რეგისტრირებული ფაქტები91870
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში ბორჯომის ქუჩაზე ეისანოვის ბინიდან მოიპარეს 10000 მანეთის ღირებულების სხვადასხვა ნივთი. დააკავეს რამდენიმე ეჭვმიტანილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში გაიმართულ ლანჩხუთის საბჭოს სხდომაზე ქალაქისთავმა შარაშენიძემ აღნიშნა, რომ საბჭოს სურვილის თანახმად ქალაქის გასანათებლად ელექტროსადგური შეიძინეს და მიმდინარეობდა სამუშაოები მის დასადგმელად და მოსაწყობად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში სისხლის სამართლის მილიციამ სადგურზე დააკავა პოპანდოპულო,რომელსაც აღმოაჩნდა 225 ცალი ოსმალური ოქროს ლირა და ბაქოს მატარებლის ბილეთი. ვინაიდან ოქროს გატანა საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებიდან აკრძალული იყო, ოქრო ჩამოართვეს და საბაჟოს ჩააბარეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში გამართულ ჯავშნიანი მატარებლის რაზმის გაერთიანებულ კრებაზე სიტყვით გამოვიდა რაზმის მეთაური ვალოდია გოგუაძე. რაზმმა მხარდაჭერა გამოუცხადა დამფუძნებელ კრებასა და მთავრობას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში ბათუმიდან თბილისში მეუღლესთან ერთად ჩამოსული ამერიკელი პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი ამერიკელთა სამხედრო ბინაში დაბინავდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში პუშკინის ქუჩაზე ხაჩატურ ქოჩარიანს ამერიკის მისიის ავტომობილი დაეჯახა. ის მძიმედ დაშავდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი შანიძემ არაბული ენის ლექციების კითხვა განაახლა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში რესპუბლიკის საზღვრებიდან გასასვლელი მოწმობების გაცემის უფლება შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა თბილისის მილიციის უფროსს, ვლადიმერ სულაქველიძეს მიანიჭა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელ აგვისტოს მთავრობის თავმჯდომარის საგანგებო მინდობილობათა მოხელემ, ალ. ხაჭაპურიძემ სიმონ სილიბისტროს ძე უჩანეიშვილი განათლების სამინისტროს წინაშე საზღვარგარეთ სასწავლებლად გასაგზავნ სტუდენტთა სიაში ჩასაწერად წარადგინა. სწავლის ხარჯებს თვითონ გაიღებდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ლი აგვისტოდან საქართველოს რესპუბლიკის სასწავლებლის ტანვარჯიშის მთავარი ინსტრუქტორის თანაშემწეებად არჩილ სპირიდონის ძე ბაქრაძე და ირაკლი სიმონის ძე ლორთქიფანიძე დაინიშნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში ქუთაისის ოლქის სასამართლოს უფროსმა ნოტარიუსმა უარი უთხრა კონსტანტინე და ბესარიონ გურულებს აღმასრულებელი ფურცლის რეესტრში ჩანიშვნაზე იმ მიზეზით, რომ 1918 წლის 23 თებერვლის დეკრეტის ძალით დროებით შეჩერებული იყო სასოფლო მამულების გადაცემა და აკრძალვა ვრცელდებოდა საადგილმამულო კომიტეტის განმარტებით, აგრეთვე სამედიატორო მსაჯულების განაჩენზე.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის აგვისტოში ქუთაისში კონსტანტინე (კოწია) ეგნატეს ძე ნარსია გარდაიცვალა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 1 აგვისტოს, ღამის 11 საათზე, ყუბანის ქუჩაზე ბოროტმოქმედებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ალექსანდრე ხმალაძე მოკლეს.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 1 აგვისტოს, ღამის 11 საათზე, ყუბანის ქუჩაზე ბოროტმოქმედებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ალექსანდრე ხმალაძე მოკლეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის აგვისტოდან ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე იუნკერთა სამხედრო სკოლის ხელმძღვანელის, გიორგი კვინიტაძის, თანაშემწე იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის აგვისტოში გიორგი კვინიტაძე თავისივე ჩამოყალიბებული ეროვნული სამხედრო სასწავლებლის მმართველად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: წულაძე, ნინიძე, გიორგობიანი, თავმჯდომარე კარიჭაშვილი, მდივანი შ. დედაბრიშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მოხსენება კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, სკოლის შესანახად მთავრობის წინაშე შუამდგომლობა აღეძრა და მოსახერხებელ დროს თბილისში სკოლის სასარგებლოდ სეირნობა ან საღამო გაემართა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მირზოევის ჩიხში გრიგოლ სარქისიანცი ორი უცნობი პირის თანხლებით შეეცადა ელენა გრიგორიევის ქალის მოტაცებას, მაგრამ მეხუთე უბნის კომისრის მიერ მიღებული ზომებით სარქისიანცი შეიპყრეს, ორი უცნობი მიიმალა, ავტომობილის მძღოლი ბოგდანოვი კი სროლის დროს დაიჭრა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ოვანეს გულიანცმა განაცხადა, რომ თავისი ხასა ოლღა ოვჩინიკოვა დამხრჩვალი იპოვა საკუთარ ბინაში, თუმანოვის ქუჩაზე.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ოლღა ოვჩინიკოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს ტერ გალუსტოვი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ხელოსანთა კლუბში გამართულ სამხედრო სამინისტროს სადარაჯო ჯარისკაცთა კონცერტის დაწყებამდე პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილმა წარმოთქვა სიტყვა „ჯარი და სიმღერა“, რომელსაც საზოგადოება ხანგრძლივი ტაშით შეხვდა.

