საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 29 ივნისის „დროების“ ცნობით, იოსებ ქავთარაძე თაღლითურად ვაჭრობდა, რის გამოც მომხმარებელმა კვალიაშვილმა უჩივლა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 26 ივნისს ანდრიას ავაქიანცის სახლში ცეცხლი გაჩნდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 ივნისის „დროების“ ცნობით, დ. გაბაშვილი მოცეკვავე იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში დ. გაბაშვილი ჩეჩნურს ხანჯლებით შეასრულებდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში ი. იმნაძე და ზ. სარაგაძე კინტაურს შეასრულებენ.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 ივნისის „დროების“ ცნობით, ი. იმნაძე მოცეკვავე იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 ივნისის „დროების“ ცნობით, ს. იოსებაშვილი მოცეკვავე იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 ივნისის „დროების“ ცნობით, ი. ცამციაშვილი მოცეკვავე იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 ივნისის „დროების“ ცნობით, ზ. რჩეულიშვილი მოცეკვავე იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში ზ. რჩეულიშვილი, ს. იოსებაშვილი და ი. ცამციაშვილი ლეკურს შეასრულებენ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში ზ. სარაგაძე სომხური ნაწარმოებებიდან სცენებს წაიკითხავდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 ივნისის „დროებაში“ ანა თუმანიშვილის ნათარგმნი მოთხრობა „მამის მსხვერპლი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში არტემ ახნაზაროვი ლექსებს წაიკითხავდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 ივლისის „დროების“ ცნობით, ბ. ფურერმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 106.20 მანეთი შესწირა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს ივანე მაჩაბელმა თბილისის პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1854

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივანე მაჩაბელი 1854 წლის 27 იანვარს თამარშენში დაიბადა.

1871

ტიპი: განათლება

1871 წელს ივანე მაჩაბელმა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის ივნისში ალექსანდრე წუწუნავა და კონსტანტინე ფოცხვერაშვილი რუს მსახიობებთან ერთად დასავლეთ საქართველოში გასტროლებზე წავიდნენ.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის ივნისში ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 27 ივნისს ჭიათურაში დრამატულმა საზოგადოებამ ვალერიან გუნიას მონაწილეობით სპექტაკლი „ღალატი“ წარმოადგინა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი „დაბა-სოფლები“.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 26 ივნისს ივანე მაჩაბელი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივლისს ხონში, წარმოდგენების სეზონის გახსნაზე, სათეატრო გამგეობის სახელით სიტყვა წარმოთქვა პოლიევქტო კიკალიშვილმა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „ივანე მაჩაბლის ხსოვნას“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პავლე თევდორეს ძე დადვაძის წერილი „მოღვაწენი“.