რეგისტრირებული ფაქტები81217
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წელს იაკობ იოსების ძე გძელიძე ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წელს ილარიონ ბართლომეს ძე მაჩიტაძე ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წლის 8 ივნისს სიმონ ტიმოთეს ძე აბესაძე ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1860
ტიპი: თანამდებობა
1860 წლის 24 თებერვალს ივანე გიორგის ძე ლოლაძე ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1817
ტიპი: თანამდებობა
1817-60 წლებში იოვანე გიორგის ძე ლოლაძე ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს სპირიდონ ხოსიას ძე ჯაფარიძე ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1809
ტიპი: თანამდებობა
1809 წელს სპირიდონ ხოსიას ძე ჯაფარიძე ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912-17 წლებში ერმილე პარენის ძე ჯაფარიძე ხრეითის წმ. გიორგის (ზეციხის უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 სექტემბერს სასოფლო-სამეურნეო სადგომში გამართულ საზოგადო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენელთა კრებას ესწრებოდნენ თავად-აზნაურთა წინამძღოლი კოტე აფხაზი და თბილისის მოურავი ალექსანდრე ხატისოვი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 სექტემბერს სახალხო სახლში წარმოადგინეს პიესა „მეფე“, რეჟისორი იყო კონსტანტინე შათირიშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის სექტემბერში ექიმმა ნიკოლოზ მელიქიშვილმა ომიანობისგან დაზარალებულთა კომიტეტს თავის კლინიკაში დაჭრილებისთვის 3 საწოლი გამოყო და კიდევ 15 საწოლის გამოყოფას დაჰპირდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით თელავის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონი გრიგოლ სვანიშვილი სამსახურიდან დაითხოვეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ქ. თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე ალექსანდრე ნაცვლიშვილი თბილისის ცენტრალურ ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში გადაიყვანეს.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წელს სოფელ ურიათუბანში (თელავის მაზრა) თავადმა ნ. გ. ჭავჭავაძემ მეფუტკრეთა ამხანაგობა დააარსა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივლისში საზღვარგარეთიდან დაბრუნდა თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა გამგე ი. ს. ბეკი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ბორჯომის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე იოსებ ტატიშვილი ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში გადაიყვანეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სოფელ ურიათუბანში (თელავის მაზრა) თავადმა ნ. გ. ჭავჭავაძემ მეფუტკრეთა ამხანაგობისთვის 120 თუმანი შეაგროვა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის აგვისტოს ბოლოს თბილისში კავკასიის გამოფენაზე დასასწრებად ჩამოვიდა მიწათმოქმედების დეპარტამენტის დირექტორი ხომიაკოვი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 5 ივლისს თბილისში ჩამოსვლას გეგმავდა თბილისის ფოსტის ახალი უფროსი ფონ კლუგენი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ივლისს, ნაშუადღევს, პოლიციის მე-10 ნაწილში, ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის სადგურზე, ცეცხლი გაუჩნდა საქონლის საწყობს. ხანძრის ჩაქრობისას სასიკვდილოდ დაშავდნენ საქონლის სადგურის ღამის დარაჯები დავით ხვედელიანი და ნესტორ ლობჟანიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მოსკოვის ეთნოგრაფიულ-ანთროპოლოგიური საზოგადოების წევრი, მოსკოვის კონსერვატორიის კურსდამთავრებული დიმიტრი არაყიშვილი ძველი სიმღერების შესაკრებად სოფელ ვაქირში ჩავიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივლისში თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე ალექსანდრე მაჭავარიანი დაბრუნდა თიანეთიდან, სადაც მძვინვარებდა ქუნთრუშა.