საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81940

1918

ტიპი: თანამდებობა

შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით, 1918-1921 წლებში იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციის ინსპექტორი და აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისის გენერალ-გუბერნატორი იყო.

1918

ტიპი: განათლება

ვახტანგ გურგენიძე 1918/19 სასწავლო წელს სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის მეორე განყოფილებაში სწავლობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ მიხეილის ძე სოსელია 1915 წელს დაარსებული დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებთი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე შალვა ქარუმიძის, ტიტე მარგველაშვილის, კოტე აფხაზის და სხვათა მიერ წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდებოდა გაზეთ „საქართველოში“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე კოტე აფხაზმა წაიკითხა მოხსენება ფინანსების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე ტიტე მარგველაშვილმა ვაჭრობა-მრეწველობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე შალვა ქარუმიძემ წაიკითხა მოხსენება სასოფლო მეურნეობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს გაიმართა საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის ორი კრება. დილის სხდომას გრიგოლ ვეშაპელი თავმჯდომარეობდა, საღამოს − ალექსანდრე ასათიანი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვარს წყალკურთხევის დღეს თელავში მკვლელობა მოხდა. გვარდიელი ფეიქრიშვილი თოფით შეიარაღებული შევიდა ალექსა ღონიაშვილის დუქანში და ესროლა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის წერილი „შთაბეჭდილებანი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პავლე დადვაძის წერილი „ფარსი“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის იანვრიდან ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი ქუთაისიდან თბილისის თეატრალურ დასში გადავიდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის იანვრიდან ვიქტორ გამყრელიძე ახალი სამსახურის გამო რეპეტიციებს ვეღარ ესწრებოდა და ქართული დრამატული საზოგადოების დასი დატოვა.

1909

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1909 წლის 27 ოქტომბრიდან ვასო აბაშიძე ავადმყოფობის გამო 1909-1910 წლების სეზონზე სპექტაკლებში აღარ მონაწილეობდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის იანვარში ელისაბედ ჩერქეზიშვილმა ოჯახური მდგომარეობის გამო ქართული დრამატული საზოგადოების დასი დატოვა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის დეკემბერში მარგარიტა ქილარჯიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის ნებართვით ქუთაისის დასში გადავიდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის დეკემბრის შემდეგ ალექსანდრა კარგარეთელმა ავადმყოფობის გამო ქართული დრამატული დასი დატოვა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ელენე დეკანოზიშვილის თხზულება „მოკვდა“.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის სექტემბერში პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის სექტემბერში ივანე გომართელი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრობის კანდიდატი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის ნოემბერში ალექსანდრე ჯაბადარმა ქვეყნიდან გამგზავრების გამო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 2 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრობაზე უარი თქვა თავმჯდომარის მოადგილემ, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის ლექსი „ზოგი ეტრფის პირბადრ მთვარეს, ...“.