რეგისტრირებული ფაქტები85224
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 8 თებერვალს დეკანოზ ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძეს სიონის ტაძარში გადაასვენებდნენ და გადაიხდიდნენ პანაშვიდს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს დეკანოზი ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძე თბილისის წმინდა გიორგის სახელობის სამხედრო ტაძარში მსახურობდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იოსებ იმედაშვილი მკითხველებს ატყობინდებდა, რომ ავჭალის სახალხო თეატრში, რეპეტიის დროს, ელისაბედ ჩერქეზიშვილის ხელნაწერი ვოდელივი „სამოცი წლის აშიყი“ დაკარგა და დასძენდა, რომ მპოვნელი დასაჩუქრდებოდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 16 მაისს ორგანიზაციის „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისთვის“ კომიტეტმა ვახტანგ თულაშვილი ხაზინადრად დანიშნა.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 21 მაისის „დროების“ ცნობით, დავით ავალოვი, ლუარსაბ მაღალაშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ნიკოლოზ ცხვედაძე თბილისის განმგებელი კომიტეტის წევრები იყვნენ.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 16 მაისს ორგანიზაციის „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისთვის“ კომიტეტმა მდივნად ნიკოლოზ ქანანოვი დანიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 დეკემბერს თბილისის მოურავმა გიორგი ევანგულოვმა ქალაქის გამგეობის კომისიას სანიაღვრე არხების მშენებლობის პროექტი წარუდგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ნოემბერს ფოთში სამკითხველო ბიბლიოთეკის დამფუძნებელი კრება გაიმართა, რომელმაც იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა კრების თავმჯდომარედ, ვასილ ალექსანდრეს ძე დემიდოვი კი მდივნად აირჩია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ნოემბერს ოდესის უნივერსიტეტში გამართულ ქართული კულტურის საღამოში მელიტონ ბალანჩივაძე და მიხეილ ნანობაშვილი მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 დეკემბერს თბილისის ქაშუეთის ტაძარში ილია ფერაძემ ქართულ ენაზე წაიკითხა საჯარო მოხსენება “წმ. დიდის მოწამის კახეთის დედოფლის ქეთევანის შესახებ”.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში დაგეგმილი იყო ვასო აბაშიძის და კოტე მესხის მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი კომედიის, „გამარჯვებულებს არა სჯიან“ წარმოდგენა, რომელშიც ეფემია მესხი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, დათიკო ხოსროევი, გედევან გედევანოვი და ვალერიან გუნია მიიღებდნენ მონაწილეობას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში დაგეგმილი იყო ვალერიან გუნიას მიერ თარგმნილი 3-მოქმედებიანი კომედიის, „პირველი ბუზის“ წარმოდგენა, რომელშიც მთავარ როლს ეფემია მესხი შეასრულებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთის თვითმართველობამ ქალაქის ზედამხედველ ერქომაიშვილს დაავალა, რომ ქალაქის დუქნები მხოლოდ საკვირაო წირვის შემდეგ გახსნილიყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აგვისტოში თბილისის სახაზინო პალატამ დაადგინა, გადაახდევინოს ქალაქის თვითმმართველობის ზოგიერთ მსახურს კანონით დაწესებული გადასახადი თანამდებობაზე დანიშვნის დროს: მიხეილ არღუთინსკი-დოლგორუკოვს 335 მან., გამგეობის წევრ მ. ს. შესტაკოვს – 335 მან., გამგეობის წევრ ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილს – 250 მანეთი.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 25 ივნისს ონში თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ოზურგეთის მაზრის ყოფილი გამგებლის, კონსტანტინე ზოსიმეს ძე ალშიბაიას საქმე განიხილა. სესიას თავმჯდომარეობდა ვრასკი, ბრალმდებელი პეტრე ნიკოლოზის ძე ივანოვი იყო, ბრალდებულის დამცველი კი ქუთაისის ოლქის სასამართლოს ნაფიცი ვექილი, მელქისედეკ გრიგოლის ძე ფაღავა. საქმეზე დაბარებული იყო 108 მოწმე, რომელთაგან 15 არ გამოცხადდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 მაისს ქუთაისის ბანკის კრებაზე დავით აბდუშელიშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ბანკის მოქმედებებში, მათ ეს საკითხი ზედამხედველობის კომიტეტთან უნდა გაერკვიათ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 მაისს ქუთაისის ბანკის კრებაზე ირაკლი ლორთქიფანიძემ მოითხოვა ახალი კომისიის დანიშვნა, რომელიც ბანკის ანგარიშებს დაწვრილებით განიხილავდა.