საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 5 მაისს ანანია ანდრიას ძე სტურუა მეორედ დააპატიმრეს და გადასცეს ჩეკას კომისარ ლელაშვილს, რომელმაც დაკითხა. ჩხრეკისას არაფერი არ აღმოაჩნდა. დადგენილების თანახმად, სტურუა იყო აქტიური წევრი მენშევიკების პარტიისა, აწარმოებდა ხელისუფლების წინააღმდეგ ფარულ ბრძოლას, ირიბი მტკიცებების მოწმობით, სტურუას ჰქონდა კავშირი მენშევიკების ცეკას წევრებთან. თვითმხილველების თქმით, ის იყო პარტიის წევრი, მაგრამ უარყოფდა. ГПУ-ს განკარგულებით გადაასახლეს სამი წლით (ადგილი უცნობია).

1915

ტიპი: განათლება

1915 წლამდე ანანია ანდრიას ძე სტურუა სწავლობდა 150-ე სამეფო არმიაში.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 5 მაისს დაკავებულ ანანია ანდრიას ძე სტურუას ჰყავდა: მამა – ანდრია, 58 წლის; დედა – 55 წლის, დიასახლისი; მეუღლე – ნინა, 23 წლის; შვილი – 13 წლის.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი მსახურობდა მანუფაქტურის მაღაზიის მოურავად.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 5 მარტს დაკავებულ ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილს ჰყავდა: დედა, ელისაბედი – 70 წლის, მცხოვრები სოფელ ლიხაურში; მეუღლე, ნინა – 24 წლის, დიასახლისი, მცხოვრები თბილისში; შვილი, გივი – 2 თვის.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილმა მიიღო სასოფლო განათლება.

1885

ტიპი: სტატუსი

1885 წელს ზუგდიდში დაიბადა იოსებ თევდორეს ძე გეგელია სოციალური წარმოშობით – თავადი, ინტელიგენტი, სოციალური სტატუსით – მუშა.

1924

ტიპი: განათლება

1924 წლის 5 იანვარს დაკავებული იოსებ თევდორეს ძე გეგელიას პირადი საქმის მიხედვით, მან მიიღო 6 კლასის განათლება.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905-1923 წლებში იოსებ თევდორეს ძე გეგელია იყო ფედერალისტი, შემდეგ – უპარტიო.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 5 იანვარს იოსებ თევდორეს ძე გეგელია ფოთში დააკავეს და ბრალად წაუყენეს არალეგალური საქმიანობა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

გამოძიების თანახმად, 1924 წლის 5 იანვარს დაკავებული იოსებ თევდორეს ძე გეგელია აქტიურად მუშაობდა იატაკქვეშა მემარჯვენე-ფედერალისტთა გუნდში და ასევე იცნობდა ამბოხების ორგანიზატორებს. ის ხელმძღვანელობდა მემარჯვენე-ფედერალისტების სამხარეო კომიტეტს.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 5 იანვარს დაკავებულ იოსებ თევდორეს ძე გეგელიას ხელზე ჰქონდა ნიშანი – ნაჭრილობევი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914-1917 წლებში იოსებ თევდორეს ძე გეგელია სამხედრო სამსახურში იყო.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

მიწათმოქმედი იოსებ თევდორეს ძე გეგელია 1917 წლიდან დაკავებამდე საოჯახო საქმეებს უძღვებოდა.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის 5 იანვარს დაკავებულ იოსებ თევდორეს ძე გეგელიას ჰყავდა: და, ნინა – 35 წლის, მასწავლებელი, მცხოვრები ზუგდიდში; ძმა, დიმიტრი – 45 წლის, მცხოვრები ფოთში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ოსებ თევდორეს ძე გეგელია დაჭრეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ზაფხულში ალექსანდრე მაისურაძის ლოტბარობით ხელოსანთა კლუბში სამხედრო სამინისტროს მცველ ჯარისკაცთა კონცერტი გაიმართა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ხელოსანთა კლუბში გამართულ სამხედრო სამინისტროს სადარაჯო ჯარისკაცთა კონცერტის დაწყებამდე პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილმა წარმოთქვა სიტყვა „ჯარი და სიმღერა“, რომელსაც საზოგადოება ხანგრძლივი ტაშით შეხვდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის აგვისტოში დამფუძნებელი კრების სხდომაზე სპირიდონ კედიამ წაიკითხა მოხსენება აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ, ისაუბრა ანტიქართულ განწყობაზე, რომელსაც რუსეთის აგენტების აქტიური პროპაგანდა ქმნიდა და დაასახელა მიზეზები, რომელთა გამოც პრობლემების მოგვარება ჭიანურდებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სიმონ გურგენის ძე მდივანმა დამფუძნებელი კრების სხდომაზე სამხედრო სასამართლოსა და ბრალმდებლის საზედამხედველო შტატის დამტკიცების შესახებ დეკრეტის პროექტი წარადგინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში საინჟინრო დისტანციის ჩინოსან ნეროვის ბინაზე მილიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ბერდანკა (ცეცხლსასროლი იარაღი) 49 საომარი ტყვიით.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ვლადიმერ პაპავა თიანეთის მაზრის ხმოსანთა ყრილობამ ერობის თავმჯდომარედ აირჩია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს თიანეთის მაზრის ხმოსანთა ყრილობამ ერობის გამგეობის წევრებად აირჩია პროკოფი დოლიძე, ნიკოლოზ ნადიბაიძე და ლევან დოლიაშვილი.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო სასამართლომ პავლე ჭავჭანიძეს შალვა ლეჟავას მკვლელობისათვის სიკვდილით დაჯა მიუსაჯა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის აგვისტოში ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილის გალავანში მკვლელობაში ბრალდებული პავლე ჭავჭანიძე დახვრიტეს.