საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87012

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გიორგი იესეს ძე ლომჯარია, ნანო იულოს ასული მჟავანაძე, ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი, გერასიმე ჩითანის ძე რამიშვილი და ირაკლი ივანეს ძე სალუქვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრები იყვნენ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს იესე მაქსიმეს ძე გოგოლიშვილი, იოსებ ბეჟანის ძე გორგოშიძე, ყარამან და ფარნაოზ მიხეილის ძე გორდელაძეები, ერასტი დავითის ძე გორდელაძე, ანეტა ასალოს ასული გორდელაძე და ვარლამ დიმიტრის ძე გორდელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრები იყვნენ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სამსონ და ზაალ კონსტანტინეს ძე თაყაიშვილები, ვლადიმერ ვახუშტის ძე თოიძე, სილოვან ნიკოლოზის ძე თოიძე და ანტონ ეგნატეს ძე კონტრიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრები იყვნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების რწმუნებული ერასტი დავითის ძე გორდელაძე მთავარ გამგეობას ოსმალეთის ჯარის შემოსევის შედეგად სრულად განადგურებული სამკითხველოს აღსადგენად დახმარებას სთხოვს.

1919

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს მაზრების გენერალ-გუბერნატორის ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძის განკარგულებით, სენსაციური ცნობების გამოქვეყნების გამო გაზეთი „Новости дня“ დაიხურა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის 11 მაისს დანიშნული კრების გადადების საკითხი, რადგანაც ვერ მოესწრებოდა წლიური ანგარიშის განხილვა. გამგეობამ შეუძლებლად სცნო კრების გადადება, რადგან ის წესდების ძალით თავის დროზე იყო გამოცხადებული და პროვინციებიდან რწმუნებულები ჩამოდიოდნენ. გამგეობამ ჩათვალა, რომ ანგარიშის განხილვა შეუმოწმებლად შეიძლებოდა და საჭოროებას წარმოადგენდა საზოგადოების სამოქმედო გეგმისა და მთავრობისგან სუბსიდიის გამოთხოვის საკითხების განხილვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ზოგიერთ წიგნზე ფასების მომატებასთან დაკავშირებით. გამგეობამ მიანდო სამწიგნობრო სექციას, მოემატებინა წიგნებზე ფასები, არა უმეტეს 100%-ისა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იმ სტიპენდიატების საკითხი განიხილეს, რომლებიც არსებული წესების მიუხედავად სასტიპენდიო ვალს უკან არ აბრუნებდნენ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მიმართვა გაზეთებში ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოცხადდა. თუ ისინი არ გამოეხმაურებოდნენ ამ განცხადებას, მათი გვარი და სახელი პრესაში დაიბეჭდებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 მაისს ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს განმარტება მოსთხოვა იმის თაობაზე თუ რატომ იყო დროებითი დებულებით გაუქმებული 1919 წლის 3 ივლისის კანონი, რომლითაც ალექსანდრა მიხეილის ასული ბალტინგი ხელმძღვანელობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ხელსაქმის მასწავლებელს ალექსანდრა მიხეილის ასულ ბალტინგს კვირაში ექვსი გაკვეთილი ჰქონდა. ზოგადად, მასწავლებლებს ხუთეული ჯილდო გაკვეთილების რაოდენობის მიხედვით ეძლეოდათ და ვინაიდან, სრული ხუთეულისთვის 12 შტატგარეშე გაკვეთილი იყო საჭირო, ბალტინგს ექვსი გაკვეთილისთვის ნახევარი ხუთეული ჯილდო ეკუთვნოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 მაისს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორ გრიგოლ ლორთქიფანიძეს გაუგზავნა წერილი პასუხად მათი მონაწერისა,რომელშიც განათლების სამინისტრო იუწყება, რომ აღნიშნული გიმნაზიის ხელსაქმის მასწავლებელ ალექსანდრა მიხეილის ასულ ბალტინგს ხუთეული ჯილდო უნდა მისცემოდა გაკვეთილების რიცხვის პარალელურად.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 მაისს თბილისში, კახეთის N10-ში მცხოვრებმა მიქალაქე ნიკოლოზ მიხეილის ძე ივანიძემ თხოვნით მიმართა განათლების მინისტრს, სამინისტროსთვის გადაცემული კადეტთა კორპუსის კუთვნ. თავისუფალი ადგილი (ვაკეზე) გადასცენ 15-წლიანი იჯარით მეურნეობის საწარმოებლად.