რეგისტრირებული ფაქტები87097
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1841
ტიპი: თანამდებობა
1841-46 წლებში სვიმონ ივანეს ძე ჩარგეიშვილი სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869-73 წლებში დავით იოანეს ძე ბერეკაშვილი სოფ. კოკის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1838
ტიპი: თანამდებობა
1838 წელს ივანე ჩარგეიშვილი სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1800
ტიპი: თანამდებობა
1800 წელს ივანე ჩარგეიშვილი სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1866
ტიპი: გარდაცვალება
1866 წლის 10 ნოემბერს სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი გრიგოლ (გიორგი) ვასილის ძე რატიანი გარდაიცვალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 25 ნოემბერს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ამ ეკლესიის მღვდელმა მ. ტყემალაძემ გარდაცვლილი მსახიობის, ბარბარე ავალიშვილისა და სუფლიორ ნ. გალუსტოვის სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ნ. რ. ზავადსკი და ოლქის ინსპექტორი ალექსანდრე სლოვინსკი სარევიზიოდ ჩავიდნენ ქუთაისის სასწავლებლებში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ დეკემბერს ქართულ თეატრში უნდა გამართულიყო ქართული კონცერტი ფილიმონ ქორიძის ლოტბარობითა და 30-კაციანი ხოროს მონაწილეობით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამიერკავკასიის რკინიგზებზე ცირკულარით გამოცხადდა, რომ ნ. პ. ნესტოროვს ნება მიეცა საგზაო ბალიშებით ვაჭრობისა ბაქოს, თბილისისა და ბათუმის სადგურებზე მხოლოდ რკინიგზის მმართველობის მიერ განსაზღვრული პირობების დაცვით.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს, გაზეთ „კავკაზის" ცნობით, თბილისის გუბერნატორმა ინჟინერი ტიგრან ენფიანჯიანცი ქალაქის გამგეობის მეოთხე წევრის თანამდებობაზე დაამტკიცა.
1938
ტიპი: ღონისძიება
1938 წელს ია გიორგის ძე კარგარეთელს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1939
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1939 წელს ილია კაკაბაძე ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, მიხეილ ანტონოვი სოფელ ხეთის ფოსტის ზედამხედველი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 მაისის „დროების“ ცნობით, იოსებ პენჩინსკს თბილისის პედაგოგიური წრე სკოლისთვის გაწეული თავდაუზოგავი შრომის გამო გამოსათხოვარ ნადიმს გაუმართავდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 მაისს ლეჩხუმში ქაიხოსრო გელოვანის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სალიტერატურო საღამო უნდა გამართულიყო.

