რეგისტრირებული ფაქტები81314
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის გუბერნიის პროკურორის თანაშემწე ეღიაზაროვი წმინდა ანნას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 1-ელ სექტემბერს ამიერკავკასიის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თოროზ აკოფას ძე აკოფოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1868
ტიპი: ნასამართლეობა
1868 წლის 17 მაისს თბილისის ოლქის სასამართლოში დაინიშნა ივანე შადუნოვის სარჩელის განხილვა, რომელიც ნატალია არშაკუნისა და მარია დოვლათოვასგან ვალის დაბრუნებას მოითხოვდა.
1968
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 22 მარტს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გაბრიელ და მიხეილ სულხანოვების მამული სოფელ ბოლნისის მიმდებარედ, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო აზნაურ ჩივაძის მიერ სამიჯნაო კომისიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა სოფ. ხიდისთავთან მდებარე სადავო მამულის თაობაზე.
1968
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 22 მარტს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ზაზა და იოსებ ავალიშვილების მამული სოფელ ბრეთში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1968
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 22 მარტს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო მანანა ერისთავისას მამული სოფელ მეჯვრისხევში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 5 თებერვალს თბილისის გუბერნიის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ესტატე მირმანოზის ძე ერისთავის მამული გორის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1967
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 18 აგვისტოს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ თბილისში, კონსტანტინე ბებუთოვის სახლში, გაიყიდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა ქართველი მწერლების თხზულებები.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 11 ივლისს გორის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ასლან ნიკოლოზის ძე თარხან-მოურავის ვენახები ახალქალაქსა და კავთისხევში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის, 2000 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1871
ტიპი: თანამდებობა
1871 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ავალიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ მოსე ქიქოძე, აკაკი წერეთელი და დიმიტრი ჯანაშვილი ჟურნალ „მნათობის“ სარედაქციო ჯგუფის წევრები იყვნენ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 27 თებერვალს თბილისის სასამართლომ განიხილა ანა აბაშიძის გატაცებაში ბრალდებულ სვიმონ ანდრონიკაშვილის საკასაციო სარჩელი და არ დააკმაყოფილა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით სიღნაღის მაზრის სასწავლებლის საპატიო ზედამხედველი ალექსანდრე ნიკიტას ძე მირზოევი წმინდა ანნას II ხარისხის გვირგვინით დააჯილდოვეს.
1869
ტიპი: გარდაცვალება
1867 წლის 1-ელ იანვარს, დილის 6 საათზე, ატამანის ქუჩაზე მდებარე სამიკიტნოში ყაჩაღებმა ხანჯლით მოკლეს მცხეთელი არტემა კარაპეტოვი და დაჭრეს დავით გურგენიძე და დიმიტრი მიროტაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გრიგოლ ზურაბის ძე წერეთელმა ამაშუკეთის სამკითხველოს 40 წიგნი გადასცა.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 10 აგვისტოს თელავის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ირაკლი ნადიროვის ვენახი.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 26 აგვისტოს თელავის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ბაღდასარ მამუდოვის ხის სახლი და 40 მანეთად შეფასებული ეზო.