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 9 მაისს კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა, სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელმა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზათა სასწავლო განყოფილების გამგეს მისწერა, რომ 1905 წლიდან მუშაობდა სახალხო განათლების სარბიელზე და გავლილი ჰქონდა სახალხო სკოლების ყველა საფეხური. იგი დაბლიდან უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში გადარიცხეს მაშინ, როცა ორკლასიანი სასწავლებელი გარდაქმნეს უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 9 მაისს კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა, სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელმა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზათა სასწავლო განყოფილების გამგეს მისწერა, რომ გასულ წელს შუამდგომლობა სთხოვა რკინიგზის სასწავლო კომიტეტს, რათა მასწავლებლად დაემტკიცებინათ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 9 მაისს სოფ. კორბოულის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი ვლადიმერ მალაქიას ძე მაჭარაშვილი გარდაიცვალა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 მაისს გამგეობის წევრმა მალაქია გობეჯიშვილმა განათლების სამინისტროს ონიდან მისწერა, რომ რაჭის მაზრაში 4 უმაღლესი პირველდაწყებითი და 61 პირველდაწყებითი სკოლა იყო, სადაც 124 მასწავლებელი მუშაობდა. წერილს ხელმოწერით ადასტურებს მეტრეველი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 მაისს რაჭის სამაზრო გამგეობის წევრმა მაქსიმე გობეჯიშვილმა ონიდან განათლების სამინისტროს მისწერა, რომ აუცილებელია სკოლების გახსნა მაზრის სოფლებში, ესენია: ბაჯისხევი, ჩორდი, ჟაშვა, ჭალა, სევა, ურავი, ხიმში, ფუტიეთი. ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ა. მეტრეველი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 მაისს რაჭის სამაზრო გამგეობის წევრი მალაქია გობეჯიშვილი ონიდან სწერს განათლების სამინისტროს, რომ აუცილებელია სკოლების გახსნა მაზრის შემდეგ სოფლებში: ლიხეთი, მაჟიეთი, ღარი, შეუბანი, ზემო ბარი, ხარისთვალი, სამთისი. ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ა. მეტრეველი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 მაისს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მითაიშვილმა (მდივანი ი. ხონელიძე) განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს აცნობა, რომ პარტახტიანი სახადი ძლიერდებოდა, რადგან სკოლა სენის გაძლიერების ერთგვარი კერა იყო, ცაგერის სკოლებში 9 მაისიდან სწავლა დროებით შეწყდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. გ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ი. ვართაგავა, შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი. სხდომას დ. კარიჭაშვილი თავმჯდომარეობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წერაქვის სკოლის მასწავლებელის, მარიამ ღიბრაძის თხოვნა, წერაქვში შექმნილი საერთო მდგომარეობის გამო საზოგადოების რომელიმე სკოლაში თავისუფალ ადგილზე დაენიშნათ. გამგეობის ცნობით, თავისუფალი ადგილი იყო ბორჩალოს სკოლაში, სადაც იანვრიდან სწავლა არ წარმოებდა პედაგოგ აბდუშელიშვილის ავადმყოფობის გამო. გამგეობის გადაწყვეტილებით, მარიამ ღიბრაძე უნდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან და მიეცათ მისთვის სალიკვიდაციო ერთი თვის ჯამაგირი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლიხაურის განყოფილების შუამდგომლობა ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წიგნებითა და ფულით დახმარების შესახებ. გამგეობის ცნობით, ბიბლიოთეკა ოსმალოებმა გაანადგურეს. საზოგადოებამ დაადგინა, სამკითხველოს 500 მანეთის წიგნებით დახმარებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა დიმიტრი უზნაძის წინადადება, რომ საზოგადოებამ შეიძინოს მისგან საშუალო სკოლების სახელმძღვანელო „ახალი ისტორიის სახელმძღვანელო XVIII-XIX საუკუნეებიდან“ 5000 ცალი და გამოსცეს შემდეგი წიგნები: „ძველი აღმოსავლეთი“ (მე-3 გამოცემა), „ძველი საბერძნეთი“ (მე-2 გამოცემა), ძველი რომი“ (1-ლი გამოცემა), „საშუალო ისტორია“ (1-ლი გამოცემა). გამგეობამ პრინციპულად მისაღებად მიიჩნია დ. უზნაძის წინადადება და მიღებული წესების თანახმად, წინასწარ განსახილველად გადაუგზავნა სათანადო კომისიას და გადაწყვიტა, გაემართა ავტორთან მოლაპარაკება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სამწერლობო სექციის დადგენილება რუსული ენიდან სათარგმნი მასალების შესახებ.