საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81404

1907

ტიპი: განათლება

1907 წლის 14 ივლისს თამარ ბებურიშვილმა დაამთავრა პეტროგრადის ბესტუჟევის კურსები.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 1-ლ სექტემბერს თამარ ბებურიშვილმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა პეტრაშევის კომერციულ სასწავლებელში.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 20 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს დაბადების დღე მიულოცა და მისწერა, რომ იტალიაში დაბრუნების დიდი სურვილი ჰქონდა. სთხოვა, მისთვის საკორესპონდენტო ბარათები გაეგზავნა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის პირველი სექტემბრიდან თამარ ბებურიშვილი სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე კომიტეტმა გეოგრაფიისა და ბუნების-მეტყველების მასწავლებლად მიიწვია.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 20 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ ენრიკო ინსაბატო დაეხმარებოდა, იგი ორ თვეში ევროპაში იქნებოდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 1-ლ სექტემბრამდე თამარ ბებურიშვილი მასწავლებლად მუშაობდა პეტრაშევის კომერციულ სასწავლებელში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი სექტემბრიდან ანდრია ბეგიაშვილი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი თებერვლიდან თედო ბეგიაშვილი თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ქართული ენისა და ფსიქოლოგიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი, თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელი, დაიბადა 1891 წლის 4 მაისს. მართლმადიდებელი.

1917

ტიპი: განათლება

1917 (1916) წელს თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილმა დაამთავრა იურევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი სექტემბრიდან 1919 წლის პირველ თებერვლამდე თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი სიღნაღის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის, ისტორიისა და ფსიქოლოგიის მასწავლებელი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 29 იანვარს თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი პედაგოგიური საბჭოს დადგენილებით ქართული ენისა და ფსიქოლოგიის მასწავლებლად აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 18 ოქტომბრიდან სპირიდონ ბედიაშვილი ფონ ბრენერის კერძო სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი სექტემბრიდან ალექსანდრე ოვაკიმეს ძე ბეზირგანოვი ახალციხის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხატვა-ხაზვის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

კლუბების, რესტორნების, სასტუმროებისა და სხვა მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის გამგეობის პრეზიდიუმმა გამოაცხადა, რომ 1920 წლის 15 ივნისიდან გამგეობის წევრები – აპოლ. ბოლქვაძე, ლიუბა კანდესი და სიბირცევი წევრებად აღარ ირიცხებოდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 7 ივლისს გარდაცვალებიდან 15 წლისთავის აღსანიშნავად სოფელ გუბში ადგილობრივი მოღვაწის ნესტორ წერეთლის საიუბილეო საღამოს გადაიხდიდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 1-ლ ოქტომბერს აკაკი გიორგის ძე აბულაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ საშუალო განათლების მიღების შემდეგ გაემგზავრა გერმანიაში და სწავლობდა კიოტინის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ორი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და სხვადასხვა მიზეზის გამო აღარ დაბრუნდა სწავლის დასასრულებლად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 ივნისს მეათე უბნის კომისარმა ღონღაძემ და მისმა თანაშემწე შვანგირაძემ დაიჭირეს თავრიზის რკინიგზის უფროსის თანაშემწე კილიატხან კალანტარი, რომელსაც საქართველოდან დიდძალი ოქროს ლირები უნდა გაეტანა. მან აღიარა, რომ ეს ფული ეკუთვნოდა ვაჭარ რახმანოვს, რომელსაც სავაჭრო ჰქონდა თავისუფლების მოედანზე თამამშევის ქარვასლაში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ელ ოქტომბერს აკაკი გიორგის ძე აბულაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ 1911, 1912, 1913 წლებში ერევანში კერძო პედაგოგად მუშაობდა და იმავე პერიოდში სახალხო დირექტორმა ბორის იაკობის ძე ვასილიევმა მასწავლებლად მიიწვია პროგიმნაზიაში, რომელიც მისი მფარველობის ქვეშ იყო. აბულაძის საბუთები ე. წ. „ლექციის წიგნი" ერევნის ოლქის სახალხო სკოლების დირექციაში ინახებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 1-ლ ოქტომბერს აკაკი გიორგის ძე აბულაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ სწავლა-განათლების საქმისთვის სამსახური სურდა და რეალურ სასწავლებელში მისთვის გერმანული ენის მასწავლებლის ადგილის გამოყოფა სთხოვა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 9 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს აცნობა, რომ გერმანული ენის მასწავლებლად დანიშნული იყო აკაკი გიორგის ძე აბულაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ა. ჯვარიშეიშვილი საერო განათლების სამინისტროს სწერს, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ 26 დეკემბრის საბჭოს სხდომაზე დაადგინა, შემდგომი წლის 12 იანვრიდან დროებით მიიწვიოს ბუნებისმეტყველების საგნების მასწავლებლად 24 თავისუფალ გაკვეთილზე გიორგი აბულაძე, რომელსაც კიევის უნივერსიტეტში საბუნებსმეტყველო ფაკულტეტის 8 სემესტრი აქვს მოსმენილი. ამას აუწყებს ცნობის და სათანადო განკარგულებისთვის. გიმნაზიის დირექტორთან ერთად ხელს აწერს საქმის მწარმოებელი მ. რაზიკაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 10 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის ბრძანების მიხედვით, გიორგი დავითის ძე აბულაძე დაამტკიცეს გორის ვაჟთა გიმნაზიის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრმა N77 ბრძანების თანახმად, გორის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელ გიორგი დავითის ძე აბულაძეს მიანიჭა საშუალო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის წოდება და დაამტკიცა თანამდებობაზე მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს ბრძანებით აცნობა, რომ ბუნებისმეტყველების მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაამტკიცეს გიორგი დავითის ძე აბულაძე. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.