საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84009

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი სამსახურებრივი მივლინებით თბილისში იმყოფებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე არდიშვილი ახალი, 1899 წლის უბის კალენდრის გამოცემას გეგმავდა, რომლის ტირაჟი 3000 ეგზემპლარი იქნებოდა და 2-დან 5 კაპიკამდე ეღირებოდა.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, მარსერი იყო დეპუტატი და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ჟულ დეფაური საფრანგეთის სამინისტროს თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 13 ოქტომბრის „დროების" ცნობით, სტეფან ხუდადოვი შავი, ფერადი მელნითა და წაღების საცხით ვაჭრობდა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის „დროების” ცნობით, ოსმალთა მხედართმთავარი მუთხარ-ფაშა დამარცხდა რუსებთან ბრძოლაში.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, გენერალი ბორელი იყო საფრანგეთის სამხედრო მინისტრი.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ლეონ სეი იყო საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი, ეკონომისტი და ფინანსისტი.

1877

ტიპი: სახელი

1877 წლის 6 მარტს „დროებაში" გამოქვეყნდა გამომგონებელ შ.ფაის სტატია ველუტინი ბრინჯის პუდრის (უმარილი) შესახებ.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ბარდუ იყო საფრანგეთის სახალხო განათლების მინისტრი, ადვოკატი, მწერალი, ორატორი, დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის მომხრე.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ქრისტეფორე აბგარიანცს ჰქონდა ხელოვნური მინერალური წყლების ქარხანა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქრისტეფორე აბგარიანცის ხელოვნური მინერალური წყლების ქარხნის წყლის გამოკვლევით დაადგინეს, რომ აბგარიანცი ყიდიდა უსუფთაო წყალს, რისთვისაც იგი პასუხისგებაში მისცეს, ამასთან სასანიტარო-საექიმო ინსპექტორმა შუამდგომლობა აღძრა, რომ ქარხანა სხვაგან გადაეტანათ ან საერთოდ გაეუქმებინათ.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 12 ივლისს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ნ. რ. ზავადსკი თბილისში დაბრუნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16-დან 22 ივლისამდე პავლე დოროჟნიკოვის ქსოვილების მაღაზიამ ფასდაკლება გამოაცხადა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მარიამ ივანეს ასულმა დემურიამ მადლობა გადაუხადა დიმიტრი გიორგის ძე ზებედევს ნაძალადევის სამკითხველოსთვის წიგნების შეწირვის გამო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ვ. ი. ლისნევსკიმ, რომელიც ადრე ტყის მოშენების საქმეს ემსახურებოდა, გადაწყვიტა, მებაღეთა კრებაზე წაეკითხა მოხსენება ტყის მოშენებასა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 14 ივლისს შუამთის მონასტერში ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოს კირიონის განკარგულებით გადაიხადეს ილია ხონელის, თავად რაფიელ ერისთავისა და მიხეილის (საბინინისა) სულის მოსახსენებელი წირვა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სერგი ჯინჭველაშვილი იყო საჩხეწის ორკლასიანი სკოლის წიგნსაცავის გამგე-მასწავლებელი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივლისში კავკასიის გზების საოლქო სამმართველოს უფროსის თანაშემწე სმირნოვი ქუთაისის გუბერნიაში გაგზავნეს ნიაღვრებით გაფუჭებული ოსეთის სამხედრო გზის დასათვალიერებლად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის ბეჭდვითი სიტყვის წარმომადგენელთა კომისიამ გრიგოლ ყიფშიძეს მიანდო კავკასიის პრესის ისტორიის შედგენა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სერგი ჯინჭველაშვილმა საჩხერის ორკლასიანი სამრევლო სკოლის სახელით მადლობა გადაუხადა გაზეთ „მწყემსის" რედაქტორ დავით ღამბაშიძეს ორი წლის განმავლობაში გაზეთის უფასოდ გაგზავნისათვის.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივლისში კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა მიწათმოქმედების სამინისტროს კავკასიის რწმუნებულად ნამყოფ ტიხეევს მოსაწვევი გაუგზავნა კავკასიის სამეურნეო სამრეწველო გამოფენაზე დასასწრებად.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქ. თბილისის ტექნიკოსმა აგაჯანოვმა ქალაქის გამგეობას შეატყობინა, რომ თბილისის ტრამვაის უსახელო საზოგადოება შეუდგა ტრამვაის გზის ლიანდაგის შეკეთებას, თუმცა კაპიტალურად არ აკეთებდნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში ნიკო ნიკოლაძის თავმჯდომარეობით გაიმართა კრება ფოთში პროგიმნაზიის დაარსების გამო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში გამართულ კრებაზე ფოთის პროგიმნაზიის დასაარსებლად შეგროვდა სულ 6 000 მანეთი, აქედან 500 მან. ვაჭარმა ვასილ თოფურიძემ გაიღო.