რეგისტრირებული ფაქტები87042
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1841
ტიპი: თანამდებობა
1841 წელს პეტრე ვასილის ძე კვინიკაძე სანახშირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1831
ტიპი: გარდაცვალება
1831 წლის 9 მარტს სამტრედიის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოანე რევიშვილი გარდაიცვალა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 მაისს ძმებ ზუბალაშვილების სახალხო სახლში გამართული წარმოდგენების „ქრისტინე“ და „ტიმოთეს ლეღვი“ ადმინისტრატორი იყო ა. გოჩიტაშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გ. ს. მიასნიკოვმა კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე თბილისიდან სიგარეტის გილზები წარადგინა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ბაქოს ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების მოხელე გიორგი კურცხალიას კოლეგიის რეგისტრატორის წოდება მიენიჭა.
1901
ტიპი: მფლობელობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით გენერალ-მაიორ ივანე საგინაშვილს, თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, წმ. სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენი უბოძეს.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851 წელს პეტრე ვასილის ძე კვინიკაძე სანახშირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1817
ტიპი: თანამდებობა
1817-49 წლებში გრიგოლ პავლეს ძე მაღლაკელიძე სანახშირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905-17 წლებში პორფილე იოანეს ძე კანდელაკი სამტრედიის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1849
ტიპი: გარდაცვალება
1849 წლის 13 სექტემბერს სანახშირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ პავლეს ძე მაღლაკელიძე გარდაიცვალა.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ვასილ პეტრეს ძე კვინიკაძე სანახშირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის 5 ოქტომბერს სამტრედიის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი ერმილე ლუკას ძე კანდელაკი გარდაიცვალა.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წელს ბოლოტოვი იყო როგორც სამეურნეო, ასევე პირუტყვების მფარველი საზოგადოების წევრი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს პ. ე. გვრიტიშვილმა კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე წარადგინა თავისი სახელოსნო ცხენის მოსაკაზმი სამკაულების და იარაღებისა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ძმებ ფილიპოსიანებს თბილისში გამართულ კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე აზერბაიჯანიდან გამოტანილი ჰქონდათ თავიანთი ქარხნის კანფეტებისა და შოკოლადების ნიმუშები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გამართულ ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომაზე განიხილეს ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი გვაზავა, რომელმაც მხარი დაუჭირა სომხეთის თვითგამორკვევას. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარემ, აკაკი ჩხენკელმა, საქმეთა მმართველმა მ. თუმანოვმა, მდივანმა გრიგოლ ვეშაპიძემ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გამართულ ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომაზე (თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი) განიხილეს ტერიტორიული საკითხები. სიტყვით გამოსულმა აკაკი ჩხენკელმა მონაწილეებს აცნობა ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის ახალ, განსაკუთრებულ უფლებამოსილებათა შესახებ. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა, საქმეთა მმართველმა მ. თუმანოვმა, მდივანმა გრიგოლ ვეშაპიძემ.

