რეგისტრირებული ფაქტები81813
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: მფლობელობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით შორაპნის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი, მილიციის პრაპორშჩიკი, თავადი სიმონ წერეთელი წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 ივნისს სახალხო სახლში გამართულ სპექტაკლში „და-ძმა“ მონაწილეობდნენ: იოსებ ელიოზოვი, შაქრო მიხეილის ძე საფაროვი, იოსებ გრიშაშვილი, დავით ალექსანდრეს ძე მიქელაძე, გრიგოლ ივანეს ძე შახნაზაროვი, ალექსი ქურდოვანიძე და სხვ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ინჟინერმა რაგოლერმა ქალაქის სალაროში შეიტანა 15 000 მან. პირველი საკონცესიო წლის ტრამვაის შემოსავლიდან.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის რეჟისორი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მომარაგების სამინისტრომ (მინისტრი გიორგი ერაძე) თბილისის გამგეობის სასურსათო განყოფილებას საზღვარგარეთ 2500 ფუთი შვეიცარიული ყველის გატანის ნება დართო. პირველ რიგში, 500 ფუთი ყველი კონსტანტინოპოლში (სტამბოლი) უნდა გაეტანათ, დანარჩენი 2000 ფუთი − იტალიაში. მოგების 40% სასურსათო განყოფილებას მომარაგების სამინისტროსთვის უნდა გადაეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 იანვარს გზათა სამინისტროში (მინისტრი ნოე ხომერიკი) გაიმართულ თათბირზე ნავთის ამოღების საკითხის დამუშავება სამთო სამმართველოს მიენდო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ (მინისტრი ნოე რამიშვილი) წინადადება მისცა ერობებს, ჯარში გაწვეულთა ღარიბ ოჯახებს 1000-დან 2000 მანეთამდე დახმარებოდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს მინდობოდა დამფუძნებელი კრებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შედგენილი დეკრეტის პროექტის წარდგენა საარჩევნო სიების გარანტიების შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის მოხსენების შემდეგ მთავრობამ დააკმაყოფილა ჩერეპანოვის შუამდგომლობა გვარის შეცვლის შესახებ და მას რიმნისთველის გვარის ტარების ნება დართო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის მოხსენება გასპაროვისთვის გვარის შეცვლის თაობაზე. მთავრობის დადგენილებით, გასპაროვს მესხელის გვარის ტარების უფლება მიეცა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო ახლად დაბეჭდილი ჟურნალ „ჯეჯილის“ ნომერი (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი), რომელშიც დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის, ნორა დიასამიძის, შიო მღვიმელის, ანასტასია წერეთლის ნაწარმოებები, ანასტასია თუმანიშვილის და ე. ხუნდაძის თარგმანები. ჟურნალი გაეგზავნებოდათ მხოლოდ იმ ხელმომწერებს, რომელთაც დამატებით 400 მანეთი ჰქონდათ გადახდილი.
1885
ტიპი: ნასამართლეობა
1885 წლის 28 ივნისის „დროების“ ცნობით, გალუსტოვისას მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯავახოვმა დედამისი დანაშაულის ჩადენაში წამქეზებლად დაასახელა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 27 ივნისის „დროების“ ცნობით, კირილე იანოვსკის სურდა ვაჟების სასწავლებლების პედაგოგების მოწვევა, რომ ფინანსური შემწეობის მიღების წესის შეცვლაზე ემსჯელათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 ივნისის „დროებაში“ გაბრიელ ეპისკოპოსის რუსეთის საეპარქიო კათედრაზე გადასვლის შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის ივნისში საქართველოს ეგზარხოსმა კირილე იანოვსკი კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების წინამძღოლად დანიშნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 27 ივნისის „დროების“ ცნობით, გალუსტოვისას მკვლელობაში ბრალდებულ დავით ჯავახოვს ციხეში სიკვდილით ემუქრებოდნენ, ამიტომ ცალკე საკანში გადაიყვანეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 ივნისის „დროების“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიიდან გამორიცხული სილვ. ჯიბლაძე დისციპლინურ ბატალიონში გაგზავნეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 ივნისის „დროების“ ცნობით, ს. გონჩაროვმა ყარსის მონახულების შემდეგ გადაწყვიტა, რომ დაეფუძნებინა 3 საგამოძიებო-მომრიგებელი სასამართლო.