რეგისტრირებული ფაქტები89295
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ელ მარტს სოფელ დიდ ჯიხაიშში დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის ქალთა წმინდა ნინოს გიმნაზიის მასწავლებელ ოლღა ბექაიას ფრანგული ენის საშუალო სასწავლებლის პედაგოგის წოდება მიენიჭა. 1920 წლის პირველი მარტიდან კი მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, თბილისის უნივერსიტეტის ლაბორატორიასთან, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭო აარსებს საკუთარ ლაბორატორიას, რომელშიც მოხდება ღვინის ანალიზი, ლაბორატორიის გამგედ მიიწვიეს ქიმიკოსი შალამბერიძე. ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება ღვინის ევროპული წესით დაყენების შესწავლაც.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელი მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭომ მოისმინა ქიმიკოს ავალიშვილის მოხსენება შუშხუნებისა და ვაზის ნაცრის შესახებ და დაადგინა რამდენიმე ადგილზე ეცადათ ნაცრის წამლობა ახალი წესით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელი მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა საბჭომ აირჩია საგანგებო კომისია, რომლის თავმჯდომარედ პეტრე მელიქიშვილი დანიშნეს. კომისიის წევრები იყვნენ: ა. ა. ეგოროვი, პლატონ გვერწითელი, ს. მ. ჩოლოყაშვილი და ვასილ რცხილაძე. მათ ღვინის კანონი უნდა შეემუშავებინათ და საბჭოსათვის წარედგინათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭომ დაადგინა, შემდეგი კრებისთვის, ს. ჩოლოყაშვილს დაევალოს მოხსენების გაკეთება თუ რა მდგომარეობაშია მეღვინე-მევენახეობა ფილოქსერის გამო და დაასახელოს მის წინააღმდეგ საბრძოლველი საშუალებანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელი მარტის ჟურნალის „ვაზი და ღვინო“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭოს წევრების – ივანე ანდრონიკაშვილის, ვასილ რცხილაძისა და სოლომონ ჩოლოყაშვილის – მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა რაიონში უამინდობის გამო გადაიდო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე სერგი დანელიამ ივანე გაჩეჩილაძეს ნება დართო, თბილისში ჩასულიყო ორი დღით სასწავლებლის საქმეების გამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის პირველ მარტს თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორმა ილ. ლორთქიფანიძემ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის 27 თებერვლის სხდომის ოქმიდან ამონაწერი გაუგზავნა და სამეურნეო კომიტეტის დადგენილების დამტკიცება სთხოვა. ასევე, ითხოვა ნებართვა გიმნაზიის მასწავლებლისთვის ნ. ნ. ბარანოვსკისთვის სპეციალური თანხიდან დახმარების სახით 1600 მანეთი გამოეყო. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი მარტიდან კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევა-ხორონენკო აღარ მუშაობდა ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ელ მარტს სოფელ ახალქალაქში ივლიტა დიმიტრის ასული თარხან-მოურავისა გარდაიცვალა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელისაბედ მამანტის ასული ხოფერია ბესარიონ ლუკას ძე ხოფერიას რძალი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ელ მარტს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სოფელ ნიგოითში გარდაიცვალა გიმნაზიის ინსპექტორი დავით კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის მარტში სოფელ სურებში ბესარიონ (ბესო) მახარბელის ძე რამიშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის მარტში სოფელ აკეთში გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 მარტს სახელმწიფო თეატრში ალექსანდრე იობის ძე ინაშვილის ბენეფისი გაიმართა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რესპუბლიკის ომებში დაჭრილ-დასახიჩრებულთა კავშირმა საპენსიო წესდების პროექტის შესახებ, რომელიც გენერალ ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილის თავმჯდომარეობით შექმნილმა საგანგებო კომისიამ შეადგინა თავისი აზრი გამოთქვა. კავშირი, პენსიის სიმცირის გამო, სახელმწიფოსგან სხვა სოციალურ დახმარებასაც მოითხოვდა. ასევე ისეთი პუნქტის შეტანას, რომელიც დაზარალებულებს საზოგადოებაში ადაპტირების საშუალებას მისცემდა.

