რეგისტრირებული ფაქტები82929
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე აბაშელი სოხუმში შანშიევის აგარაკში დაბინავდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 იანვარს სახალხო სახლში გამართულ წარმოდგენაში „ტაიფუნი“ ნინო ჩხეიძემ ელენე ლაროშის როლი შეასრულა, იუზა ზარდალიშვილმა ითამაშა რენარი, ალექსანდრე იმედაშვილმა – ტოკერამო, ალექსანდრე ყალაბეგიშვილმა – იჰიაზუ, პლატონ კორიშელმა – ტოიჰუ, მიხეილ ჭიაურელმა – ინოხა, მიხეილ სარაულმა – შეიჰფვა და ა.შ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ გიორგის ძე თოფურიძე ოსმალებთან ბრძოლაში მოკლეს.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 15 მარტს თბილისში 45 წლის მუსიკათმცოდნე იოსებ გიორგის ძე მონადირაშვილი გარდაიცვალა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი და დავით სამსონის ძე კლდიაშვილი სიტყვაკაზმული საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი იოსებ ჟივიძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 29 ნოემბერს გამართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო პეტრე გრუზინსკი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 1-ელ დეკემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი პეტერბურგში ამიერკავკასიის რკინიგზით გაემგზავრა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 იანვარს ბაქოში, მაილოვის თეატრში, დანიშნული კონსტანტინე ფოცხვერაშვილის კონცერტი აკაკი წერეთლის გარდაცვალების გამო გადაიდო.