რეგისტრირებული ფაქტები93155
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნინო ვასილის ასული აკოფაშვილის პირადი საქმის მიხედვით, მისი მისამართი იყო თბილისი, საშუალო სასწავლებლის კურსები.
1918
ტიპი: თანამდებობა
ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილი) ქუთაისის ქალთა მთავრობის გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად სამი წელი მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 ივნისს სიმონ ჯაფარიძეს განათლების მინისტრის ბრძანებით მიხაილოვის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ისტორიის სწავლების უფლება მისცეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 ივნისს სიმონ ჯაფარიძეს განათლების მინისტრის ბრძანებით თელავის ვაჟთა გიმნაზიაში რუსული ენის სწავლების უფლება მიენიჭა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 ივნისს ანტონ კაკტინს განათლების მინისტრის ბრძანებით მიეცა უფლება, ესწავლებინა ლატინური ენა გორის ქალთა გიმნაზიაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 ივნისს კალისტრატე ღიბრაძე განათლების მინისტრის ბრძანებით აცანის დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილების თავმჯდომარეს, გრიგოლ ელიავას წერილი გაუგზავნა და სთხოვა, ეცნობებინა, იღებდნენ თუ არა ხელფასს იმ ეტაპზე ბათუმის ქართული სკოლის პედაგოგები და რამდენს შეადგენდა თითოეულის წლიური ანაზღაურება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილების თავმჯდომარეს, გრიგოლ ელიავას წერილი გაუგზავნა და სთხოვა, ეცნობებინა, რა თანხა ჰქონდა განყოფილებას და სად ინახავდა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 19 ივნისს სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ვლადიმერ გობეჩია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წ. ქ. სამტრედიის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის გამგეობის მდივანმა ვ. მელქაძემ რედაქტორ კატო მიქელაძეს სთხოვა ამავე გამგეობის მიერ 1918 წლის 2-4 ივნისს მეომართა სასარგებლოდ გამართული „ფინჯანი ჩაის“ ანგარიშის განთავსება გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ უახლოეს ნომერში. „ფინჯანი ჩაის“ შემოწირულობა იმავე წლის 8 ივნისს გაეგზავნა სამხედრო სამინისტროს. შემომწირველები იყვნენ: კოტე კასრაძე, ელისო კალანდაძე, კლიმენტი გელეიშვილი, აკაკი კალაძე, სიმონ სპირიდონის ძე ქართველიშვილი, ვალიკო ხარებავა, დიმიტრი სტეფანიდი, მ. წერეთლისა („ფინჯან ჩაის“ გამგე), ერინი.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
ეროვნული საბჭოს უკანასკნელ სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა ნოე რამიშვილის კაბინეტს, რასაც უნდა მოჰყოლოდა ეროვნულ-დემოკრატ გიორგი ჟურულის გადადგომა თანამდებობიდან. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ფინანსთა მინისტრმა პარტიიდან გამოსვლა და მთავრობაში დარჩენა არჩია. ამგვარად, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას თავისი წარმომადგენელი აღარ ჰყავდა მთავრობაში.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 21 ივნისის წერილით შრომის სამინისტრომ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ბანკის მიერ გაცემული 1110 რუბლის ჩეკი N 249223 ჩინეთის მოქალაქე ლიუ-ტოიუს ეკუთვნოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს შრომის სამინისტრო სახელმწიფო ბანკს კვირის განმავლობაში მოქალაქე ლ. ვისნევსკიზე 1443.33 რუბლის გაცემას სთხოვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს შრომის სამინისტრო სახელმწიფო ბანკს მოქალაქე ს. ფილორეტოვისთვის №251017 ჩეკის შესაბამისად 1049.80 რუბლის გაცემას სთხოვდა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1818 წლის ივნისში ეროვნული საბჭოს უკანასკნელ სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა ნოე რამიშვილის კაბინეტს, რასაც ეროვნულ-დემოკრატ გიორგი ჟურულის თანამდებობიდან გადადგომა უნდა მოჰყოლოდა. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ფინანსთა მინისტრმა პარტიიდან გამოსვლა და მთავრობაში დარჩენა არჩია. ამგვარად, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას მთავრობაში თავისი წარმომადგენელი აღარ ჰყავდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდა ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბჭოს წევრის, ვლადიმერ გობეჩიას ხსოვნას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ალექსანდრე ახმეტელი გამოვიდა ინიციატივით, სახალხო გვარდიის შედგენის კანონპროექტის მეორე მუხლისთვის დაემატებინათ შემდეგი: „სახალხო გვარდიაში სამსახური სავალდებულოა იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც არ ირიცხებიან სამხედრო სამსახურში.“
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სვიმონ მდივანმა წარადგინა ინიციატივა, რომ სახალხო გვარდიაში მიიღონ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის მსურველები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სახალხო გვარდიის შედგენის კანონპროექტის ინიციატივებიდან სვიმონ მდივნის წინადადება დამტკიცდა.

