რეგისტრირებული ფაქტები81285
სორტირება თარიღი მზარდობით
1928
ტიპი: თანამდებობა
1928 წელს სიმონ წვერავა აირჩიეს საქართველოს განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირის გამგეობის წევრად და განათლების სახალხო კომისარიატის სამეცნიერო-პედაგოგიური საბჭოს წევრად.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928-1932 წლებში სიმონ წვერავა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტთან” არსებული კომკავშირელ მწერალთა წრის თავმჯდომარე იყო.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928-1931 წლებში არჩილ ჩაჩიბაია მასწავლებლად მუშაობდა თბილისის შვიდწლიან სკოლაში.
1928
ტიპი: ორგანიზაცია
1928 წელს გიორგი კაჭახიძე მიიღეს საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის წევრად.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928-1930 წლებში ვანიონ დარასელი ასწავლიდა არასრულ საშუალო სკოლაში სოფელ ლიასა და ხორგაში.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928-1930 წლებში ვლადიმერ გოლოევი მუშაობდა დუშეთში, სოფელ სარბიელის დაწყებითი სკოლის მასწავლებელად.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 5 იანვარს აკაკი ჩხენკელი უგზავნის მილოცვის წერილს არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფედერიკო ალვარეს დე ტოლედოს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემასთან დაკავშირებით.
1928
ტიპი: ავტორობა
1928 წლის 9 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ მოსკოვში თავად კომუნისტებიც არ მალავდნენ, რომ სოციალისტური მეურნეობა საფრთხეში იყო. მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა სოციალისტური წყობის სწორად წაყვანის იმედი დაკარგა და თავადვე შეუდგა უნიადაგო კომუნისტური ხელისუფლების ლიკვიდაციას.