რეგისტრირებული ფაქტები91987
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 5 თებერვალს თბილისის გუბერნიის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო დავით ივანეს ძე ერისთავის მამული გორის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1967
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იოსებ ხერუმოვის კერძო განცხადება სოლოლაკის დიდ ქუჩაზე სამხედრო აფიცრების სახმარის ფორმის ნივთეულის ახალი მაღაზიის გახსნის შესახებ.
1869
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1869 წლის 16 იანვარს კოლეგიის მრჩეველმა, დოქტორმა ს. ფ. სცეპურამ პოლიციას შეატყობინა ტელეგრაფისტის ცოლის, ბარბარე ალდადანოვას თვითმკვლელობის ამბავი.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 5 ივლისს თბილისის სამსჯავრო სასამართლოს უნდა განეხილა სვიმონ ანდრონიკაშვილის მიერ ანა აბაშიძის გატაცების საქმე.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 22 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ქუთაისის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწე ტ. ამიროვი ზუგდიდის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 8 დეკემბერს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ნიკოლოზ და ივანე დავითის ძე სულხანოვების მამულები სოფელ ბროცეტში, რომლებიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი იერემია არწრუნი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 6 მაისს თავადაზნაურობის შეკრებაზე თავადი დავით სუმბათაშვილი თბილისის მაზრის მარშლად აირჩიეს.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „დროების" კორესპონდენციაში მოთხრობილია გორის მაზრის სოფლებში იოსებ მამაცაშვილის თაოსნობითა და ხელშეწყობით დაარსებული სასწავლებლების შესახებ.
1869
ტიპი: ნასამართლეობა
1869 წლის 13 იანვარს მოქალაქე გიგო პეტრუზოვმა ხანჯლით დააზიანა მეტეხის ტაძარში დასვენებული წმინდა ნინოს ხატი. პოლიციამ დამნაშავე ტაძრის დეკანოზის ჩვენების საფუძველზე იმავე საღამოს დააკავა.

