საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“ და გაზეთ „კავკაზთან“.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი სარწმუნოებით გრიგორიანი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი ბევრს მუშაობდა ამიერკავკასიაში ერობის შემოღების საკითხზე, ამ საკითხზე წერდა სტატიებს რუსულ ჟურნალებსა და გაზეთში „ვესტნიკ ევროპი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა, მის მიერ ნათარგმნი წიგნის ჰონორარის ანგარიშში 600 მანეთის ავანსით მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბალ სკოლათა მთავარგამგის N82 ბრძანების თანახმად, 1920 წლის 20 იანვრიდან გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძე ახალქალაქის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად დანიშნეს. ხელს აწერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე. დედანთან სისწორეს ადასტურებს საქმისმწარმოებელი ეკატერინე გველესიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის გამრთობი საზოგადოების გამგეობის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკის თავის ინვენტარიანად გადაცემის შესახებ. საზოგადოებას ბიბლიოთეკის შესახებ მოლაპარაკება ჰქონდა გამართული ქალაქის გამგეობასთან, რის გამოც საკითხი დროებით ღიად დატოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის ანდერძი მიიღეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არსენ მამულაიშვილის (ლალიონის) ნაწერების გამოცემის საკითხი. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქუთაისის განყოფილება სტამბას ყიდდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ინფორმაციის უტყუარობის შემთხვევაში ქუთაისის განყოფილებისთვის ეცნობებინა, რომ სტამბა მთავარ განყოფილებას სჭირდებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გენერალ სიმონ ესაძის განცხადება სამხედრო წიგნაკის გამოცემის შესახებ. გამგეობამ პასუხის გაცემა წიგნების გამომცემლობის გამგეს დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის პასუხისმგებელი ნოქრის, ვასილ ჩიტოს ძე გადილიას განცხადება წიგნთა საწყობის საქმეების მოწესრიგების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იპოლიტე ვართაგავას განცხადება 1-ლი თებერვლიდან საწყობის გამგის თანამდებობის დატოვების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, საწყობის გამგედ მიეწვია ლავრენტი სანაძე და მისთვის ხელფასი 5 000 მანეთი დაენიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მსახურ ალექსანდრე გძელიძის თხოვნა ავანსად ერთი თვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. გამგეობამ გადაწვიტა, მისთვის სესხად მიეცა 600 მანეთი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, კირილე ნინიძე და მეთოდე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხაშურის განყოფილების მდგომარეობის საკითხი. გამგეობამ ვასილ ზაქარეიშვილს დაავალა, ქალაქის გამგეობას ბიბლიოთეკის თავის გამგებლობაში მიღების შესახებ მოლაპარაკებოდა. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მას უნდა შეედგინა ბიბლიოთეკის ქონების სია და საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის გადაეგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის წერილი „საქართველოს კონსტიტუციის პროექტი“ (დასასრული).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გ. წინამძღვრიშვილმა მევენახეთა და მეღვინეთა კონგრესზე წაიკითხა მოხსენება „სასოფლო მეურნეობა, კახეთის მევენახეობისა და მეღვინეობის მდგომარეობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ყოველთვიურ ჟურნალ „ცისარტყელას“ N2-ში დაიბეჭდა ტრიფონ რამიშვილის დრამა „სტუმარ-მასპინძლობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა ყოველთვიური ჟურნალ „ცისარტყელას“ მეორე ნომერი, რომელშიც ს. აბაშელის, ვ. რუხაძის, იასამანის, გ. ქუჩიშვილის და ხ. ვარდოშვილის ლექსები გამოქვეყნდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით იდგმებოდა ოპერა „სამეფო სარძლო“.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პ. ფ. პალატნიკოვის ბუღალტერიის პრაქტიკულ კურსებზე მეცადინეობა დაიწყებოდა 1-ლი თებერვლიდან.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პ. ფ. პალატნიკოვი იყო ბუღალტერიის კურსების ხელმძღვანელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რიო-დე-ჟანეიროში მცხოვრებმა სომხებმა დეპეშით მიმართეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ლოიდ-ჯორჯს და სთხოვეს, სომხეთის განთავისუფლებისთვის ხელი შეეწყო („ტაიმსი“).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ირაკლი დიდიძის წერილი „დაღესტანი და აზერბაიჯანი“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქ. თბილისის სასკოლო კომისიამ ალექსანდრე ჟორჟოლიანი დანიშნა თავის რწმუნებულად ვაჟთა N4 გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოში.