რეგისტრირებული ფაქტები86984
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1870
ტიპი: თანამდებობა
1870-95 წლებში მოსე ივანეს ძე ჯუღელი ჩხარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1850
ტიპი: თანამდებობა
1850-88 წლებში ანთიმოზ პეტრეს ძე ვერულაშვილი ჩხარის მაცხოვრის აღდგომის (ოქონის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1829
ტიპი: თანამდებობა
1829 წელს სპირიდონ დავითის ძე იშხნელი ჩხარის მაცხოვრის აღდგომის (ოქონის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1842
ტიპი: თანამდებობა
1842 წელს სერაპიონ დავითის ძე იშხნელი ჩხარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895-1900 წლებში იოანე პავლეს ძე მეფარიძე ჩხარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1819
ტიპი: თანამდებობა
1819-57 წლებში ბესარიონ ნიკოლოზის ძე იშხნელი ჩხარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წელს მოსე ივანეს ძე ჯუღელი ჩხარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1843
ტიპი: გარდაცვალება
1843 წლის 15 დეკემბერს ჩხარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ოქროპირ გიორგის ძე ბუცხრიკიძე გარდაიცვალა.
1868
ტიპი: გარდაცვალება
1868 წლის 10 თებერვალს ჩხარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ნიკოლოზის ძე იშხნელი გარდაიცვალა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906-17 წლებში იასონ სპირიდონის ძე აბესაძე ჩხარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ალექსანდრე ბაქრაძემ გიორგი კვიჟინაძესა და კოლა თაქთაქიშვილთან ერთად კვიჟინაძის სახლში, ვერაზე, პიესა „კაპიშონი“ დადგა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ალექსანდრე ბაქრაძის მიერ შექმნილმა თეატრალურმა ამხანაგობამ წყნეთის ქუჩაზე ერთ-ერთი სახლი დაასუფთავა და სანაცვლოდ მეპატრონემ იქ რამდენიმე წარმოდგენის გამართვის უფლება მისცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს კოლა თაქთაქიშვილის ეზოში გამართულ წარმოდგენაში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ მონაწილეობდა მისი მეზობელი ლექსო ენუქიძე, რომელმაც არტემ ივანიჩის როლი შეასრულა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ალექსანდრე ბაქრაძემ გიორგი კვიჟინაძემ და კოლა თაქთაქიშვილმა ამ უკანასკნელის ეზოში მეორე წარმოდგენა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ გამართეს.
1877
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1877 წლის 6 მარტს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ფოთთან, რიონში საქონლით სავსე პორომი დაიღუპა. საქონლის ფრანგმა მეპატრონემ ბორნის დაღუპვის ადგილას მცურავი ვოდოლაზი ჩაგზავნა და რამდენიმე ყუთი და კასრი ამოაღებინა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 6 მარტს გაზეთ "კავკაზში" გამოცხადდა განკარგულება - თბილისის უეზდს ჩამოცილდა თრიალეთისა და ლორის საპრისტაო და ბორჩალოს უჩასტკა. დაინიშნა ცალკე გამგეობა, რომლის გამგებლად პორუჩიკი ომაროვი დაინიშნა.
1877
ტიპი: ნასამართლეობა
1877 წლის 6 მარტს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა ინფორმაცია ივანე ჯაბადარის, მიხეილ ჩიკვაიძის, გრიგოლ ჟდანოვიჩის, სტეფანე ყანდაშევის, ალექსანდრა ქიქოძის, ეკატერინე გამყრელიძის, ალექსანდრე და ბარბარე ციციანოვების შესახებ, რომელთაც უკანონო საზოგადოების შექმნა, აკრძალული წიგნების გამვრცელება და მკვლელობის განზრახვა ბრალდებოდათ. საქმე სენატში 22 თებერვალს განიხილებოდა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 6 მარტის გაზეთ „დროების" ცნობით, ხალხი სიღნაღის ანტისანიტარული მდგომარეობის შესახებ ჩიოდა. მათი თქმით, შემოდგომაზე ხმა გავარდა კლუშინის ჩამოსვლასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამისთვის დაასუფთავეს მოედანი, თუმცა შემდგომ ქუჩები ისევ მიავიწყდათ.

