რეგისტრირებული ფაქტები83881
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 თებერვალს საბურთალოს თეატრი აკურთხეს, ცერემონიის შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ იოსებ იმედაშვილი, სვიმონ სვიმონიძე, თომა ნასიძე და სხვ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე პავლიაშვილი გარდაიცვალა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 18 დეკემბერს ქალაქ ფოთის გამგეობამ სახაზინო გადასახადის გადაუხდელობის გამო გადაწყვიტა გაეყიდა არამიანსკის ქუჩაზე მდებარე დიმიტრი სმირნოვის მემკვიდრეთა ეზო აგურის სახლით.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 18 დეკემბერს ქალაქ ფოთის გამგეობამ სახაზინო გადასახადის გადაუხდელობის გამო გადაწყვიტა, გაეყიდა ბეჟან ჯორჯიკიას ადგილი გრეჩესკის ქუჩაზე.
1915
ტიპი: გარდაცვალება
I მსოფლიო ომში დაღუპული არჩილ სიმონის ძე წერეთელი 1915 წლის 21 იანვარს საჩხერეში დაკრძალეს.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 18 დეკემბერს ქალაქ ფოთის გამგეობამ სახაზინო გადასახადის გადაუხდელობის გამო გადაწყვიტა, გაეყიდა იულონ კორტუშოვის მიწა, მდებარე ციციანოვის ქუჩაზე.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 18 დეკემბერს ქალაქ ფოთის გამგეობამ სახაზინო გადასახადის გადაუხდელობის გამო გადაწყვიტა, გაეყიდა ლალინსკის ქუჩაზე მდებარე ეფროსინე შევარდენის ასულ ჯღარკავას ხის სახლი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის თებერვალში ფოფოდია ედუკია ლორია, დაკარგული მეუღლის, მღვდელ ლავრენტი ლორიას მოძებნაში დახმარებას ითხოვდა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 18 დეკემბერს ქალაქ ფოთის გამგეობამ სახაზინო გადასახადის გადაუხდელობის გამო ლევაშოვისა და ცერკოვნის ქუჩების კუთხეში მდებარე მიხეილ ჭიჭინაძის სადუქნე ადგილის გაყიდვა გადაწყვიტა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 18 დეკემბერს ქალაქ ფოთის გამგეობამ გადაწყვიტა, სახაზინო გადასახადის გადაუხდელობის გამო გაეყიდა ეგნატე კოჭოს ძე ოდიშარიას ხის სახლი და ეზო ივანოვის ქუჩაზე.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის 17 იანვარს ლავრენტი იაკობის ძე ლორია ბლაღოჩინის დავალებით ხაშურისკენ წავიდა ცხენით და გზაში დაიკარგა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 14 თებერვალს სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა გაბრიელ სუნდუკიანცის კომედია „დაქცეული“ ოჯახი. რეჟიისორი იყო კოტე შათირიშვილი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-დან 1902 წლამდე მ. ა. ბეგთაბეგოვისა იყო კავკასიის სამოსწავლო ინსტიტუტთან დაარსებული საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 18 დეკემბერს ქ. ფოთის გამგეობამ სახაზინო გადასახადის გადაუხდელობის გამო გადაწყვიტა, გაეყიდა სტეფანე ყიფიანის ცარიელი ადგილი დიდ კუნძულზე, გრეიგოვსკისა და როსტოვისკის ქუჩების კუთხეში.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 24 ნოემბერს თბილისში, ხოჯევანქის სასაფლაოზე, დაასაფლავეს მ. ი. ბეგთაბეგოვისა. გარდაცვლილის სახელზე ვანქის ეკლესიაში წირვა გადაიხადა კათალიკოსმა მკირტიჩ 1-მა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 18 დეკემბერს ქალაქ ფოთის გამგეობამ სახაზინო გადასახადის გადაუხდელობის გამო გადაწყვიტა, გაეყიდა მიხეილ ზურაბის ძე შარაშიძის ადგილი დიდ კუნძულზე, კორნილოვსკის ქუჩაზე.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს ჭიათურის რკინიგზაზე დაიჭირეს აბესალომ ბუზალაძე, რომელსაც ბრალად ედებოდა საჩხერის საპყრობილიდან გაქცევა და ყაჩაღობა ბიძაშვილ სიმონ ბუზალაძესთან ერთად.