რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს სიმონ ალმასხანის ძე ნემსაძე ჩუნეშის წმ. სტეფანეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ივნისში ალექსანდრე გუგუშვილი ბათუმის დრამატული საზოგადოების დასის რეჟისორის მოადგილის თანამდებობაზე მიიწვიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ივნისში მარგარიტა ქილარჯიშვილი, ნინო გამრეკელი-თორელი, ელენე ციმაკურიძე და ა. ჩარკვიანი ბათუმის დრამატული საზოგადოების დასში მსახიობებად მიიწვიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ბათუმის დრამატულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, მომავალი სეზონისთვის საკუთარი დასი ჩამოეყალიბებინა. მსახიობების შესარჩევად გამგეობის თავმჯდომარე ივანე მესხი თბილისში ჩავიდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელმა ყრილობამ კიტა აბაშიძის მოხსენების „რეცენზია და თეატრალური კრიტიკა“ განხილვის შემდეგ დაადგინა, სპექტაკლებისა და პიესების კრიტიკა და რეცენზიები სპეციალისტებს, თეატრის კრიტიკოსებს, დაეწერათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელმა ყრილობამ არჩილ ავალიშვილის მოხსენების „ქართული ენა ქართულს თეატრში“ განხილვის შემდეგ დაადგინა, სცენაზე მოღვაწე მსახიობებს, რომელთაც გამართული ქართულით საუბარი უჭირდათ, გამოესწორებინათ შეცდომები, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებდნენ შენიშვნებსა და დაჯარიმდებოდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აგვისტოში კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი და მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე ბათუმიდან თბილისში დაბრუნდნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელმა ყრილობამ არჩილ ავალიშვილის მოხსენების „ქართული ენა ქართულს თეატრში“ განხილვის შემდეგ დაადგინა, მსახიობებს სცენაზე გამოსვლამდე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ჩაებარებინათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 13 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-6 დღეს, განიხილეს მსახიობთა წლიურად მოწვევის საკითხი, რომელსაც მხარს უჭერდა ალექსანდრე წუწუნავა. ყრილობამ წინადადება მოიწონა და მსახიობებისთვის წლიურად ორთვიანი შვებულებაც დააწესა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 აგვისტოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმსრულებელი ივანე სვეჩინი გორის მაზრიდან თბილისში დაბრუნდა.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წლის 28 აგვისტოს საღამოს 5 საათზე კავკასიის სამეურნეო გამოფენის მოედანზე ვიქტორ გეევსკი უეცრად ცუდად გახდა. სასწრაფოდ ეტლში ჩასვეს და სახლისკენ წაიყვანეს, მაგრამ გზაში გარდაიცვალა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ქალაქის საიუბილეო დღესასწაულებზე ქუჩების განათება და მორთვა ქალაქის გამგეობამ და განსაკუთრებულმა კომისიამ ფრანც ნოვაკს დაავალა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობას, მე-7 დღეს, აკაკი ფაღავამ წარუდგინა განსაკუთრებული კომისიის მიერ შემუშავებული საკითხები „ამპლუაზე“.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 აგვისტოს თბილისში შემოსულ ქართულ ლეგიონს შეხვდა კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი, რომელმაც მისალმების შემდეგ პოლკი წინ გაატარა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ა. ჩარკვიანი, ანა კავთელი, ვ. მარგველაშვილი და სხვ. მოძრავი დასის ამხანაგობის წევრები იყვნენ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამიერკავკასიაში გამოგზავნა ვეტერინარი ჟუკოვსკი საქონლის ჭირის წინააღმდეგ ზომების მისაღებად და ს. ზურნაბადში (განჯის გუბერნია) ჭირთან საბრძოლო სადგურის მოსაწყობად.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, პიატროვსკიმ სინოდალნის ქარხნის თანხა მოიპარა და გაიქცა.