რეგისტრირებული ფაქტები81201
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი მთავრობის სტამბის შესაკეთებლად 392 747 მან. გამოყოფის შესახებ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 17 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კავკასიაში სპარსეთის გენერალური საკონსულოსგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვით, გერმანიის საკონსულო საქმეები დოქტორ ფონ დრუფელს ჩააბარეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილ წერილში გიორგი კვაჭაძე, ტროფინე შურღაია, რაჟდენ ფირცხალავა, ვანო წიკლაური, ოქროპირ კალმახელიძე, გაბრიელ მიკირტუმოვი, რომლებიც როსტოვში დააპატიმრეს და 2-2 წელი მაღაროში მუშაობა მიუსაჯეს, იმიტომ რომ, ვაჭრებად ითვლებოდნენ, მადლობას უხდიან ციხიდან განთავისუფლებაში მოსკოვის კომერც. ინსტიტუტის ეკონომიკურ მეცნ. კანდიდატს, ზინოვი ანდრიას ძე სილიკაშვილს. ამასთან მან რამდენიმე ვაგონი და საშვი იშოვა და როსტოვიდან საქართველოში მშვიდობიანად ჩამოიყვანა 160 ადამიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს ხულოდან ბათუმში საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და მომარაგების მინისტრის მოადგილე ივანე ჭავჭანიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი და დავით ღამბაშიძე ჩავიდნენ. 17 სთ-ზე გეგეჭკორი ინგლისის სამხედრო გემ „სპელით“ კონსტანტინეპოლს გაემგზავრა. საზღვარგარეთ წავიდნენ აგრეთვე ჭავჭანიძე და დ. ღამბაშიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სამაზრო ადმინისტრაციამ მიიღო ზომები ტყიბულის რაიონში ძარცვა-გლეჯის აღმოსაფხვრელად. ყაჩაღებს ხელმძღვანელობდნენ სირბილაძე და ნანიკაშვილი. ადმინისტრაციამ რამდენიმე ყაჩაღი დაიჭირა, ერთი მეთაური მოკლა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გამგეობამ შეიძინა სტამბა, რომელიც ოზურგეთში მოეწყობა. სტამბის გამგედ მიიწვიეს თ. ბოლქვაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით გაიმართება სამინისტროს საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილავენ მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის, ენფიანჯიანცის თუთუნის ფაბრიკის ძირითადი თანხის გაზრდის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ერობათა კავშირის კომიტეტმა ევროპაში მყოფ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს საზღვარგარეთ თამბაქოს გაყიდვისგან აღებული ვალუტით ერობისთვის სხვადასხვა საქონლის შესყიდვა სთხოვა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ს. სარათში (ქუთაისის მაზრა) სროლის დროს მოკლეს ცნობილი ყაჩაღი სირბილაძე, რომელიც ოკრიბის რაიონს შიშის ზარს სცემდა.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, სოფელ ხეთის (ზუგდიდის მაზრა) მცხოვრები კოსტა შელიამ განაცხადა, რომ ტოვებდა კომუნისტურ პარტიას, რომლის წევრად ადრეც ითვლებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გასულ კვირას ტ. ა. ბეკზადიანმა საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ინახულა. მათ ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების შესახებ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობის“ ცნობით, საექიმო-სანიტარული განყოფილების გამგე ექიმი სიმონ აბაშიძე სამსახურიდან დაითხოვეს (ოზურგეთი).
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ წერს, რომ ერობამ ოზურგეთის ცენტრალური საერობო საავადმყოფოს გამგედ დანიშნა ექიმი ავთანდილ პორფირეს ძე ინგოროყვა, ქირურგიული განყოფილების ორდინატორად – ი. უჯმაჯურიძე.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მაჰმადიანური და ქრისტიანული საქართველოს გაერთიანების საქმეზე აქტიურად მომუშავე ალფ. ხომერიკს, რომელიც ამ მუშაობისას მატერიალურადაც დაზარალდა, ერობა 15 000 მანეთით დაეხმარა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 19 აგვისტოს ბათუმის ოლქის საგანგებო კომისარი ბენიამინ ჩხიკვიშვილი ართვინიდან დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის საზღვარგარეთ გამგზავრების გამო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის აღსრულება სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძეს დაევალა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, დასავლეთ საქართველოდან დაბრუნდა ინჟინერი სმოლნიკოვი, რომელიც მიწათმოქმედების სამინისტროსადმი წარდგენილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე იყო მდ. ენგურის მიმდინარეობის მოწესრიგება, რადგან მდინარე ნაპირებს გადადიოდა და დიდ ზარალს აყენებდა ზუგდიდის მაზრას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდილ თბილისის პროფესიულ კავშირთა თავმჯდომარის, ხელაძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმიდან ინგლისის მთავრობის გასვლის შემდეგ პროფ. კავშირთა რიცხვმა 22-ს მიაღწია, რომელიც 7 500 მუშას აერთიანებდა. ორგანიზაციას დროებითი საბჭო ხელმძღვანელობდა, აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარე კი გრ. აიოლო იყო.