რეგისტრირებული ფაქტები85213
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 დეკემბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ განიხილა ვლადიმერ მიქელაძის მოხსენება წვრილი კრედიტის მოწყობის შესახებ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ნოემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა ვასო აბაშიძის მიერ თარგმნილი კომედია „გაკოტრებული აზნაური“, რომელშიც ეფემია მესხი, გიორგი კანდელაკი, გედევან გედევანოვი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და დათიკო ხოსროევი მიიღებდნენ მონაწილეობას.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 6 დეკემბერს ქუთაისში ვ. ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობით გაიმართა მელოდრამა "მონასტრის ზღუდეთა შორის" წარმოდგენა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ეფემია მესხი და ნინო ჩხეიძე.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცელში“ მეთოდე ვასილის ძე ქათამაძე ახლობლებსა და ნათესავებს ატყობინებდა, რომ 25 ნოემბერს ჩხარის მაცხოვრის ეკლესიაში მისი გარდაცვლილი მეუღლის, თებრომია ქათამაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და წირვა აღსრულდებოდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერი ს. ფ. ნოვოშეისკი და პოლკოვნიკი პ. ფ. ფონ-პარკაუ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლის განმაახლებელი კომისიის წევრები იყვნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 21 ნოემბერს თბილისის საეპარქიო საქალებო სასწავლებლის ეკლესიაში ეგზარქოსმა ფლაბიანემ სასწავლებლის დღეობისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინა, რის შემდეგაც სემინარიის საბჭოს წევრმა, დეკანოზმა ანტონ თოთიბაძემ, მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ნოემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში კოტე მესხის ბენეფისი იყო დაგეგმილი, რომელშიც ეფემია მესხი მიიღებდა მონაწილეობას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 დეკემბერს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით ავქსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და „ოთხი იმერელი“ წარმოადგინა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 დეკემბერს გამართული მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო ლ. გ. ლოპატინსკი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქუთაისის გუბერნიის სასოფლო-სამეურნეო საჭიროებათა საგუბერნიო კომიტეტის ეკონომიკური სექციის თავმჯდომარედ პავლე თუმანიშვილი დაინიშნა.