საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81414

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, განათლების მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება სასწავლო კომიტეტის დაარსების შესახებ დროებითი ინსტრუქციებითურთ მიეღოთ და გადაეცათ დამფუძნებელი კრებისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობამ (თავმჯდომარე ნოე ჟორდანია) ბოლო სხდომაზე დაადგინა, რომ თბილისში დაარსებულიყო საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა. გალერეის დებულება და შტატები უნდა მიეღოთ და გადაეცათ დამფუძნებელი კრებისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 თებერვალს სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ჟიულ მასნეს ოპერის „ტაისის“ პრემიერა. ათანაელის როლს ახალგაზრდა მომღერალი ალექსანდრე ინაშვილი შეასრულებდა, ტაისის როლს − ამალია ვოლ-ლევიცკაია.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 31 ივლისს მარკ როზენტალმა ტიციან ტაბიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ გაზეთ „ლიტერატურული მომოხილვის“ ერთ-ერთი უახლოესი ნომერი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ მიეძღვნებოდა და სთხოვა, მას და სხვა ქართველ პოეტებს დაეწერათ რეცენზიები პოემის რუსული თარგმანის შესახებ.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს პაოლო იაშვილმა შალვა სოსლანს მისწერა, რომ ბორის პასტერნაკმა საქართველოში ბევრი ახალი ლექსი დაწერა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს პაოლო იაშვილმა შალვა სოსლანს მისწერა, რომ დეკემბერში ახალი კრებულის გამოცემას აპირებდა, რომელშიც მისი ასი გამოუქვეყნებელი ლექსი შევიდოდა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს პაოლო იაშვილმა შალვა სოსლანს მისწერა, რომ თბილისში დაბრუნებულს მისი წერილი დახვდა, რომელიც ბორის პასტერნაკსაც წაუკითხა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 13 აგვისტოს შალვა აფხაიძემ სერგო კლდიაშვილს სიმონეთში მისწერა, რომ სახელგამისგან მისი წიგნების დარჩენილი ეგზემპლარები გამოისყიდა, რომ დავალიანების გამო ტირაჟი არ ჩამოერთმიათ.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 13 აგვისტოს შალვა აფხაიძემ სერგო კლდიაშვილს სიმონეთში მისწერა, რომ აკაკის ხორავას შვილი გარდაცვლია.

2023

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 13 აგვისტოს შალვა აფხაიძემ სერგო კლდიაშვილს სიმონეთში მისწერა, რომ სახელგამი მისთვის ჰონორარის გადახდას არ აპირებდა, რადგან მამამისს, დავით კლდიაშვილს, რამდენიმე წლის წინ ავანსად 4000 მანეთი აუღია.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 16 ივლისს სერგო კლდიაშვილმა შალვა აფხაიძეს სიმონეთიდან მისწერა, რომ აკაკი ვასაძისთვის შეპირებული რეცენზია დაასრულა და უახლოეს დღეებში გადაუგზავნიდა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 16 ივლისს სერგო კლდიაშვილმა შალვა აფხაიძეს სიმონეთიდან მისწერა და სთხოვა, დაეყოლიებინა სტეფან კაიტანჯიანი, მისი კუთვნილი ჰონორარი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადამდე გადაეხადა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 16 ივლისს სერგო კლდიაშვილმა შალვა აფხაიძეს სიმონეთიდან მისწერა და სთხოვა, მისულიყო სახელგამში და მისი სახელით მოეკითხა უკრაინული თარგმანისთვის კუთვნილი ჰონორარი; ასევე გადაეცა ნიკოლო მიწიშვილისთვის, რომ ანაზღაურება ოთხი პოლიგრაფიული თაბახის საფუძველზე დაანგარიშებულიყო.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1831 წელს სერგო კლდიაშვილმა ალიო მირცხულავას წერილით სთხოვა, მარჯანიშვილის თეატრის დირექციასთან ეშუამდგომლა, რომ დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ დადგმისთვის გათვალისწინებული ჰონორარის ნაწილი მისი ძმის, გიორგი კლდიაშვილისთვის გადაეხადათ.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1831 წელს სერგო კლდიაშვილმა ალიო მირცხულავას მისწერა, რომ მარჯანიშვილის თეატრის დირექცია მის და-ძმას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამემკვიდრეო ჰონორარის გადახდას უგვიანებდა, რომელიც მათ დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ დადგმისთვის ერგებოდათ.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 29 ივნისს ვალერიან გაფრინდაშვილმა შალვა რადიანს მისწერა, რომ მიიღო მისთვის გაგზავნილი ჟურნალები და შეეცდებოდა, მითითებული მასალები უმოკლეს დროში ეთარგმნა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 ივნისს გიორგი ლეონიძემ შალვა რადიანს მისწერა, რომ ლიტერატურის მუზეუმს მწერლების კუთვნილი მემორიალური ნივთების შესყიდვის იურიდიული უფლება არ ჰქონდა, შესაბამისად, ვაჟა-ფშაველას ნივთების შეგროვება-შესყიდვაზე მწერალთა ფედერაციას უნდა ეზრუნა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის სექტემბრის დამლევს ილარიონ გიორგაძე დაატუსაღეს. ნოე ხომერიკმა ნოე ჟორდანიას საზღვარგარეთ მისწერა ამის შესახებ, აცნობა, რომ გიორგაძე ჩეკაში საშინლად აწამეს. ილარიონ გიორგაძე ჩეკადან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვიდა, რითაც გამოააშკარავა ხომერიკის ყალბი ინფორმაცია და მენშევიკებს ზურგი საბოლოოდ შეაქცია.

1878

ტიპი: ნასამართლეობა

1878 წლის 28 იანვრის „დროების“ ცნობით, ტატო წულუკიძემ სურამელი ვაჭარი გაძარცვა და დაჭრა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 27 იანვრის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „თამადა და ტოლუმბაში“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 იანვრის „დროების“ ცნობით, ექვთიმე ხელაძის სტამბაში ქართული წიგნი „სალამური“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 იანვრის „დროების“ ცნობით, ქალაქის გამგეობამ ორშაბათის სხდომაზე განიხილა გრიგოლ არწრუნის წინადადება სკოლების ღამის დარაჯთა წახალისების შესახებ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 იანვრის „დროების“ ცნობით, ქალაქის გამგეობამ ორშაბათის სხდომაზე განიხილა გრიგოლ არწრუნის წინადადება ქალაქის ცნობების რომელიმე გაზეთში დაბეჭდვის შესახებ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 იანვრის „დროების“ ცნობით, ნ. ახვლედიანი ალექსანდრეპოლი-ყარსის გზის შესახებ ცუდ ცნობებს იწერებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 იანვრის „დროების“ ცნობით, მ. როტინიანცი ქართულ-ფრანგული ლექსიკონის მესამედ დაბეჭდვას აპირებდა.