საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81196

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წელს ანტონ გელაზარაშვილი იყო ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის წევრი.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წელს ნიკოლოზ მელიქიშვილი იყო ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის წევრი.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ანტონ გელაზარაშვილი ვარშავაში ცხოვრობდა და სწავლობდა.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ნიკოლოზ მელიქიშვილი ვარშავაში ცხოვრობდა და სწავლობდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 28 აპრილს გაიმართა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა კრება. კრებაზე ალექსანდრე კობიაშვილმა საკითხი წამოჭრა ბათუმში ბაქოს მსგავსი სააგენტოს დაარსების შესახებ.

1894

ტიპი: ნასამართლეობა

1894 წელს ვარშავაში დააპატიმრეს ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის წევრები: ნიკოლოზ მელიქიშვილი, ანტონ გელაზარაშვილი და შიო დედაბრიშვილი.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა გიორგი ნატროშვილის ზღაპარი „კაფანდარა”.

1894

ტიპი: ნასამართლეობა

1894 წელს თედო სახოკიამ სამი თვე გაატარა ქუთაისის ციხეში ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით.

1930

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ნატროშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1930 წელს.

1955

ტიპი: ავტორობა

1955 წელს გამოქვეყნდა გიორგი ნატროშვილის მონოგრაფია „დავით გურამიშვილი”.

1894

ტიპი: ნასამართლეობა

1894 წლის 20 სექტემბერს ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის საქმიანობაში მონაწილეობისათვის თედო სახოკია თბილისში დააპატიმრეს, მეორე დღეს კი ქუთაისში გადაიყვანეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 აპრილს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის კორესპონდენცია „პარიჟი, 14 აპრილი“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 6 აპრილს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის კორესპონდენცია „პარიჟი, 24 მარტს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 6 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ჭალელის ფსევდონიმით პოლიევქტოს კარბელაშვილის კორესპონდენცია „ქართლიდამ, მარტის დამლევს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 6 აპრილს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „კიდევ ქუთაისის სემინარიაზე“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გუბერნიებისა და მაზრების წინამძღოლების არჩევნებთან დაკავშირებით სერგეი მესხის წერილი „კენჭის ყრაზე“ გამოქვეყნდა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-1894 წლებში თედო სახოკია ბორჯომში მსახურობდა მეტყევის თანამდებობაზე.

1894

ტიპი: ნასამართლეობა

1894 წელს ვარშავაში შეიპყრეს „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, შიო დედაბრიშვილი.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ქუთაისისა და თბილისის გუბერნიების წინამძღოლთა არჩევნებთან დაკავშირებით სერგეი მესხის წერილი „თავად-აზნაურობას“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, ქუთაისიდან იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხების დასახმარებლად 15 მანეთი შესწირა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 30 მარტს გაზეთ „დროებაში“ ჭალელის ფსევდონიმით პოლიევქტოს კარბელაშვილის კორესპონდენცია „ქართლიდამ, (სოფ. ქერედამ) მარტის 20-ს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 30 მარტს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილი „ერთი მეც მერგოს ბანკზედ“ ბანკების მხრიდან ქალთა განათლების ხელშეწყობის აუცილებლობის შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 23 მარტს გაზეთ „დროებაში“ ახალშობილთა დანიშვნის მავნე ტრადიციასთან დაკავშირებით ლაზარე დადუანის კორესპონდენცია „სვანეთიდამ, მარტის 10-ს“ გამოქვეყნდა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-1894 წლებში თედო სახოკია ზესტაფონში შავი ქვის ცნობილ მრეწველ ნიკოლოზ ღოღობერიძესთან მუშაობდა უცხოეთთან ურთიერთობის კორესპონდენტად.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1932 წლებში გიორგი ნატროშვილი პროლეტარ მწერალთა ასოციაციის ლიტკონსულტანტად მუშაობდა.