რეგისტრირებული ფაქტები92922
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის სამრევლო საბჭოს სათხოვარი, შეიტანოს ეკლესიის სასარგებლოდ პანთეონის ადგილის ფასი 4000 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, შეეტანათ თანხა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის განყოფილების გამგეობის ცნობა სოფელ დილიკაურში, შორაპნის მაზრაში, პუპი აბაშიძის ქალის მიერ შემოწირულ მამულთან დაკავშირებით, რომელიც იქამდე გამგეობას იჯარით ჰქონდა გაცემული. გამგეობამ რამდენიმე კვირის წინ მიიღო წერილი შორაპნის სამაზრო ერობის აგრარული განყოფილებიდან, რომ საზოგადოების მამულები და ქონება სოფლად გადარიცხული იყო სახელმწიფო ფონდში და შეადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. მთავარი გამგეობა ითხოვდა განმარტებას, რამდენად კანონიერი იყო ასეთი დადგენილება და გავრცელდა თუ არა ის საზოგადოების კუთვნილ მამულებზე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ყოფილი სტიპენდიატის, სარგის კაკაბაძის, განცხადება დარჩენილი სასტიპენდიო ვალის 3 თვეში დაფარვის შესახებ. ვალის ნაწილის გადახდას ის საზოგადოების წიგნის მაღაზიაში მიტანილი ისტორიული გამოცემების შემოსავლიდან აპირებდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 24 მაისს ლანჩხუთის სრულუფლებიანი ქალთა გიმნაზიის გამგე ეკატერინე ფხაკაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ფრანგული ენის მასწავლებელი ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე თავისი საქმის პროფესიონალი იყო. მან ორი წლის განმავლობაში გიმნაზიაში ფრანგულის ენის სწავლების ხარისხი გააუმჯობესა და სწორედ ამიტომ, ეკატერინე ფხაკაძემ სამინისტოს სთხოვა, მასწავლებლად დაენიშნა ლანჩხუთის გიმნაზიაში. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე ეკატერინე ფხაკაძე და საქმისმწარმოებელი ბ. ხომერიკი.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელ ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძის დამსახურებითი სიის მიხედვით, იგი 29 წლის იყო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 24 მაისს დირექტორი ვუკოლ ბერიძე (საქმისმწარმოებელი მ. ბერძნიშვილი) თბილისის კომერციული სასწავლებლის დირექტორს, ნ. მახარაძეს სთხოვს, აცნობოს, რომელი საგნის მასწავლებელს გულისხმობს, როცა სამინისტროს ეკითხება, ქალთა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულთა ჯამაგირის და ხუთწლეულების მიღების უფლებების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ შორაპნის განყოფილებას არ ჰქონდა უფლება გამოეტანა დადგენილება საზოგადოების საკუთრებაში არსებული მამულების სახელმწიფო ფონდში გადარიცხვის შესახებ. ასევე ატყობინებს, რომ საზოგადოების მთავარ გამგეობას დუშეთის მაზრაში ჰქონდა 50 დესეტინა, ხოლო თელავში 14 დესეტინაზე მეტი, მაგრამ მისთვის ეს მამულები ჯერ არავის ჩამოურთმევია და არც მიწერ-მოწერა ყოფილა ამის შესახებ. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სომხეთის კონსულმა მილიციას განუცხადა, რომ 25 მაისს სადგურიდან ბინაზე ბარგის გადატანის დროს მოჰპარეს 20000 მანეთად ღირებული ჩემოდანი. ეჭვის საფუძველზე შეიპყრეს ი. სიხარულიძე და მეტრეველი.
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისის კომერციული სასწავლებლის დირექტორი ნ. მახათაძე 1919 წლის 27 მაისს ტექნიკური და პროფესიული სასწავლებლების მთავარგამგეს სთხოვს აცნობოს, ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებულთ აქვთ თუ არა რომელიმე საგნის სწავლების უფლება საშუალო სასწავლებლის ყველა კლასში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 მაისს ქუთაისის წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორმა კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ამიერკავკასიის ყოფილ კომისარიატს მიმართა შუამდგომლობით მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ფრანგული ენის მასწავლებელად ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილის დაემტკიცების შესახებ. აგრეთვე წარუდგინა საბუთი/მოწმობა „ბობრიშჩევა-პუშკინის ახალი ენების კლასებისა", თუმცა აბდუშელიშვილი არ დაუმტკიცებიათ თანამდებობაზე და არც საბუთი დაუბრუნებიათ. კ. გაბარაშვილმა სთხოვა მთავარგამგეს აღნიშნული პირის თანამდებობაზე დაენიშვნა, რადგან ის ძალიან კარგი მასწავლებელი იყო, რაც რევიზორმა ზანდუკელმაც დაადასტურა.

