რეგისტრირებული ფაქტები89112
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ თამარ და ელენე ნიორაძეები, ნინო (ცოუტია), ლევან და ნადია ერქომაიშვილები, ქრისტინე მიხეილის ასული და მარიამ ხაბის ასული ცომაიები ნათესავებს აუწყებენ სილოვან ნიკოლოზის ძე ერქომაიშვილის გარდაცვალებას.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მიხედვით, ბ. გოგიჩაიშვილი ჭიჭიკო რუხაძის გერი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 5 დეკემბრის N61 ბრძანებით, ტყიბულის მაღაროების საანგარიშო ნაწილის სარევიზიოდ და საქმის მდგომარეობის გამოსარკვევად დაინიშნა კომისია პოლკოვნიკ შაიშმელაშვილის თავმჯდომარეობით და სამი წევრის – სამთო ინჟინერ ჯორჯაძის, ტექნიკოს მეფარიშვილისა და ტექნიკური მოანგარიშის, ვილვალინცის – მონაწილეობით.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 5 დეკემბერს თბილისის ვაჟთა მეორე კომერციული სასწავლებლის პედაგოგი კლემენსი ემანუელის ძე ბადერი გარდაიცვალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 დეკემბერს ინგლისელ მენაღმეთა ესკადრის ხელმძღვანელი იმყოფებოდა ბათუმში, სადაც მან მადლობა გადაუხადა დ. თოფურიძეს იმ წესრიგის გამო, რაც მათ ქალაქებში დახვდათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
გენერალი აბელ მაყაშვილი ახალქალაქიდან დეპეშით ატყობინებს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძეს, რომ 1918 წლის 5 დეკემბერს დილის 10 საათზე, მათმა ჯარმა დაიკავა ახალქალაქი, რასაც მოსახლეობა დიდი სიხარულით შეხვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბერს ხაშურში მცხოვრებმა რკინიგზის მუშამ, წაბლიძემ შრომის სამინისტროს მისწერა, რომ ჯამაგირის დაგვიანების გამო მუშებში დიდი მღელვარება იყო და დაუოვნებლივ მოითხოვა პასუხი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით შვილები: კოწია, ნადეჟდა, ნინო, ალექსანდრა, თამარი, მარუსია და ვერა ადანიები, სიძეები: გიორგი ჩხეიძე და ივანე კაპანაძე აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს პაშა კონსტანტინეს ასული ჩიქოვანი-ადანაიას გარდაცვალებას. დაკრძალვა გაიმართებოდა 6 დეკემბერს ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე ნაძალადევის თეატრში სერგო ჟორჟოლიანმა ჩაატარა ეკონომიკის ლექცია, ხოლო კ. ქავთარაძემ ისტორიის ლექცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში ფოსტა-ტელეგრაფის ყრილობაზე ერთმა მომხსენებელმა გაიხსენა ფოსტა-ტელეგრაფის ყოფილი მინისტრის (1917 წ.), ირაკლი წერეთლის სიტყვები ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთა მნიშვნელობასა და დაფასებაზე. ასევე მან აღნიშნა, რომ იმჟამად წერეთელი პარლამენტის წევრი იყო და სამწუხაროდ, აღარ ახსოვდა ისინი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, ქართულ ტექნიკურ საზოგადოებაში ინჟინერმა ბესარიონ ჭიჭინაძემ წაიკითხა მოხსენება „ახალი სენაკი-ზუგდიდის გზა“. მონაწილეობა მიიღეს და დაწვრილებით განიხილეს ეს პროექტი ინჟინრებმა: ეპიფანე ალშიბაიამ, ვასილ კაკაბაძემ, მ. კრანციმ, ისიდორე სტურუამ, პეტრე მამრაძემ და სხვებმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბერს პროგიმნაზიის გამგებელმა ილია ფერაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, 1918 წლის 30 ნოემბრის კრებაზე ოზურგეთის კლასიკური (ყოფილი საეპარქიო) პროგიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სასწავლებელში ეროვნული საგნების საფუძვლიანად სწავლების მსჯელობის შესახებ. პედაგოგიურმა საბჭომ პროგიმნაზიის მასწავლებლად ქართულ საგნებსა და მასთან შეერთებულ საგნებშიც ერთხმად აირჩია თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი, მღვდელი სოლომონ ანდღულაძე. ხელს აწერენ პროგიმნაზიის გამგებელი ილია ფერაძე და პროგიმნაზიის საქმისმწარმოებლის აღმასრულებელი მდივანი ი. ღლონტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბერს ოზურგეთის პროგიმნაზიის გამგებელმა ილია ფერაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ სოლომონ ანდღულაძე გასულ წლებში პროგიმნაზიაში ლათინურ ენას ასწავლიდა. 1918 წელს კი მეოთხეში ასწავლიდა მსოფლიო ისტორიას. ხელს აწერენ პროგიმნაზიის გამგებელი ილია ფერაძე და პროგიმნაზიის საქმისმწარმოებლის აღმასრულებელი მდივანი ი. ღლონტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბერს ოზურგეთის პროგიმნაზიის გამგებელმა ილია ფერაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ 1893 წლიდან სოლომონ ანდღულაძე მასწავლებლად მსახურობდა. ის მცოდნე და განვითარებულ ადამიანად ითვლებოდა. ხელს აწერენ პროგიმნაზიის გამგებელი ილია ფერაძე და პროგიმნაზიის საქმისმწარმოებლის აღმასრულებელი მდივანი ი. ღლონტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბერს ოზურგეთის პროგიმნაზიის გამგებელმა ილია ფერაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ სოლომონ ანდღულაძე ბოლოს მსახურებდა ქართული საგნების მასწავლებლად უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში. 1918 წლის 30 ნოემბერს უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიურმა საბჭომ მე-3 რაიონის ინსპექტორის წინაშე მისი შტატის მასწავლებლად დამტკიცების შესახებ შუამდგომლობა აღძრა. ანდღულაძეს როგორც თავისი განათლების ცენზის, ისე მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების მიხედვით, მასწავლებლობის უფლება ჰქონდა. ხელს აწერენ პროგიმნაზიის გამგებელი ილია ფერაძე და პროგიმნაზიის საქმისმწარმოებლის აღმასრულებელი მდივანი ი. ღლონტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბერს ოზურგეთის პროგიმნაზიის გამგებელმა ილია ფერაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ მღვდელი სოლომონ ანდღულაძე თავისი დინჯი და აუჩქარებელი ხასიათით მოსწავლეებზე კარგ გავლენას ახდენდა. ქართული ენა და ლიტერატურა ზედმიწევნით კარგად იციოდა და იყო ბეჯითი. ხელს აწერენ პროგიმნაზიის გამგებელი ილია ფერაძე და პროგიმნაზიის საქმისმწარმოებლის აღმასრულებელი მდივანი ი. ღლონტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბერს ოზურგეთის პროგიმნაზიის გამგებელმა ილია ფერაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ 1918 წლის პირველი დეკემბრიდან სასულიერო სემინარიის სტუდენტი, მღვდელი სოლომონ ანდღულაძე პროგიმნაზიის ქართული საგნების შტატის მასწავლებლად დაემტკიცებინათ. ხელს აწერენ პროგიმნაზიის გამგებელი ილია ფერაძე და პროგიმნაზიის საქმისმწარმოებლის აღმასრულებელი მდივანი ი. ღლონტი.

