისტები ცოტანი იყვნენ.

