საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80262

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 28 აპრილს, საღამოს 11 სთ-ზე ლაზარევის ქუჩაზე დაჭრეს ა. მიკირტუმოვი. ამის გამო დააპატიმრეს: ა. კიკნაძე, შ. თევდორაძე და მე-9 კომისარიატის მილიციელი გაბედავა. ამ უკანასკნელმა დანაშაული აღიარა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 აპრილს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ აღმოსავლეთ საქართველოს სახალხო სკოლების მე-3 რაიონის ინსპექტორს გაუგზავნეს ბელათის სკოლის ყოფილი მასწავლებლის პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილის თხოვნა ჯამაგირით დაკმაყოფილების შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 აპრილს თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ 24 მარტის NN195,194 და 265 მიწერილობის პასუხად აცნობეს, რომ საქართველოს რესპუბლიკის გარეთ ნამსახური წლების ჩათვლის საკითხი მოკლე დროში გადაწყდებოდა და შედეგს აცნობებდნენ გიმნაზიას.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 29 აპრილის „ერთობა“ იუწყება, რომ რაფიელ რამიშვილი დაინიშნა ბორჩალოს მაზრის მიწათმოქმედების მინისტრის საგანგებო რწმუნებულად.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წელს ოფიცრის ღირსებისთვის შეუფერებელი საქციელისა და სხვა დანაშაულისთვის ქართული ლეგიონის სარდალმა სამსახურიდან გარიცხა ამავე ლეგიონის კორნეტი სოხაძე.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 29 აპრილის გაზეთ „ერთობაში“ ბათუმის ქართველთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა მადლობას უხდის ნესტორ გლახუნის ძე სიხარულიძეს, რომელმაც საბჭოს ათასი მანეთი შესწირა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 30 აპრილს, 22 საათზე, გიმნაზიის ქუჩაზე მოკლეს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ თანამშრომელი გ. მ. პავლოვი. მკვლელობის მიზეზი უცნობია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, წევრები: ვ. წულაძე, ი. გიორგობიანი, ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი. სხდომას დ. კარიჭაშვილი თავმჯდომარეობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სამწიგნობრო სექციის თავმჯდომარის თ. კიკვაძის მოხსენება წიგნებისთვის საჭირო ქაღალდის უქონლობის შესახებ. თ. კიკვაძე თვლიდა, რომ საზოგადოების საარსებო წყაროს წიგნებით ვაჭრობა წარმოადგენდა და მისი უქონლობა კატასტროფას წარმოადგენდა. საჭირო იყო ქაღალდის შეძენა კონსტანტინოპოლში, სადაც იმყოფებოდა გამგეობის ყოფილი წევრი გრ. რცხილაძე, რომელიც იკისრებდა ამ დავალების შესრულებას. იმავე კვირაში კონსტანტინოპოლში მიემგზავრებოდა ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე, რომელიც შეძლებდა რცხილაძესთან წერილისა და თანხის ჩატანას. გამგეობამ დ. კარიჭაშვილსა და შ. დედაბრიშვილს ბანკებთან სესხის აღების შესახებ მოლაპარაკების დაწყება დაავალა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სამწიგნობრო სექციის თავმჯდომარე თ. კიკვაძის მოხსენება ავტორთა ჯილდოს ნორმის დაწესების შესახებ. გამგეობამ მიიღო ეს ნორმა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 აპრილს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის ცნობა, რომ ალექსი ბალარჯიშვილს ნამსახურევი წლები სახელმწიფო სამსახურად ჩაეთვლოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის მაისში გენერალ ილია ზაქარის ძე ოდიშელიძის განკარგულების თანახმად, ყველა ლაშქრის ოფიცერს და ჯარისკაცს სამსახურის გარეთ რაიმე სახის სასროლი იარაღის ტარება აეკრძალათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მაისში განათლების მინისტრის ამხანაგმა ნოე ცინცაძემ ხელი მოაწერა დადგენილებას პედაგოგიური მუზეუმისთვის ხაზინიდან 26 400 მანეთის გამოყოფაზე, რადგან მუზეუმს შეეძლო პედაგოგებს თანამედროვე მიღწევების გაცნობაში დაეხმარებოდა, რაც გავლენას მოახდენდა სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის მაისში სოფელ სვიმონეთში სახადით გარდაიცვალა პრივატდოცენტი დავით ალექსის ძე ყიფშიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მაისში საქმის მწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ არ არსებობდა დაწესებულება, სადაც ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა გამოცდებს ჩააბარებდა საშუალო სკოლებში ხატვის მასწავლებლის წოდების მისაღებად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მაისში შეიქმნა სამხედრო საბჭო, რომლის თავმჯდომარეც ნოე რამიშვილი იყო. საბჭოს ევალებოდა შეიარაღებული ძალების ინსპექტირება, ასევე დაექვემდებარა სამეურნეო კომიტეტი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო რეგულარული ჯარისა და გვარდიის მომარაგება, რაც მთლიანობაში მიზნად ისახავდა რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის დაახლოებასა და კოორდინაციას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისს, დღისით, მიხეილის ქუჩაზე სერაფიმა პემის ბინიდან 6300 მანეთის ღირებულების ვერცხლეულობა მოიპარეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 3 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს მთავრობასთან აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლად დაინიშნა ინჟინერი ვექილოვი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 მაისს რაჭის სამაზრო-საერობო გამგეობის წევრი მალაქია გობეჯიშვილი ონიდან პასუხობს განათლების სამინისტროს, რომ დაბალი საფეხურის სასწავლებელი ბავშვს უნდა აძლევდეს საზოგადო განათლებას, რადგან სპეციალური ცოდნის მიღება 7-10 წლის ბავშვისთვის შეუძლებელია. სწავლა 3 წელი უნდა გრძელდებოდეს პირველდაწყებით სკოლაში, ხოლო 4 წელი – უმაღლეს პირველდაწყებით სკოლაში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 მაისს რაჭის სამაზრო-საერობო გამგეობის წევრი მალაქია გობეჯიშვილი განათლების სამინისტროს აწვდის ცნობას, რომ მაზრის მცხოვრებთა საერთო რიცხვია 89987, სასკოლო ასაკის ყმაწვილების (ორივე სქესის) რიცხვი შეადგენს 8238-ს, სკოლაში არის 4536 ბავშვი, სკოლის გარეთ – 3702.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 მაისს რაჭის სამაზრო-საერობო გამგეობის წევრმა მალაქია გობეჯიშვილმა განათლების სამინისტოს აცნობა, რომ მაზრაში სამეურნეო-ტექნიკური სასწავლებელი არ იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაში მონაწილეობდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, კ. ქავთარაძე, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. გამგეობამ ანგარიში დაამტკიცა და გადასცა სარევიზიო კომისიას განსახილველად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ონოღიის სამკითხველოს გამგეობის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ სამკითხველოს 5 თუმნის წიგნები გაუგზავნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 მაისს თბილისის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ თბილისის უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარ გამგებელს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ აღნიშნული გიმნაზიის ხელსაქმის მასწავლებელ ალექსანდრა ბალტინგს ჰქონდა ექვსი გაკვეთილი და ამიტომ ხუთეული ჯილდო ეძლეოდა გაკვეთილების პროპორციის მიხედვით.