საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 15 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ფრაგმენტები ანტონ ფურცელაძის მოთხრობიდან „მართა“.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს პაპანდოპულო მასწავლებლად მუშაობდა ახალქალაქში.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის მარტში ვაჟა-ფშაველა თბილისში მოემგზავრებოდა და გზად ტოლათსოფელში გაათია ღამე ვასილ კოპტონაშვილთან.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ კოპტონაშვილის წერილი „ყეენობა ჯავახეთში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „ხარხარი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ოთხმოქმედებიანი პიესის „რეაქცია“ მე-4 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის ლექსი „მწარედ ვიცინი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის მოთხრობა „სუმბული“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე არჩილის ძე ჭიჭინაძის ლექსი „ცრემლი მერევა, გული მიკვნესის“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბარბარე ისაკის ასულ ხოსიტაშვილის ლექსი „უდაბნოთ“.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ბებურ გურგენის ძე ბებურიშვილი ოზურგეთის ქალაქისთავი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოტე მესხის წერილი „პირველი კომიტეტი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის სტატიის „მშვენიერება“ (სერგეი მაკოვსკის წერილიდან) მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ვერა გ. მამულოვმა დავრდომილ მსახიობთა სასარგებლოდ დაარსებულ ფონდს 200 მანეთი შესწირა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის წერილი „ბებურ გურგენის ძე ბებურიშვილი“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 7 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული ქრისტეფორე მამაცაშვილის კორესპონდენცია „გორიდან“ ეხება გორსა და მიმდებარე სოფლებში სეტყვით განადგურებულ მოსავალსა და მისგან გამოწვეული ზარალს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილი „კიდევ პროვინციულ წარმოდგენებზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის მეთაური წერილი „ნუ ვიქნებით კარჩაკეტილნი“.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქალაქის გამგეობის საქმისმწარმოებელმა ვეიმანმა უარი თქვა შემნახველ-გამსესხებელი კასის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეობაზე, ამიტომ რევიზია შეჩერდა.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის ივნისში სომხური დრამატული საზოგადოების გამგეობამ ახალი წევრი – ვ. გ. მამულოვი აირჩია.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის ივნისში ოზურგეთის ქალაქისთავი ბებურ გურგენის ძე ბებურიშვილი გარდაიცვალა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლიდან გეურქ ფირუმიანი ქართულ სახალხო წარმოდგენებში მონაწილეობდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 22 ივნისს სახალხო სახლში გეურქ ფირუმიანის სცენაზე მოღვაწეობის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი წარმოდგენა გაიმართა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ცენტრალური ბიბლიოთეკის პატრონმა თამარ შაპოვალოვამ თბილისის ქალაქის გამგეობას წინადადებით მიმართა, ბიბლიოთეკისთვის წიგნები შეეძინათ.