რეგისტრირებული ფაქტები84009
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 ივნისის „დროების“ ცნობით, თბილისში, „ცენტრალური წიგნის მაღაზიაში“ ბარბარე ჯორჯაძის „სამზარეულო წიგნი“ 10 შაურად იყიდებოდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე სამურზაყანოს მაზრისა და პოლკის უფროსი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დაბა დუშეთის დრუჟინის პორუჩიკი კონსტანტინე სიმონის ძე ბეგაევი ადგილობრივ სამოყვარულო დასის არტისტებს სასცენო კოსტუმების შეძენაში დაეხმარა.
2024
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ნოემბერს დუშეთის სამოყვარულო დასის სცენაზე ავქსენტი ცაგარლის პიესა „ციმბირელი“ წარმოადგინეს. სპექტაკლში ვერა ვლადიმიროვისა, ნ. ჯინჭველაძისა, ნ. დაფქვიაშვილი, ლადო ფეიქრიშვილი, ალ. ვლადიმიროვი, შ. ჯინჭველაძე, ალ. ლალიაშვილი და გ. შახმადინი მონაწილეობდნენ.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 6 აგვისტოს ბაკურიანიდან სურამში სავაჭროდ წასული დავით კოჟიაშვილი უგზოუკვლოდ დაიკარგა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 4 ნოემბერს ქარელში ქორწილის სტუმარმა ნ. გორდეზიანმა კ. ზეინკლიშვილი მოკლა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბერს ახალი სენაკის სკოლის ზედამხედველი სპირიდონ ენუქიძე და ბოქაული ივანე ახვლედიანი სამრევლო სკოლისთვის შენობის შესარჩევად ნოქალაქევში ჩავიდნენ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 5 ნოემბერს ახალ სენაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად ზ. ბელიქანიას, ანტონ ქავთარაძისა და მღვდელ ლაზარე ოდიშარიას სახლები დაიწვა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 10 ივნისის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე მამაცოვი „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებისა, შეუძლებელთ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 10 ივნისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავმა „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებისა, შეუძლებელთ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 10 ივნისის „დროების“ ცნობით, „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებისა, შეუძლებელთ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ კომიტეტს გიორგი ერისთავმა საწევრო თანხა 10 თუმანი და რუსულ ენაზე დაბეჭდილი წესდების 800 ეგზემპლიარი საჩუქრად გამოუგზავნა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ამ. პირველის მოთხრობა „შურისძიება“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვარს ქართული კულტურისმოყვარეთა საზოგადოების თაოსნობით გიორგი ქუჩიშვილს უნდა წაეკითხა თავისი ახალი ორიგინალური პოემა „ნაადრევი ვარსკვლავი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ვასილ აბაშიძე ავადმყოფობის გამო ქუთაისში ვერ წავიდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 დეკემბერს ფოთის თეატრში ნიკოლოზ შიუკაშვილის დრამა „მეგობრობა“ დადგეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 იანვარს ბაქოს დრამატულმა წრემ ვალერიან გუნიას „სიძე-სიმამრი“ წარმოადგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 იანვარს ქუთაისის საავადმყოფოში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის გაიმართა საღამო პავლე ფრანგიშვილის მონაწილეობით.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იერემია გულისაშვილი ქართული სახალხო წარმოდგენების აღორძინების საქმეში მონაწილეობდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ანდრო მურუსიძე შალვა დადიანის მოგზაური დასის თეატრის დასის წევრი იყო.