საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს გზატკეცილების სამმართველოს ტექნიკური განყოფილების უფროსი, ინჟინერი ივანე ჩეხოვი.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, კრიმინალურმა პოლიციამ დაიჭირა ალექსანდრე გოცირიძე, რომელმაც პაიკ აივაზიანცს 700 მანეთის ღირებულების შაქრის მაგივრად მოტყუებით მარილი მიჰყიდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის საერთო განყოფილების უფროსის მოვალეობის აღმასრულებელი ალექსანდრე ჩიქოვანი იმავე განყოფილების უფროსად დაინიშნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრმა ნოე რამიშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ხდებოდა დამატებითი ზომების მიღება, რათა შესრულებულიყო დამფუძნებელი კრების დეკრეტი „თავისი ნებით წასვლის და სამსახურიდან გაქცევის პასუხისმგებლობისა და 2 აგვისტოს სამხედრო ბეგარის აუსრულებლობის, ამ დანაშაულის დაფარვის და წაქეზებისათვის დასჯის“.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს მთავრობის საქმეთა მმართველ კ. ჯაფარიძის დაბრუნების გამო მმართველობის მდივანი დ. დიდებულიძე მოვალეობის აღსრულებისგან გაათავისუფლეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საჯირითო მოედანზე, დიდუბეში მოკლეს ინგლისელი ჯარისკაცი და დაჭრეს ანა კონიშევა. სისხლის სამართლის მილიციამ მკვლელობის კვალს მიაგნო. ისინი აღმოჩნდნენ რკინიგზის ბატალიონის ჯარისკაცები ერმილე ბარდაველიძე და ბაგრატ გვენაძე.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრმა ნოე რამიშვილმა აიღო შვებულება.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნოე რამიშვილის შვებულებაში გასვლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობა დაეკისრა ნ. ჭიჭინაძეს. მასვე მიეცა მინისტრთა საბჭოში საკითხების გადაჭრაში მონაწილეობის უფლება.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნოე რამიშვილის შვებულებაში გასვლის გამო სამხედრო მინისტრის მოვალეობის შესრულება ნოე ცინცაძეს დაეკისრა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 12 აგვისტოს ფოთის საზღვაოსნო სასწავლებლის უფროსი ივანე კოსტიუკოვი საკუთარი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ალექსანდრე გოგავა ფოთის საზღვაოსნო სასწავლებლის უფროსის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ქალაქისთავმა ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილმა თბილისის ქუჩებში სასმელი წყლის ვედროებით გაყიდვა აკრძალა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს კანცელარიის მეორე განყოფილების უფროსი დიმიტრი წითლანაძე, რომელიც ავადმყოფობის გამო დროებით განთავისუფლებული იყო სამსახურიდან, სამუშაოს დაუბრუნდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ალექსანდრე კუხიანიძე ფოთის პირველი უბნის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ცხინვალის ქუჩაზე ნატალია მღვდელაძისამ ქმარი დანით დაჭრა. ის მილიციამ დაიჭირა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ილია ჩიქოვანი ფინანსთა სამინისტროს საბჭოს წევრად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში ბორჯომის ქუჩაზე ეისანოვის ბინიდან მოიპარეს 10000 მანეთის ღირებულების სხვადასხვა ნივთი. დააკავეს რამდენიმე ეჭვმიტანილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში გაიმართულ ლანჩხუთის საბჭოს სხდომაზე ქალაქისთავმა შარაშენიძემ აღნიშნა, რომ საბჭოს სურვილის თანახმად ქალაქის გასანათებლად ელექტროსადგური შეიძინეს და მიმდინარეობდა სამუშაოები მის დასადგმელად და მოსაწყობად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში სისხლის სამართლის მილიციამ სადგურზე დააკავა პოპანდოპულო, რომელსაც აღმოაჩნდა 225 ცალი ოსმალური ოქროს ლირა და აგრეთვე ბაქოს მატარებლის ბილეთი. ვინაიდან ოქროს გატანა საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებიდან აკრძალული იყო, მას ჩამოართვეს ოქრო და ჩააბარეს საბაჟოს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ჟუკოვისკის ქუჩაზე მცხოვრებმა მიხეილ ზაალიშვილმა მილიციას მისი ბინიდან 20 000 მანეთის ოქრო-ვერცხლის მოპარვის თაობაზე განუცხადა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში გამართულ ჯავშნიანი მატარებლის რაზმის გაერთიანებულ კრებაზე სიტყვით გამოვიდა რაზმის მეთაური ვალოდია გოგუაძე. რაზმმა მხარდაჭერა გამოუცხადა დამფუძნებელ კრებასა და მთავრობას.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ფინანსთა მინისტრის, კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკის განკარგულებით, 15 აგვისტოდან რესპუბლიკაში რუსული საგერბო მარკების ხმარება აიკრძალა. გამოიყენებოდა ახლად დამზადებული ქართული მარკები.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პარიზის კონფერენციაზე სომხეთის უმაღლეს კომისრად პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში ბათუმიდან თბილისში მეუღლესთან ერთად ჩამოსული ამერიკელი პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი ამერიკელთა სამხედრო ბინაში დაბინავდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში პუშკინის ქუჩაზე ხაჩატურ ქოჩარიანს ამერიკის მისიის ავტომობილი დაეჯახა. ის მძიმედ დაშავდა.