საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81285

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ბესარიონ ჩომახიძე დიდი ჯიხაის წიგნსაცავ-სამკითხველოს მმართველი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს დ. ა. ნაზაროვმა, ვიქტორ ილიას ძე ჯაფარიძემ და იასე ახვლედიანმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ალექსანდრე გერსამიამ გალაქტიონ მასხარაშვილის დასახმარებლად ცაგერში 20 მანეთი შეაგროვა.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 13 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი გიორგი წერეთლის წერილისა „ერთი თვალის გადავლება“ იმერეთში მოგზაურობის შესახებ.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 9 ივნისს, მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით, საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აზნაურ ივანე გრიგოლის ძე თურქისტანიშვილის მამული თელავის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 14 აგვისტოს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო სარდიონ სოლომონის ძე მაჭავარიანის მამული თელავის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 16 მარტს თბილისის გუბერნიის სამმართველოს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გლეხ იაკობ ლაზაროვის მამული სოფელ ანანურში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 18 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ალექსანდრე გიორგის ძე ანდრონიკაშვილის მამული სოფელ დარჩეთში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 21 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო კოლეგიის რეგისტრატორის, ადამ ევგენის ძე ქობულიშვილის მამული სოფელ კონდოლში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 27 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აზნაურების, სალომ, ზაალ და აბრამ ფარეშიშვილების მამული სოფელ ჭოპორტში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 1-ელ მაისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო სვიმონ სოლომონის ძე ჯანდიერიშვილის მამული თელავის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 1-ელ მაისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო დავით პეტრეს ძე ხუციშვილის სახლში თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 1-ელ მაისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ეკატერინე იოსების ასული სარაჯიშვილის სახლში თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 24 აგვისტოს ამიერკავკასიის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო სულთანია სამოილის ასულ ვასილიევას სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 11 სექტემბერს ამიერკავკასიის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ივანე შიოს ძე მეტრეველის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1968

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 22 მარტს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ათანასე რომანოზის ძე მაყაშვილის მამული სოფელ გრემში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 6 მაისს თავადი გრიგოლ მაყაშვილი თავადაზნაურობის შეკრებაზე ხელმეორედ აირჩიეს თელავის მაზრის მარშლად.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 26 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის წერილში მიმოხილულია გორის მაზრის, კერძოდ სოფელ ხიდისთავის, სიახლეები.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო სოსი გრიქურას ძე გრიქუროვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 1-ელ მაისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით, საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გიორგი მიხეილის ძე ანდრონიკაშვილის მამული სიღნაღის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო არუთინ სტეფანეს ძე სტეფანბეგოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 8 ივნისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ალექსანდრე აბაშიძის მამული თელავის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 12 ივნისს მეფისნაცვლის მმართველობის განკარგულებით აზნაური გაბუნია ქუთაისის გუბერნიის საგლეხო სამმართველოს ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრების აზნაურობის წარმომადგენლად დანიშნეს.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის მიმართვა სამეგრელოს მოსახლეობისადმი, რომელშიც ჩამოთვლილია ბატონყმობის გაუქმების კანონით გათვალისწინებული ახალი წესები.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კავკასიის მეფისნაცვლის მოადგილის, დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის მიერ რუსეთის იმპერატორისთვის გაგზავნილი ტელეგრამის ტექსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ზუგდიდის მაზრაში ძალაში შევიდა კანონი საბატონო გლეხების გათავისუფლების შესახებ.