რეგისტრირებული ფაქტები85221
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 ნოემბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ მღვდელ მარკოზ ტყემალაძეს მრევლთან სასულიერო-საგანმანათლებლო საკითხებზე უნდა ესაუბრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის დრამატულ თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიერ დადგმული ალექსანდრე ყაზბეგის დრამა „ქეთევან დედოფალი“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 20 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მიერ ფოთის მოურავის, ნიკო ნიკოლაძისადმი მიწერილი სამადლობელი წერილი გამოქვეყნდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 20 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ეკატერინე თამაზაშვილის შეტყობინება მისი ვაჟის, ალექსანდრე თამაზაშვილის გარდაცვალების შესახებ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 25 მაისს სახელმწიფო საბჭომ კონსტანტინე კონსტანტინეს ძე სტეფანოვიჩი თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველის თანამდებობაზე დაამტკიცა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ივანე გომართელი და იოსებ იმედაშვილი ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორები იყვნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 იანვარს ახალ კლუბში გამართული სალიტერატურო დილის შემდეგ გრიგოლ რობაქიძის, გერონტი ქიქოძის, სერგო გორგაძის, იოსებ გედევანიშვილის, სამსონ დადიანის, ალექსანდრე წუწუნავას, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილის, დავით კასრაძის, ნიკოლოზ კურდღელაშვილისა და სხვ. მონაწილეობით საჯარო კამათი გაიმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 იანვარს ელისაბედ ჩერქეზიშვილის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად სახალხო სახლში თბილისის ქართული დრამატული დასის ამხანაგობამ მიხეილ ქორელის რეჟისორობით ხუთმოქმედებიანი მელოდრამა „ორი ობოლი“ წარმოადგინა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის დეკემბერში გიორგი ხერხეულიძის ოჯახმა ცნობა მიიღო, რომ იგი ომში მოკლეს.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის დეკემბერში ოსმალეთის ომში დაჭრილი უნტერ-ოფიცერი ალექსანდრე გადახაბაძე წმ. ნინოს სახელობის ლაზარეთში იწვა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში არჩილ გიორგაძის მიერ შეკრებილი 5, 15 მანეთიდან ათ-ათი შაური გაიღეს: ს. მანველიძემ, ნინო შაქარაშვილმა, ს. ხრამელაშვილმა, ომან ჩუბინიძემ და მაქსიმე ჩიგოგიძემ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს შორაპანში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა სიმონ კონსტანტინეს ძე ძაძამიძის მონაწილეობით ქართულ ენაზე წარმოადგინეს პიესა „სოფიო“, ხოლო რუსულ ენაზე – „კარგად შეკერილი ფრაკი“.