საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83167

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში თელავში გამართულ სალიტერატურო დილაზე ბაბო სულხანიშვილმა სანდრო შანშიაშვილის „გრძნეული ქალი“ წაიკითხა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 იანვარს ნოქართა კლუბში სცენისმოყვარეებმა იოსებ ჟივიძის რეჟისორობით „და-ძმა“ წარმოადგინეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ქიშვარდის ძე ქურიძის წერილი „ბაქოს დრამატული წრე“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 4 იანვარს ავლაბრის სახალხო თეატრში ვ. მარგველაშვილის, ბესო მაისურაძის და სხვ. მონაწილეობით „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ წარმოადგინეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 2 იანვარს ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ ქართული თეატრის დაარსების 55 წლის იუბილეს აღსანიშნავად ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით „არსენა“ და „მათიკოს“ სადღესასწაულო წარმოდგენა გამართა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით დიანოზის ძე კოპალეიშვილის ლექსი „მგზავრის სიმღერა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჩხიკვაძის წერილის „კომპოზიტორი პ. ი. ჩაიკოვსკი“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „Art poetigue“.

1908

ტიპი: ავტორობა

გალაკტიონ ტაბიძემ ლექსების გამოქვეყნება 1908 წლიდან დაიწყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ქართველი მწერლები – გალაქტიონ ტაბიძე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძის მოთხრობა „წინ, სიკვდილისაკენ!!“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ბოჭორიშვილის თხზულება „ვერ მიშველი?“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი „მეურმე“.

1902

ტიპი: მფლობელობა

1902 წელს ტრამვაის უსახელო საზოგადოების დირექტორმა ა. რობიმ ქალაქის საბჭოსგან მიიღო კონტრაქტი მთაწმინდაზე ფუნიკულიორის მოსაწყობად.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 7 დეკემბერს ქალაქ თბილისის სკოლათა მმართველებმა ი. ს. სალიხანოვის თავმჯდომარეობით საერთო კრება ჩაატარეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 19 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ქუთაისში ივანე მაჩაბლის თარგმნილი პიესა „ცქრიალა“ წარმოადგინა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 დეკემბერს ფოთის ქალქის საბჭოს თავმჯდომარე ნ. ნიკოლაძემ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს წარუდგინა წინადადება 818 მანეთის სამოქალაქო საქმეთა საკრებულოს კანცელარიის შენახვის საკითხთან დაკავშირებით.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ალფონს რობიმ მამა დავითის გორაზე შეძენილი ადგილები დაყო და 117 ადამიანზე 131 836 მანეთად გაყიდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს საფინანსო კომისიამ თავმჯდომარედ ა. ს. ბაბოვი აირჩია.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თიანეთის მაზრის უფროსი ნ. ზ. ჩოლოყაშვილი სამსახურიდან წავიდა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წელს ფოთიდან თბილისში ჩავიდა ქალაქ ფოთის მოურავი ნ. ი. ნიკოლაძე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა ბოტანიკური ბაღის დირექტორ ადოლფ როლოვს ნება დართო მებაღეობის პრაქტიკულად შესასწავლად ხუთი კაცით მეტი მიეღო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 ივლისის „დროებაში“ ილია ალხაზაშვილის სტატია „დუხაბორებიდან“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 ივლისის „დროების“ ცნობით, ილია ჭავჭავძე წლის ბოლოს აპირებდა ახალი ჟურნალის ერთი ნომერი გამოეცა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 ივლისის „დროებაში“ დაიბეჭდა, ზაქარია ჯორჯაძის მოსაზრება კავკასიაში აქციზის შემოღების შესახებ.